საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი "მონპელიე"...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი "მონპელიე". მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ახლა სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდმა მე-7 ტურში სტუმად ითამაშა ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ბექა შეყლაშვილის "აჟენთან" და იოლად სძლია - 35:6. მონპელიელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. შერკინებაში შესანიშნავად იდგა პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის შემდეგ "კანალ პლუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "მონპელიეს" მწვრთნელმა ერიკ ბეშუმ სამი მოთამაშე გამოარჩია, ორი ლელოს გამტანი ფულენსე უედრაოგო, ცხრა ნომერი ჟულიენ ტომა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე, რომელმაც სრულად ითამაშა.

შველიძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. ჩხაიძე, ნარიაშვილი და შეყლაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ზე რაგბის დარი მატჩი გაიმართა მარსელში, სადაც დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შარშან ნახევარფინალში წაგებისთვის შური იძია დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" - 28:16.

მატჩის შემდეგ ტულონელთა მულტი მილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა მორაგბეებს საჯაროდ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მის გუნდში ყველა დროის საუკეთესო მგეზავი თამაშობს. ის გულისხმობდა ინგლისის ნაკრების ლიდერს ჯონი ვილკინსონს, რომელმაც "ტულონს" 23 ქულა მოუტანა (ერთი გარდასახვა, ხუთი საჯარიმო და ორი არეკნი).

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ჩემპიონებმა მოიგეს 13:9. შესვენების შემდეგ კი ვილკინსონი და კომპანია მთელი სიმძლავრით ამოქმედდა. "ვულკანებმა" მონაგარს სამი ქულაღა შემატეს. "ვილკოს შოუმ" კი, როგორც უკვე ვთქვით, ბურჯელალი მეტად კმაყოფილი დატოვა.

ზირაქაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. მატჩის შემდეგ მან გასახდელში თავი შეუძლოდ იგრძნო და გუნდის ექიმებმა ყოველი შემთხვევისთვის გამოკვლევაზე მარსელის ჰოსპიტალში წაიყვანეს. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" დაამარცხა 28:6 და მნიშვნელოვნად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა. გიორგაძეს და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ. ხინჩაგიშვილი და კაკოვინი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთნენ.

VII ტური

ტულუზი-ბაიონი 29:20, პერპინიანი-სტად ფრანსე 22:21, კასტრი-ბრივი 28:6, მეტრო რასინგი-ბურგუენი 51:20, ლა როშელი-ბიარიცი 23:29, ტულონი-კლერმონი 28:16, აჟენი-მონპელიე 6:35.

სატურნირო მდგომარეობა

1. მეტრო რასინგი - 23 ქულა, 2. მონპელიე - 22, 3. ტულუზი - 21, 4. ბაიონი - 21, 5. ტულონი - 19, 6. პერპინიანი - 18, 7. კასტრი - 18, 8. ბიარიცი - 18, 9. კლერმონი - 15, 10. ბრივი - 15, 11. სტად ფრანსე - 15, 12. ლა როშელი 10, 13. აჟენი - 7, 14. ბურგუენი - 6.

VIII ტური

ბურგუენი-ტულონი, კლერმონი-კასტრი, მეტრო რასინგი-ბიარიცი, ბრივი-ტულუზი, აჟენი-სტად ფრანსე, ბაიონი-პერპინიანი, მონპელიე-ლა როშელი.

მეორე დივიზიონში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და ლიდერთა შორისაა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელმაც სტუმრად მოუგო "მონ დე მარსანს" - 22:15. კავთიძე განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" ასევე სტუმრად მოუგო დივიზიონის დებიუტანტ "სენტ ეტიენს" - 43:38. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავას არ უთამაშია.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" შინ ფრეს დასჯერდა "ბორდოსთან" - 16:16. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი

IV ტური

ოში-ექსი 29:12, დაქსი-კოლომიე 31:16, ალბი-ნარბონი 34:8, გრენობლი-ბორდო 16:16, ოიონაქსი-კარკასონი 33:9, სენტ ეტიენი-ტარბი 38:43, მონ დე მარსანი-ლიონი 15:22.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალბი - 18 ქულა, 2. ლიონი - 16, 3. ოიონაქსი - 15, 4. ორიაკი - 14, 5. კოლომიე - 12, 6. მონ დე მარსანი - 10, 7. ტარბი - 10, 8. გრენობლი - 9, 9. პო - 8, 10. ბორდო - 7, 11. ოში - 6, 12. სენტ ეტიენი - 5, 13. კარკასონი - 5, 14. დაქსი - 5, 15. ნარბონი - 5, 16. ექსი - 4.

V ტური

კოლომიე-სენტ ეტიენი, დაქსი-ოიონაქსი, ტარბი-ოში, ნარბონი-მონ დე მარსანი, ბორდო-ლიონი, ექსი-გრენობლი, კარკასონი-ორიაკი, პო-ალბი.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა