ამსტერდამში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დავასრულეთ
ამსტერდამში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატის ქალთა ტურნირში აქამდე უცნობი ფრანგი სირილე სოტრი ნამდვილ რისხვად გვექცა - 24 მაისს ჯერ ქრისტინე ესებუა დაგვიმარცხა, მერე - ხათუნა ნარიმანიძე.

ესებუა გუშინ თავისუფალი იყო - პლეი ოფის ერთბაშად ორ წრეში ისვენებდა, ფრანგთან კი სამივე სეტი დათმო. უცნაურია, მაგრამ სამივეში მხოლოდ თითო ქულით დამარცხდა - 26:27, 24:25, 25:26. ამ დროს ნარიმანიძე, რომელმაც თურქი დამლა ერგინი გააგდო, ამჯერად მეორე თურქს - ბეგულ ლუკლუოღლუს უგებდა. მათ შეხვედრაში პირველი და მეოთხე სეტები ფრედ დასრულდა, მეორე და მესამე კი ჩვენებურმა მოიგო, საერთო ანგარიშით 6:2 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

ფრანგთან ნარიმანიძემ 4:6 წააგო. არადა, პირველი სეტი 27:26 მოიგო, მეორე ფრედ დასრულდა - 24:24 და თითქოს მარცხს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მომდევნო ორი სეტი სოტრიმ საკმაოდ სოლიდური სხვაობით მოიგო - 27:21, 29:25 და 5:3 დაწინაურდა.

ნარიმანიძეს ანგარიშის გათანაბრება მეხუთე სეტში მოგებით შეეძლო, თუმცა ისიც ფრედ დამთავრდა და შემდეგ ეტაპზეც ფრანგი გავიდა.

ძალიან ცუდი, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ რომ დავასრულეთ. არადა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენები საკმაოდ კარგად გამოვიდნენ. იქნებ შედეგები არ იყო გამორჩეულად მაღალი, მაგრამ, მაგალითად, ესებუამ შესარჩევი მესამე შედეგით დაასრულა, თუმცა მეორეადგილოსანს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. თან საკვალიფიკაციოშიც და ახლაც გამოჩნდა, რომ ჩვენებმა თავიდან აღებულ კარგ ტემპს ბოლოსკენ მოუკლეს, ანუ გაჩნდა ეჭვი, რომ ფიზიკურად ვერ გაუძლეს.

24 მაისსვე გაიმართა პლეი ოფები გუნდურ ტურნირშიც, სადაც ქართველ ქალთა სამეულმა - ესებუა, ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე - პირველი წრე წარმატებით დაძლია და შვეიცარიელებს 191:178 მოუგო.

მეოთხედფინალში მათი მეტოქე ფრანგთა ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც მანამდე იოლად აჯობა შვედებს. სკანდინავიელთა მსგავსად, ფრანგები ჩვენთანაც ფავორიტები იყვნენ და, სამწუხაროდ, ეს იმიჯი სრულად გაამართლეს - უკლებლივ ყველა სერიაში გვძლიეს და საერთო ანგარიშით 214:198 გვაჯობეს.

ფრანგებმა ნახევარფინალში დანიელებიც დაჩაგრეს და 26 მაისს ფინალში ჩემპიონობის მოპოვებას შეეცდებიან.

მეორე მხრიდან ფინალში ესპანეთი გავიდა, რომელმაც ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა - ჯერ მათზე ბევრად სოლიდურ რუსთა გუნდს გადაასწრო, მერე მსოფლიოს ჩემპიონი იტალიაც გააგდო, ნახევარფინალში კი მათ გზას გერმანელთა არცთუ ხელწამოსაკრავი ნაკრებიც გაუყენა.

გაწბილებული რუსებისა და იტალიელებისგან განსხვავებით, გერმანელებს ნუგეშად ბრინჯაოს მოპოვების შანსი მაინც დარჩათ. საამისოდ კი 26 მაისს დანიელებს გაეჯიბრებიან.

ახლა ევროპის პირველობაზე ერთადერთი საზრუნავი დღევანდელი დღე დაგვრჩა, როცა სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, ანუ ჩვენგან მხოლოდ ვაჟები ისვრიან. თორნიკე რიჟამაძე დანიელ მადს ჯუულ კროგშედეს შეხვდება, ირაკლი ქვლივიძე - სერბ ლუკა გროზდანოვიჩს, ლაშა ფხაკაძე კი პირველ წრეში ისვენებს და ბელგიელ მიხაელ დეკერსსა და ჩეხ ვოიცეხ დუბსის შეხვედრას დაელოდება - მისი მომავალი მეტოქე იმათ შორის გამარჯვებული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის