ტურნირის შედეგების მიხედვით, შედგება რეიტინგი, რაზეც სპორტსმენთა ფინანსური ანაზღაურებაც იქნება დამოკიდებული
23 მაისს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში, ვაჟთა შორის პირველი შიდა სარეიტინგო ტურნირი ჩატარდება. ძიუდოს ფედერაციამ ეროვნული რეიტინგები და ამ მიზნით საგანგებო შეჯიბრებები რომ შემოიღო, უკვე გაცნობეთ.

მათი შედეგების მიხედვით, შედგება რეიტინგი, რაც განსაზღვრავს ძალთა განლაგებას ყოველ წონაში და თავად სპორტსმენთა ფინანსური ანაზღაურებაც ამაზე იქნება დამოკიდებული.

ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში უკვე გაიმართა ასეთი საგანგებო ტურნირები, უფროსებში კი ჯერ არ მოწყობილა.

მართალია, რეიტინგში საქართველოს პირველობაზე მოპოვებული ქულებიც შედის, მაგრამ ის შეჯიბრება ნებისმიერ ვარიანტში გაიმართებოდა. საგანგებოდ სალიცენზიო სტატუსისა კი პირველად ტარდება.

ეს კარგი სატურნირო პრაქტიკაა იმ ფალავნებისთვის, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდებიან. ეს ასევე კარგი სკოლაა მსაჯებისთვის, რომლებიც ასევე მიიღებენ ქულებს, ანუ პროფესიული წინსვლისთვის, რაც მათ ხელფასზეც აისახება, მშვენიერი შანსია.

შეჯიბრება ძიუდოს აკადემიაში ორ დღეს გასტანს. მასში მონაწილეობას არ მიიღებს ეროვნული ნაკრების ელიტა - ლიცენზირებული 10 სპორტსმენი.

ისინი ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადებიან და ამჟამად იაპონია-კორეაში არიან შეკრებაზე. მიზეზთა გამო არც ულიცენზიოდ დარჩენილი რამდენიმე ლიდერი იქნება, თუმცა ტურნირში ნაკრების სათადარიგო წევრები ბლომად გამოვლენ. ასევე იქნებიან ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც.

23 მაისს 60, 66 და 73 კილოგრამი წონის წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები - 24 მაისს. შეხვედრები დილის 11 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სალიცენზიო შეჯიბრებებში გამარჯვებული 300 ქულას მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - 200-ს, მესამეზე გასულს 120 ქულა დაეწერება, მეხუთე ადგილი 80 ქულადაა შეფასებული, მეშვიდე - 60-ად, X-XVI ადგილებზე გასულებს კი 40 ქულა დაეწერებათ.

პირველი სარეიტინგო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა