1998 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ლეგენდარული ჩეხი გოლკიპერი დომინიკ ჰაშეკი ისევ აპირებს კარიერის განახლებას
1998 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ლეგენდარული ჩეხი გოლკიპერი დომინიკ ჰაშეკი ისევ აპირებს კარიერის განახლებას.

47 (!) წლის მეკარემ, შესაძლოა, კონტრაქტი გააფორმოს ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბებთან – “ბაფალო სეიბრზთან” ან “დეტროიტ რედ უინგზთან”. ამ ინფორმაციას ჩეხური ინტერნეტ-გამოცემა Hokej.cz ავრცელებს.

ვებგვერდის ცნობით, ჰაშეკი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც ამ კლუბების წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები. თავად ჰოკეისტმა განაცხადა, რომ აშშ-ში თავისი შვილის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელიც ამ ქვეყანაში სწავლობს.

მაგრამ ამასთან, ჰაშეკმა ისიც გაამხილა, რომ მონდომებით ვარჯიშობს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ “დომინატორი” კარიერის განახლებას აპირებს. ჩეხი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჰაშეკმა ამგვარი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მას ან ფული გაუთავდა ან მოწყინდა უსაქმოდ ყოფნა.

2010-11 წლების სეზონში ჰაშეკი კჰლ-ის ლიგაში მოსკოვის “სპარტაკში” თამაშობდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩეხმა პაუზის აღება გადაწყვიტა. ჰაშეკმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ ითამაშებს ჩეხეთის ჩემპიონატში და უპირატესობას ჰოკეის ეროვნულ ლიგას ანიჭებს.

ჰაშეკს NHL-ში სწორედ “ბაფალოსა” და “დეტროიტის” შემადგენლობაში უთამაშია. 2002 და 2008 წლებში მან “რედ უინგზთან” ერთად ორჯერ მოიგო სტენლის თასი. ჩეხი ექვსჯერ გახდა ლიგის საუკეთესო მეკარე, გარდა ამისა, ორჯერ მოიპოვა სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი.

ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან ერთად “დომინატორმა” მსოფლიოს 1983 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩეხეთის ნაკრებს 1998 წელს, ნაგანოს ოლიმპიადაზე ოქრო მოაგებინა, 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა