საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი გუგავა ერთი წელია, არსად თამაშობს. გასული წლის შემოდგომაზე მან ოთარ გაბელიას ახალგაზრდულ ნაკრებში...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი გუგავა ერთი წელია, არსად თამაშობს. გასული წლის შემოდგომაზე მან ოთარ გაბელიას ახალგაზრდულ ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა - ლიტვასთან ამხანაგურ შეხვედრაში (გასვლაზე) და თურქეთთან ზესტაფონში (4:0). ბოლოს, გუგავამ საქართველოს ახალგაზრდული გუნდის ფორმა დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ მატჩში მოირგო, მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი ერთი სეზონი გაუცდა.

22 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბოლო წლინახევრის განმავლობაში ესპანეთის მესამე დივიზიონის "გრანადასა" და "არმიას დე არმიილასში" თამაშობდა, მოედანზე დაბრუნებამდე თბილისში ინდივიდუალურად ვარჯიშობს და კარიერის ესპანეთში გაგრძელებას იმედოვნებს.

"გასულ წელს "არმიას დე არმიილასში" ჩავირიცხე, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონში გამოდიოდა. ალბათ, ეს შეცდომა იყო, რადგან ჩემი ძველი კლუბი "გრანადა" მესამედან ესპანეთის სეგუნდადივიზიონში გადავიდა, წელს კი, პრიმერადივიზიონში გადასვლის ამბიციაც გაუჩნდა. გაკოტრების პირას მისული "არმიილასი" კი მეოთხე დივიზიონში დაქვეითდა. თუმცა საქართველოს პირველობის შემდეგ ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის ამ დონეზე თამაში აუცილებელიც იყო. ეს გუნდი კი ჩემი ასაკის ქართველისთვის კარგი სკოლა იყო. სხვათა შორის, ორივე გუნდში სერიოზული დატვირთვები გვქონდა და მიკვირდა, როგორ ვუძლებდი. თუმცა ეს ყველაფერი სისტემაშია მოყვანილი და თან ისე, რომ შეგუება არ გამჭირვებია. გასულ წელს კარგი მიწვევები მქონდა, მენეჯერი სამი გუნდიდან ერთ-ერთში გასინჯვას მპირდებოდა. ლაპარაკი იყო მადრიდის "ატლეტიკოს" დუბლებზე, "მალაგაში" ან "ალმერიაში". სამწუხაროდ, დუბლინში კუნთი გამეჭიმა, ესპანეთში ვარჯიშზე კი გამიწყდა და მოედანს დღემდე ვერ დავუბრუნდი. არადა, ჩემი ამბავი გასული წლის დეკემბრის დასაწყიში წყდებოდა... არასწორად მიმკურნალეს - ვარჯიშის დაწყება ნაადრევად მირჩიეს და კარში დარტყმებზე რომ გადავედი, კვლავ ტრავმა მივიღე. შეიძლებოდა, კუნთი აღარ გაზრდილიყო და ასეთ შემთხვევაში, მოედანს ვეღარც გავეკარებოდი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ვარჯიში განვაახლე და მოედანს მალე დავუბრუნდები. ორი დღის წინ მენეჯერი ისევ დამიკავშირდა და დაინტერესდა, ვაპირებდი თუ არა ესპანეთში დაბრუნებას. ცხადია, მინდა და შესაძლოა, ისევ სეგუნდა დივიზიონის გუნდში მიმიყვანოს. ყველაფერი ჩემს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ფორმის აღსადგენად, დროებით საქართველოში თამაშსაც არ გამოვრიცხავ", - ამბობს გუგავა.

გიორგის გული სწყდება, რომ ტრავმამ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის საშუალება არ მისცა: "არც ერთ შეკრებაზე კონდიციებით არ ჩამოვსულვარ. ოთარ გაბელიას მიწვევა ძალიან კი მახარებდა, მაგრამ არასდროს ვუმალავდი, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი რეალურად. ძლიერი და მეგობრული გუნდი ჩამოყალიბდა, ბიჭებმა ციკლი მაღალ დონეზე ჩაატარეს და სომხებთან წაგება ძალიან გამიკვირდა... სამწუხაროდ, უსიამოვნო ამბავი მოხდა, თუმცა ამის გამო ბიჭების მონდომება წყალში არ უნდა ჩავყაროთ. ჩემთვის ნაკრებში გატარებული დღები ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელია, განსაკუთრებით - ლიტვასა და თურქებთან გატანილი გოლები. საწყენია, ბოლოს ნაკრებში თამაშის საშუალება რომ აღარ მქონდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა