კრაკოვის ბინადარი სპილო, სახელად ჩიტა, ოფიციალურად გახდა ევრო 2012-ის მატჩების შედეგების წინასწარმეტყველი

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ბინადარი სპილო, სახელად ჩიტა, ოფიციალურად გახდა ევრო 2012-ის მატჩების შედეგების წინასწარმეტყველი.

33 წლის ცხოველი სახელგანთქმული რვაფეხას - პაულის მემკვიდრე გახდა, რომელიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე უშეცდომოდ იცნობდა მატჩების შედეგებს.

ჩიტამ წარმატებით გაიარა გამოცდა, რომელიც მას კრაკოვის ზოოპარკის ადმინისტრაციამ და ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიოსადგურმა მოუწყო.

ჩიტას კონკურენტები იყვნენ ორი თუთიყუში და ვირი, რომლებიც ცდილობდნენ, შაბათს გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შედეგის გამოცნობას.

ცხოველებსა და ფრინველებს შესთავაზეს ორი თეფშიდან კერძის არჩევა. თეფშებზე გუნდების ემბლემები იყო მიკრული და სპილომ ერთადერთმა გამოიცნო გამარჯვებული - ლონდონის "ჩელსი".

წინასწარმეტყველი ევრო 2012-ის მეორე მასპინძელ ქვეყანაში, უკრაინაშიც აირჩიეს - ეს არის ღორი, რომელიც ჩემპიონატის დღეებში კიევში ოფიციალურ ფან-ზონაში დასახლდება.

მატჩების დღეს ცხოველი ისევე შეეცდება შედეგის გამოცნობას, როგორც ამას სპილო ჩიტა აკეთებს - ორი თეფშის დახმარებით.

აღსანიშნავია, რომ ხარკოვში თავიანთი წინასწარმეტყველი ეყოლებათ. ეს ცხოველია თახვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა