26 მაისს ესპანეთის ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს ევრო 2012-ის წინ - შვეიცარიაში სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
26 მაისს ესპანეთის ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს ევრო 2012-ის წინ - შვეიცარიულ სენტ გალენში სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრაში ვისენტე დელ ბოსკე, სავარაუდოდ, ბოლო თამამ ექსპერიმენტს მიმართავს - გუნდში ხომ ერთი ფეხბურთელიც არაა "ბარსელონადან" და "ბილბაოდან". ამას ობიექტური მიზეზი აქვს - 25 მაისს ეს ორი კლუბი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში დაეტაკა ერთმანეთს...

სწორედ ამიტომ შუახაზში ჩაბი ალონსოს ყოფილი რეალელი ხავი გარსია შეუწყვილდება, რომელიც ახლა "ბენფიკაში" თამაშობს. ეს ამ ფეხბურთელის დებიუტი იქნება "ფურია როხაში" - პირველი და ალბათ უკანასკნელი შანსი მწვრთნელს თავი ისე მოაწონოს, 23-კაციან სიაში დატოვოს.

ნაკრებს ბოლოს ორი ტრიუმფატორი დაემატა "ჩელსიდან" - ხუან მატა და ფერნანდო ტორესი. სავარაუდოდ, დაგვიანების მიუხედავად, ორივე სასტარტო შემადგენლობაში იქნება. თუ ტორესი არა, ალბათ "ლოს ჩეს" გოლეადორი რობერტო სოლდადო იქნება სასტარტოში - მან ხომ თებერვალში ვენესუელელთა კარში ჰეთ თრიკი შეასრულა. თან ეს ვალენსიელმა ერთ ტაიმში მოახერხა.

ესპანელთა მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ცნობილი ფეხბურთელი სინიშა მიხაილოვიჩი. "ფიორენტინას" ექს-თავკაცმა რამდენიმე ვარსკვლავი დატოვა ნაკრებს მიღმა: მილოშ კრაშიჩი, ზდრავკო კუჟმანოვიჩი, ნენად მილიაში, მილან იოვანოვიჩი, მირალემ სულეიმანი და ნიკოლა ჟიგიჩი. სამაგიეროდ, ნაკრებში ბევრი ახალგაზრდაა.

ბრანიმირ ალექსიჩი, ნიკოლა მაქსიმოვიჩი, ფილიპ მლადენოვიჩი და სრდიან მილიალოვიჩი სულაც დებიუტანტები არიან. მიხაილოვიჩი 3-კაციანი დაცვით აპირებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ თამაშს.

ფაქტები

* ესპანეთმა ევრო 2012-ს 100%-იანი შედეგით უწია. პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში 8-დან 8 მატჩი მოიგო!

* სერბეთის ნაკრებმა კი ვერ მოახერხა ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება - მე-3 ჯგუფში მათ იტალიელებმა და ესტონელებმა (!) გაასწრეს.

* ესპანეთის ნაკრებში დებიუტის შანსი აქვთ: ხუანფრანს, დავიდ დე ხეას, ადრიან ლოპესს, ხავი გარსიას, ბენატს და ისკოს.

* სინიშა მიხაილოვიჩს სერბეთის (იუგოსლავიის) ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული.

* ესპანელთა 23 კაციდან 6 "რეალის" სკოლის აღზრდილია, თუმცა ახლა სხვაგან თამაშობს: ხუანფრანი, ალვარო დომინგესი, ხავი გარსია, ხუან

მატა, რობერტო სოლდადო და ალვარო ნეგრედო.

* სერბეთის გუნდი ერთობ ახალგაზრდულია - 19 ფეხბურთელი ჯერ 25 წლის არ არის.

26 მაისი. შვეიცარია. ამხანაგური მატჩი

ესპანეთი-სერბეთი 20:00

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, ალბიოლი, ალბა - ჩაბი ალონსო, ხავი გარსია - კასორლა, სილვა, მატა - სოლდადო.

სერბეთი (3-4-1-2): ბრკიჩი - ივანოვიჩი, სუბოტიჩი, ბიზევაცი - ბასტა, მატიჩი, იგნიოვსკი, კოლაროვი - ტოშიჩი - ლეკიჩი, მარკოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა