<p>მოსკოვში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა მე-2 მსოფლიოს ჩემპიონატი ბლიცში. დასკვნით ეტაპზე 16 საუკეთესო დიდოსტატი მონაწილეობდა, მათ შორის – ფინალში პერსონალურად მიწვეული ნაზი პაიკიძე...</p><p><br> მოსკოვში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა მე-2 მსოფლიოს ჩემპიონატი ბლიცში. დასკვნით ეტაპზე 16 საუკეთესო დიდოსტატი მონაწილეობდა, მათ შორის – ფინალში პერსონალურად მიწვეული ნაზი პაიკიძე. შეჯიბრება გაიმართა ორ წრედ სამ-სამწუთიანი დროის კონტროლით ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. პაიკიძემ მეორე წრეში უკეთ ითამაშა, მაგრამ ათეულში მაინც ვერ მოხვდა. საბოლოოდ მან 12,5 ქულით მეთერთმეტე-მეცამეტე ადგილები გაიყო (დაამარცხა მარია მუზიჩუკი, ვალენტინა გუნინა, ნატალია ჟუკოვა, ელმირა სკრიპჩენკო, ალექსანდრა კოსტენიუკი, დაუზავდა მარი სებაგს, კატერინა ლახნოს, ჰამფი კონერუს, ნადეჟდა კოსინცევას და ინა გაპონენკოს, დანებდა ტატიანა კოსინცევას, ანტოანეტა სტეფანოვას, ირინა კრუშს, ანა მუზიჩუკსა და ვერა ნებოლსინას).</p><p>30 შესაძლებლობიდან 20 ქულით პირველი ადგილი ორგზის ევროპის ჩემპიონმა კატერინა ლახნომ დაიკავა, რომელიც დიდოსტატ ფონტენზეა გათხოვილი და საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე უკრაინელთა ღირსებას დაიცავს. Gგამარჯვებულს ქულით ჩამორჩა და ვერცხლის მედალი ხვდა ასევე ორგზის ევროპის ჩემპიონს, რუს ტატიანა კოსინცევას. იგი რუსეთის ნაკრების პირველი ნომერია, 18,5 ქულით მესამე ადგილი რუსეთის ნაკრების წევრმა ვალენტინა გუნინამ დაიკავა. მომდევნო ადგილებზე მოდიან: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ქალთა მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანი ჰამფი კონერუ (ინდოეთი)-17.5-17.5, მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-17, ინა გაპონენკო (უკრაინა), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი)-15.5-15.5, მარი სებაგი (საფრანგეთი), ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-15-15, მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ნაზი პაიკიძე, ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-12.5-12.5, ირინა კრუში (აშშ)-12, ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-10.5, ვერა ნებოლსინა (რუსეთი)-9,5 ქულა. საგულისხმოა, რომ, პაიკიძის გარდა, ფინალის ყველა მონაწილე თავისი ქვეყნის ნაკრების</p>
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა