ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა საპრიზო ადგილები საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში
ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა საპრიზო ადგილები საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც გუშინ თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა.

უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა, გალელმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ შეჯიბრების დასრულებამდე ტურით ადრე გაინაღდა პირველობა.

ამის მიუხედავად, ბოლო ტურში მან შემართებით იბრძოლა დავით არუთინიანის წინააღმდეგ და გათამაშების ცხრილში მე-9 გამარჯვება ჩაიწერა.

ტურნირის რეიტინგფავორიტმა ასპარეზობა 11 შესაძლებლიდან 10 ქულით დაასრულა, რამაც მეხუთე ოქრო მოუტანა.

ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ოთხ მოჭადრაკეს ჰქონდა. საქართველოს ჩემპიონი დავით ზარქუა და ქვეყნის 2010 წლის პირველობის გამარჯვებული მერაბ გაგუნაშვილი ყაიმზე შეთანხმდნენ და 7,5-7,5 ქულას მოუყარეს თავი.

კონსტანტინე შანავას ძლევით ამდენივე ქულა მოაგროვა ლუკა პაიჭაძემ, რომელსაც კარგახნის განმავლობაში ტურნირზე მეორე ადგილი ეკავა.

უარესი დამატებითი მაჩვენებლებით პაიჭაძე მე-4 ადგილზე გავიდა. გაგუნაშვილსა და ზარქუას, ბერგერის ცხრილით, ერთნაირი კოეფიციენტი აღმოაჩნდათ.

მათ შორის უძლიერესის გამოსავლენად ტაი-ბრეიკები დაინიშნა. 25-წუთიანი პარტიები (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) ზავით დასრულდა - 1:1, ბლიცებში (5-წუთიანები) კი საქართველოს ნაკრების წევრმა გაგუნაშვილმა გაიმარჯვა 1,5:0,5 და ვერცხლიც მას ერგო. ზარქუა ბრინჯაოს დასჯერდა.

გუშინდელი დანარჩენი პარტიები: ირაკლი ბერაძე-ზურაბ ჯავახაძე 1:0, დავით ლომსაძე-გიგა ყუფარაძე 1:0, ივერი ჭიღლაძეს ლევან ფანცულაიასთან შეხვედრაში მოგება ჩაეწერა. საბოლოოდ 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში ადგილები ასე განაწილდა: ბაადურ ჯობავა (2771)-10, მერაბ გაგუნაშვილი (2570)-7,5, დავით ზარქუა (2446)-7,5, ლუკა პაიჭაძე (2480)-7,5, კონსტანტინე შანავა (2589)-6,5, ირაკლი ბერაძე (2298)-6, დავით ლომსაძე (2345)-5,5, დავით არუთინიანი (2561)-4,5, გიგა ყუფარაძე (2471)-4, ზურაბ ჯავახაძე (2418)-4, ლევან ფანცულაია 92581)-1,5, ივერი ჭიღლაძე (2390)-1,5 ქულა.

ჩემპიონატზე დაწესებული იყო საპრიზო ფონდი - 14 000 ლარი: ჯობავა - 4 500, გაგუნაშვილი - 3 500, ზარქუა - 3 000, პაიჭაძე - 2 000, შანავა- 1 200 ლარი.

- შეჯიბრება კარგად იყო ორგანიზებული. შეხვედრების უმრავლესობა დაძაბულობითა და დრამატიზმით გამოირჩეოდა, - გვითხრა ჩემპიონატის მთავარმა არბიტრმა ევგენი მელიქსეთ-ბეგმა. - ასპარეზობის რეიტინგფავორიტი გახლდათ ბაადურ ჯობავა. მისი ჩემპიონობა მოსალოდნელი იყო და ბაადურმაც ქომაგები არ დააღალატა - თანაც, ასეთი ტურნირისთვის შესანიშნავი შედეგით: 9 მოგება და ორი ყაიმი.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა შარშანდელმა ჩემპიონმა დავით ზარქუამ, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.

ბოლო ორი წლის მაჩვენებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საგრძნობლად გაიზარდა და ჯილდოებისთვის მებრძოლ ოსტატად ჩამოყალიბდა.

მისასალმებელია ახალგაზრდა ლუკა პაიჭაძის მე-4 ადგილი. გამოცდილი მერაბ გაგუნაშვილის წარმატება არ გამკვირვებია. აი, 16 წლის ირაკლი ბერაძის შედეგმა კი, მართალი გითხრათ, ძალიან გამაოცა - მაღალი რეიტინგის მქონე დიდოსტატებს ტოლ-სწორად ეთამაშა. კონსტანტინე შანავამ ავადმყოფობის გამო ასპარეზობის სტარტზე ბევრი ქულა დაკარგა.

მართალია, მერე ზედიზედ 6 პარტია მოიგო, მაგრამ ფინიშზეც წაიფორხილა და ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა. რაც უნდა ვთქვათ, 71-ე ეროვნული ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლა მთავარია, ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო ტურნირებში გამოიჩინონ თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა