გუნდს ტრავმის გამო "გრანადას" ნახევარმცველი კარლუშ მარტინში გამოაკლდა

პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა პაულუ ბენტუმ ეროვნულ გუნდში ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელა - გუნდს ტრავმის გამო "გრანადას" ნახევარმცველი კარლუშ მარტინში გამოაკლდა.

30 წლის ფეხბურთელი ვერ ასწრებს ევროპის ჩემპიონატამდე მორჩენას. ამიტომაც ბენტუმ "ბრაგას" 29 წლის ნახევარმცველ უგო ვიანას დაუძახა.

მართალია, ვიანამ პორტუგალიის ნაკრების პირველი შეკრება გამოტოვა, მაგრამ გამოცდილ ფეხბურთელს თანაგუნდელებთან შეგუების პრობლემა არ ექნება, ის ხომ 11 წელიწადია, ეროვნულ გუნდში ირიცხება (25 მატჩი, 1 გოლი).

ვიანა ადრიანად წავიდა პორტუგალიიდან - 2002 წელს "სპორტინგიდან" "ნიუკასლ იუნაიტედში" ამოჰყო თავი.

შემდეგ ხუთი წელიწადი ის "ვალენსიას" ფეხბურთელი იყო, თუმცა ძირითადში ვერ ხვდებოდა და იჯარით ხან "ოსასუნაში", ხან "ბრაგაში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა