საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ჩემპიონობა მოიპოვა

საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2721) ჩემპიონობა მოიპოვა.

23 მაისს მან შავი ფიგურებით ერთ-ერთ უახლოეს მდევარ ლუკა პაიჭაძეს 32-ე სვლაზე აჯობა, 10 შესაძლებლიდან 9 ქულა მოაგროვა და სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. იგი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მეხუთედ ავა.

მე-10 ტურის პაექრობების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა კონკურენცია ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის.

საქართველოს ჩემპიონმა დავით ზარქუამ შავებით 34-ე სვლაზე დაამარცხა ზურაბ ჯავახაძე და 7 ქულით კონსტანტინე შანავას მძლეველ მერაბ გაგუნაშვილთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

6,5-6,5 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებზე შანავა და პაიჭაძე არიან. სწორედ ამ ოთხეულს შეუძლია საპრიზო ადგილებზე გასვლა.

გუშინდელი დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: დავით არუთინიანი - დავით ლომსაძე 0:1, გიგა ყუფარაძე - ივერი ჭიღლაძე 0,5:0,5, ირაკლი ბერაძეს ლევან ფანცულაიასთან მოგება ჩაეწერა.

10 ტურის შემდეგ: ჯობავა - 9, გაგუნაშვილი, ზარქუა - 7-7, პაიჭაძე, შანავა - 6,5-6,5, ბერაძე - 5, ლომსაძე, არუთინიანი - 4,5-4,5, ჯავახაძე - 4, ყუფარაძე - 3,5, ფანცულაია - 1,5, ჭიღლაძე - 0,5 ქულა.

მე-11 ტურში ითამაშებენ: ჯობავა - არუთინიანი, შანავა - პაიჭაძე, ზარქუა - გაგუნაშვილი, ბერაძე - ჯავახაძე, ჭიღლაძე - ფანცულაია, ლომსაძე - ყუფარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა