"ტიგრე" ისევ ორ ფრონტზე იბრძვის, ჩემპიონობისა და გადარჩენისთვის
არგენტინის ჩემპიონი "ბოკა ხუნიორსი" კოპა ლიბერტადორესის მეოთხედფინალშია გასული, სადაც ბრაზილიურ "ფლუმინენსეს" ხვდება.

პირველი მატჩი არგენტინელებმა შინ 1:0 მოიგეს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ პრიმერაში დაძაბული სიტუაციაა, ხულიო ფალსიონიმ "რასინგთან" მატჩში სათადარიგო შემადგენლობა გამოიყვანა. ამან ბევრი არაფერი შეცვალა, სამი ქულა და ლიდერობა ისევ ჩემპიონისაა.

ამ შეხვედრაში შედგა 25 წლის ლუკას ვიატრის დაბრუნება - თანაც როგორი: თანაბარი თამაში იყო, ოდნავ "რასინგი" სჯობდა კიდევაც ფავორიტს, როცა ფალსიონიმ გადაწყვიტა ფორვარდის შეყვანა, რომელსაც ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ნახევარი წელიწადია, არ უთამაშია და... ვიატრიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომელმაც შეხვედრის ჩარხი სტუმრებისთვის შემოატრიალა.

გოლსაც ხომ გააჩნია... ვიატრიმ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, საოცარი მოძრაობით ზურგსუკან გადაიგდო და შეუჩერებლად დაარტყა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ნიკოლას ბლანდიმ "ბოკას" გამარჯვება უეჭველი გახადა - 2:0.

როგორც ჩანს, "ბოკა" ყველაზე მეტად იმსახურებს ჩემპიონობას - თუკი გუნდი სარეზერვო შემადგენლობითაც ამარცხებს პრინციპულ მეტოქეს მისსავე მოედანზე.

სხვათა შორის, ანალოგიურად მოიქცა "ველეს სარსფილდის" თავკაცი რიკარდო გარეკაც - "ველესიც" აგრძელებს ბრძოლას ლიბერტადორესზე ("სანტოსს" ეთამაშება და პირველი მატჩი 1:0 აქვს მოგებული).

მაგრამ "ბოკასავით" ამ გუნდს არ გაუმართლა - შინ წააგო "ბელგრანოსთან" და საჩემპიონო რბოლას ჩამოსცილდა. გრძელდება "ტიგრეს" საოცარი ბრძოლა - ეს გუნდი ერთდროულად ჩემპიონობისთვის თამაშობს (1 ქულა აშორებს ლიდერს) და გასავარდნ ზონაშიცაა.

კლაუსურა. XV ტური

გოდოი კრუსი-არხენტინოსი 1:1

გოლები: 1:0 რ. რამირესი (64), 1:1 რიუსი (86)

ტიგრე-ნიუელსი 3:1

გოლები: 1:0 ლუნა (15), 1:1 ფიგეროა (18), 2:1 ლუნა (39), 3:0 ლუნა (81)

გაძევება: ესკობარი (89. ტიგრე)

ბანფილდი-ესტუდიანტესი 0:3

გოლები: 0:1 სარულიტე (9), 0:2 საპატა (31), 0:3 გ. ფერნანდესი (75)

ოლ ბოისი-სან მარტინი 1:0

გოლი: 1:0 მატოსი (17)

გაძევება: მასი (41. სან მარტინი), სოტო (65. ოლ ბოისი)

სანტა ფე-სან ლორენსო 1:0

გოლი: 1:0 ბარისონე (88)

ოლიმპო-ინდეპენდიენტე 2:1

გოლები: 1:0 ბარეირო (7), 1:1 ფარიასი (20), 2:1 ბარეირო (68)

ველესი-ბელგრანო 0:1

გოლი: 0:1 სილვერა (61)

ატლეტიკო-კოლონი 0:0

რასინგი-ბოკა 0:2

გოლები: 0:1 ვიატრი (69), ბლანდი (81)

არსენალი-ლანუსი 3:1

გოლები: 1:0 აგირე (15), 2:0 სელაია (26), 2:1 რეგეირო (37-პენ), 3:1 ორტისი (38)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბოკა 15 8 5 2 25-13 29

2. ტიგრე 15 8 4 3 22-11 28

3. არსენალი 15 8 4 3 22-13 28

4. ნიუელსი 15 8 4 3 21-13 28

5. ოლ ბოისი 15 7 6 2 15-9 27

6. ველესი 15 6 6 3 20-12 24

7. კოლონი 15 5 7 3 18-15 22

8. ესტუდიანტესი 15 6 4 5 18-18 22

9. სანტა ფე 15 5 6 4 19-18 21

10. ბელგრანო 15 5 6 4 13-15 21

11. არხენტინოსი 15 5 5 5 14-12 20

12. ლანუსი 15 6 2 7 16-16 20

13. სან ლორენსო 15 4 6 5 15-17 18

14. ატლეტიკო 15 4 5 6 17-18 17

15. ინდეპენდიენტე 15 5 2 8 19-24 17

16. რასინგი 15 4 3 8 14-20 15

17. სან მარტინი 15 4 3 8 15-23 15

18. გოდოი კრუსი 15 1 8 6 8-16 11

19. ოლიმპო 15 3 2 10 16-28 11

20. ბანფილდი 15 2 4 9 13-29 10

ბომბარდირები

10 - ლუნა (ტიგრე); 7 - განდინი (ატლეტიკო); 6 - ბოსელი (ესტუდიანტესი), ფარიასი (ინდეპენდიენტე), პავონე (ლანუსი), ურუტი (ნიუელსი).

მომდევნო ტური

25 მაისი: სან მარტინი-ოლიმპო.

26 მაისი: არხენტინოსი-ბანფილდი, ლანუსი-ოლ ბოისი, ბელგრანო-რასინგი.

27 მაისი: ატლეტიკო-ტიგრე, სან ლორენსო-ნიუელსი, ინდეპენდიენტე-სანტა ფე, ბოკა-გოდოი კრუსი.

28 მაისი: ესტუდიანტესი-არსენალი, კოლონი-ველესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა