არიენის გარშემო გაჩაღებულ დისკუსიას 22 მაისს ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა გამოეხმაურა
საფეხბურთო ჰოლანდია არიენ რობენის გამო ნერვიულობს. ფანები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაცუდებული თერთმეტმეტრიანი 28 წლის გარემარბზე დამთრგუნველად იმოქმედებს და რობენს ევროპის ჩემპიონატზეც მოაკლდება თავდაჯერება.

არიენის გარშემო გაჩაღებულ დისკუსიას 22 მაისს ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა იოჰან კრუიფი გამოეხმაურა.

"სამწუხაროა, რომ რობენმა მოკლე დროში ორი უმნიშვნელოვანესი პენალტი ვერ გაიტანა, - წერს "დიდი იოჰანი" "ტელეგრაფის" ფურცლებზე გამოქვეყნებულ სვეტში, - არიენი ბრწყინვალე ფეხბურთელია და პირადად მე მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

იმედია, ამის გამო თავდაჯერებას არ დაკარგავს და ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულად ითამაშებს. ჰოლანდიის ნაკრებს საუკეთესო ფორმაში მყოფი რობენი სჭირდება."

კრუიფის აზრით, დორტმუნდის "ბორუსიაა" და "ჩელსისთან" გაცუდებულმა მართლაც უმნიშვნელოვანესმა თერთმეტმეტრიანებმა მხოლოდ ის ცხადყო, რომ რობენი პენალტების სპეციალისტი არ არის.

"ამის გამო დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს. პენალტს ყველა კარგად ვერ დაარტყამს. აი, ნეესკენსი და კუმანი იდეალურად ურტყამდნენ და 30-დან მხოლოდ ერთს თუ გააფუჭებდნენ. რობენი კი ასეთი არ არის და ეს სულაც არაა კატასტროფა.

სამაგიეროდ, არიენი ბრწყინვალედ ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, - მიიჩნევს კრუიფი, რომელიც ფიქრობს, რომ "ჩელსისთან" არიენმა პენალტი მხოლოდ იმიტომ შეასრულა, რომ "ბაიერნს" თერთმეტმეტრიანების სპეციალისტი არ ჰყავს, - ასეთ დროს ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რობენმაც სწორედ ეს გააკეთა. შესაბამისად, არიენს ვერავინ ვერაფერში დაადანაშაულებს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა