წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამ სეზონში ზუგდიდის "ბაიას" ბევრად უკეთესი შემადგენლობა ჰყავს - გია მეგრელაძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჩხეტიანი...

წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამ სეზონში ზუგდიდის "ბაიას" ბევრად უკეთესი შემადგენლობა ჰყავს - გია მეგრელაძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჩხეტიანი... 6 მატჩში მოპოვებული 8 ქულა ამ კვარტეტის დიდი დამსახურებაა. 5 მატჩი და 5 გოლი - ეს კი უშუალოდ მეგრელაძის მონაგარია (ოღონდ, გუშინდელ ტურამდე). ამ შედეგით ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობდა. გუშინ მეგრელაძეს "ვიტ ჯორჯიის" თავდამსხმელი ჯაბა ლიპარტია გაუთანაბრდა...

"ლელოსთან" ინტერვიუში "ბაიას" ბომბარდირი განვლილ მატჩებზე ლაპარაკობს, კომენტარს აკეთებს მისი პერსონით თითქოსდა ქუთაისის "ტორპედოს" დაინტერესებაზე...

საუბარი კი გუშინ რუსთავში, "ოლიმპთან" ჩატარებული მატჩით დავიწყეთ...

- რუსთავში "ოლიმპთან" 0:2 წაგების შემდეგ რა კომენტარს გააკეთებდით?

- მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპს" ახლაც კარგი შემადგენლობა ჰყავს და ცხადი იყო, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. მეტოქემ გვაჯობა, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.

- პენალტი, რომელიც ლუკა რაზმაძემ გაიტანა, უსამართლო იყო?

- დიახ, არ უნდა დანიშნულიყო, ყოველ შემთხვევაში, მე როგორც დავინახე, 11-მეტრიანი არ იყო.

- ...თუმცა მარტო ეს არ იქნებოდა მარცხის მიზეზი.

- ოთხი ფეხბურთელი გვაკლდა, რაც "ოლიმპის" დონის გუნდთან ძალიან მძიმე დანაკლისია. სწორედ ამ დანაკლისის შევსება ვერ შევძელით და ამიტომაც წავაგეთ.

- 6 მატჩში 5 გოლი, მათ შორის, ორი დუბლი - ჩინებული შედეგია. მით უმეტეს, ამ ტურამდე ბომბარდირებში პირველ ადგილზე იყავით...

- თავდამსხმელი ვარ და ბუნებრივია, ყველა მატჩში გოლის გატანას ვცდილობ. ღმერთის წყალობით ამ სეზონში კარგად წამივიდა საქმე...

- კი, მაგრამ ჯაბა ლიპარტიამ ორი გაიტანა და გაგითანაბრდათ, გაიტანა რატი წინამძღვრიშვილმაც და ახლა მხოლოდ ერთი გოლით ჩამოგრჩებათ. ბომბარდირებში დიდი კონკურენციაა და საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი...

- კონკურენციას ყოველთვის მივესალმები. ძალიან გამიხარდება, თუ ბომბარდირი გავხდები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თამაშისას ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარია, გუნდს წარმატებაში დავეხმარო, მე გავიტან თუ თანაგუნდელს გავატანინებ ბურთს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდის შედეგია.

- ჩემპიონატის ბომბარდირობის კარგი შანსი გაქვთ...

- შანსი მარტო მე არ მაქვს. ჯერ პირველი წრე არ დასრულებულა, ვეცდები, გოლების მარაგი გავზარდო და ვნახოთ, რა გამოვა. ძალიან მინდა, წელს მინიმუმ 10 გოლი მაინც გავიტანო და იმედი მაქვს, ამას შევძლებ კიდეც.

- განვლილი შეხვედრებიდან რომელს გამოყოფდით?

- "ზესტაფონთან" ჩატარებული მატჩი. ამ შეხვედრაშიც ორი გოლი გავიტანე. ზესტაფონელებს კარგი შემადგენლობა ჰყავთ და ეს გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ძლიერი გუნდის კარში გატანილი გოლები ყოველთვის მეტად გამახსოვრდება, მით უმეტეს, "ზესტაფონი" სწორედ ჩემი დუბლით დავამარცხეთ.

- ერთი გოლი "ვიტ ჯორჯიას" გაუტანეთ, "სიონთან" კი "ბაიას" ქულა სწორედ თქვენმა დუბლმა გადაურჩინა. ბოლნისელებთან მატჩზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ზუგდიდელებს "სიონთან" მსაჯები დაეხმარნენო...

- შეუცდომელი არავინაა და შესაძლოა, მსაჯიც შეცდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ "სიონთან" ქულა მსაჯებმა მოგვაპოვებინეს.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ გია მეგრელაძე ოპტიმალურ ფორმაშია?

- უკეთაც შემიძლია. მალე ოპტიმალურ ფორმაში შევალ და უფრო კარგად ავთამაშდები.

- ამ სეზონში "ბაიას" რა მიზნები აქვს?

- აუცილებლად საპრიზო სამეულში ან ხუთეულში მაინც უნდა ვიყოთ-მეთქი, რომ ვთქვა, ასეთი მიზანი ნამდვილად არ გვაქვს. ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას ვცდილობთ. ცხრილში რაც უფრო ზედა ადგილს დავიკავებთ, მით უკეთესია. კარგი შემადგენლობა და მწვრთნელები გვყავს, კლუბის ხელმძღვანელობაც ყურადღებას არ გვაკლებს... ერთი სიტყვით, ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს წარმატებისთვის და ეს შედეგებში უნდა ავსახოთ.

- დაბოლოს, მოარული ხმებით ქუთაისის "ტორპედოს" უნდა თქვენი გადაბირება და ზამთარში მშობლიური ქალაქის გუნდს მიაშურებთ. ასეა?

- არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ხმა. ქუთაისის "ტორპედოდან" ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა