ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A: გაგეცინებათ და ლიდერი ჩეზენაა

სერია A: გაგეცინებათ და ლიდერი ჩეზენაა

ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ სამი ტურია გასული, მაგრამ აშკარაა, რომ აქ შემთხვევითობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე...
იტალია. სერია A. III ტური

თუ სატურნირო ცხრილს ჩახედეთ და გაგეცინათ, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან პირველ ადგილზე სერია A-ს დებიუტანტი, "ჩეზენაა" მოკალათებული. მართალია, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ სამი ტურია გასული, მაგრამ აშკარაა, რომ აქ შემთხვევითობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. "ჩეზენა" უკვე მესამე თამაშია გოლს არ უშვებს და რაც მთავარია, დაბალანსებულ, მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. გარდა დაცვის საიმედო ასპარეზობისა, ძალიან კარგად გამოიყურებიან შეტევით ფაზაშიც, სადაც ბოგდანი და ჯაკერინი ბრწყინავენ. ამჯერად, "ჩეზენამ" ":ლეჩე" დაამარცხა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში კაცნაკლული დარჩა. მოკლედ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ: ბრავო ჩეზენა".

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო "ინტერმა" და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. ეს გამარჯვება არა იმდენად სატურნირო, უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გახლდათ მნიშვნელოვანი და ეს გამოცდა მილანელებმა კარგად ჩააბარეს. "ინტერს" აშკარად სჭირდებოდა ერთი ასეთი რთული გასვლითი გამარჯვება და აი ისიც, "პალერმო" მისსავე "რენცო ბარბერაზეა" დამარცხებული. ბრწყინვალედ ითამაშა სამუელ ეტოომ, რომელმაც ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და განაპირობა კიდეც სტუმართა წარმატება. კამერუნელი შესანიშნავ ფორმაშია და დღეს გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. დიეგო მილიტოს ჩავარდნის ფონზე, ეს მეტად მნიშვნელოვანია. რაფაელ ბენიტესმა კი გვაჩვენა, რომ მისი მუშაობის სტილი ძალიან იტალიურია - მაშინ, როდესაც "ინტერი" წინ გავიდა, რაფამ სამი ცვლილება განახორციელა და სამივე შემთხვევაში, შემტევის ნაცვლად თამაშში დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელი ჩართო. შედეგად, მილანელებმა ანგაგრიშის შენარჩუნება მოახერხეს და სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

"მილანი" კოჭლობს - ისე როგორც წინა წლებში და პირველ რიგში ეს სატურნირო ცხრილზე აისახება. პირველ ტურში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, "როსონერიმ," ორ თამაშში ხუთი ქულა დაკარგა და ნათელი გახადა, რომ მასიმილიანო ალეგრის სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ამჯერად, ლომბარდიელებმა "კატანიას" გაუყვეს ქულები, რომელმაც მთელი თამაში კონტრშეტევებზე ააწყო და მთლიანობაში, ძალიან ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. ვერონელმა კაპუანომ ფანტასტიკური გოლი გაუტანა კრისტიან აბიატის, რასაც ფილიპო ინძაგის მიერ ტაიმის მიწურულს გატანილი გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. როგორც იქნა, პიპო ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და როგორც ხედავთ, კვლავ მოახერხა შედეგიანი დარტყმის განხორციელება.

თუმცა, ეს იყო და ეს - მეორე ნახევარში, მილანელთა შეტევებს რაღაც აკლდა: ხან სისწრაფე, ხან უზუსტობა, ხანაც იღბალი - შედეგად, საყაიმო რეზულტატი მივიღეთ, რამაც სტუმართა გუნდი ძალიან გაახარა. აღსანიშნავია, რომ ინძაგიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედევრალური პასის შემდეგ გამოიჩინა თავი, თუმცა მთლიანობაში შვედი არც თუ აქტიური იყო. უფრო სწორად, ცდა არ დაუკლია, მაგრამ თუ იმ საგოლე გადაცემას არ ჩავთვლით, ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. შეიძლება ვინმემ თქვას, მეტი რა უნდა ექნაო, მაგრამ ჩვენ ხომ იბრაჰიმოვიჩზე გვაქვს საუბარი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელზე.

მასიმილიანო ალეგრი იმედგაცრუებული გახლდათ, რაც ჟურნალისტთან საუბარში ვერ დამალა: "ძალიან საწყენია, რომ ამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მხოლოდ ქულას დავჯერდით. მეტოქე მთელი გუნდით საკუთარ ნახევარზე გამაგრდა, ასეთ დროს კი გოლის გატანა ყოველთვის რთულია. "კატანიამ" შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, ჩვენ კი მომავალში უკეთ გვმართებს თამაში".

გამოღვიძებულ "რომას" ისევ ჩაეძინა და შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე "ბოლონიასგან" ორი გოლი მიიღო. შედეგად, ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. არადა, ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო - მარკო ბორიელომ მალევე გახსნა ანგარიში, შემდეგ ავტოგოლი გაიტანა ბოლონიას" უკანახაზელმა და თითქოს საქმე გაკეთებული იყო, მაგრამ... რომაელებმა დი ვაიოს ვერ მოუხერხეს ვერაფერი, ვეტერან ფორვარდს, რომელმაც ორჯერ დაამწუხრა ჟულიო სერჟიო და შესაბამისად, "ოლიმპიკოზე" შეკრებილი გულშემატკივრები.

აი ტურინის "იუვენტუსმა" კი გაილაღა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლუიჯი დელ ნერის შეგირდებმა "უდინეზე" დაიბრიყვეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. გაიტანა ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა: ბონუჩიმ, მარკიზიომ, კვალიარელამ და იაკვინტამ. ამ პაექრობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რადგან თამაში მუდმივად ერთ მხარეს მიდიოდა - ერთმა გუნდმა მეორე აშკარად დაჯაბნა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. არაერთხელ ითქვა, აცალეთ დელ ნერის და ნახავთ რა გუნდს დაყენებსო - საკითხავი ისღაა, დადგა უკვე ეს დრო თუ ჯერ კიდევ უნდა ვაცადოთ და ეს გამარჯვება მხოლოდ ლოკალური წარმატება იყო? - ამას დრო გვიჩვენებს.

"რომაზე" უარეს დღეში "ფიორენტინაა", გუნდი, რომელსაც სამი ტურის შემდეგ მხოლოდ კინკილა ქულა აქვს და "უდინეზეს" "საგმირო საქმეები" რომ არა, ბოლო ადგილს არავის დაუთმობდა. სინიშა მიხაელოვიჩი შავ დღეშია, არ მისდის მის გუნდს თამაში და არც არავინ უზის სათადარიგოთა სკამზე, რომ მდგომარეობა გამოასწოროს. ფლორენციელები "ლაციოსთან" დამარცხნდნენ, თანაც საკუთარ მოედანზე. რომაელებმა კი ამ ხუმრობა ხუმრობაში ექვს ქულას მოუყარეს თავი და ცხრილის ზედა ნაწილში აინაცვლეს.

ლაშა წიკლაური

ფიორენტინა-ლაციო 1:2

მილანი-კატანია 1:1

ბარი-კალიარი 0:0

რომა-ბოლონია 2:2

ჩეზენა-ლეჩე 1:0

კიევო-ბრეშა 0:1

პალერმო-ინტერი 1:2

პარმა-ჯენოა 1:1

სამპდორია-ნაპოლი 1:2

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეზენა 3 2 1 0 3-0 7

2. ინტერი 3 2 1 0 4-2 7

3. კიევო 3 2 0 1 5-3 6

4. ლაციო 3 2 0 1 5-4 6

5. ბრეშა 3 2 0 1 4-4 6

6. კალიარი 3 1 2 0 5-1 5

7. ნაპოლი 3 1 2 0 5-4 5

8. ბარი 3 1 2 0 3-2 5

9. იუვენტუსი 3 1 1 1 7-4 4

10. მილანი 3 1 1 1 5-3 4

11. სამპდორია 3 1 1 1 6-5 4

12. პარმა 3 1 1 1 4-3 4

13. კატანია 3 1 1 1 4-4 4

14. ჯენოა 3 1 1 1 3-4 4

15. ლეჩე 3 1 0 2 1-5 3

16. ბოლონია 3 0 2 1 3-5 2

17. რომა 3 0 2 1 3-7 2

18. პალერმო 3 0 1 2 3-5 1

19. ფიორენტინა 3 0 1 2 2-4 1

20. უდინეზე 3 0 0 3 1-7 0

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა