U19. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი. I ტური. VI ჯგუფი
საქართველომ ელიტრაუნდი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო: ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრები დაიბრიყვეს.
ეს ბალკანური გუნდი კი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის, რადგან ბულგარეთში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო - რუსეთთან 2:0, ირლანდიასთან 2:0 და მასპინძელ ბულგარეთთან 2:1.
გუნდის რამდენიმე წევრი ცნობილ კლუბში ირიცხება მაგალითად, თავდამსხმელი ირფან ჰაჯიჩი "ვიტესში" გურამ კაშიას, გიორგი ჭანტურიას და ვალერი ყაზაიშვილის თანაგუნდელია. მეორე ჰოლანდიურ კლუბში, "უტრეხტში" ირიცხება შემტევი ნახევარმცველი მარკო მალეტიჩი, ნახევარმცველი საფეტ შივშიჩი - ზაგრების "დინამოში", ნახევარმცველი სანინ პრციჩი - ფრანგულ "სოშოში".
მატჩი კორღალიძის შეგირდების უპირატესობით რომ დაიწყო, ტექსტურ რეპორტაჟში ნახსენები მომენტები მიუთითებს: მეტოქის კარის აღება სცადეს ვალერი ყაზაიშვილმა, გიორგი ჭანტურიამ და დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ.
რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა ყაზაიშვილს, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბოსნიელები მეკარე კრისტიან იაიალომ იხსნა.
ბოსნიელების პირველივე მწვავე შეტევა კი გოლით დასრულდა: 20-ე წუთზე მალეტიჩმა ანგარიში გახსნა - 0:1.
საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტია, მეტოქეს გასაქანი არ მისცა და 15 წუთში სამი გოლი გაუტანა: 24-ე წუთზე წონასწორობა ყაზაიშვილმა აღადგინა, 35-ეზე გუნდი ჭანტურიამ დააწინაურა, 39-ეზე კი სხირტლაძემ საქართველოს უპირატესობა სოლიდური გახადა - 3:1.
ქართველებმა შეტევით დაიწყეს მეორე ნახევარიც: 48-ე წუთზე ჭანტურიას დარტყმის შემდეგ ბალკანელები კვლავ იაიალომ გადაარჩინა.
54-ე წუთზე კი ჯვაროსნებს კვლავ მალეტიჩმა შეუტია და ამჯერად გუნდი ჩვენმა მეკარემ, დავით ლეგაშვილმა იხსნა.
61-ე წუთზე სხირტლაძემ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და ბოსნიელთა კარი მეოთხედ შეარხია - 4:2.
კორღალიძის გუნდი შეტევებს აგრძელებდა: კარს მერაბ გიგაური დაემუქრა, მალე კი ჭანტურია მორიგ მწვავე შეტევას ასრულებდა - მეტოქე აშკარა გოლისგან კვლავ მეკარემ იხსნა.
ბოსნიელთა საპასუხო შეტევაც გოლით უნდა დასრულებულიყო, ლეგაშვილს არმინ ხოჯიჩის სახიფათო დარტყმა რომ არ მოეგერიებინა.
ჯგუფის მეორე შეხვედრა ზაპრეშიჩში, "ინტერის" სტადიონზე გაიმართა და ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა: მასპინძელი ხორვატია ავსტრიასთან ფრეს 2:2 დასჯერდა. მეტიც, ავსტრიელები 89-ე წუთამდე იგებდნენ.
U19. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი. I ტური. VI ჯგუფი
25.05. სესვეტე. "სვეტოგ იოსიპა რადნიკა".
საქართველო-ბოსნია 4:2
გოლები: 0:1 მალეტიჩი (20), 1:1 ყაზაიშვილი (24), 2:1 ჭანტურია (35), 3:1 სხირტლაძე (39), 3:2 მალეტიჩი (43. პენალტით), 4:2 სხირტლაძე (61).
საქართველო ბოსნია
ლეგაშვილი იაიალო
ზარნაძე სარვანი
გრიგალაშვილი ბევაბი
გაგნიძე გრაოვაცი
ჯგერენაია კუკავიცა
გიგაური ბილაჩი
პარუნაშვილი ზოლოტიჩი
ყაზაიშვილი მალეტიჩი
პაპავა პრციჩი
ჭანტურია შივშიჩი
სხირტლაძე კოჟული
მწვრთნელები
ოთარ კორღალიძე ტონი კარაჩიჩი
საქართველო
73. სხირტლაძე - გელაშვილი
83. ჭანტურია - სამუშია
90+1. პარუნაშვილი - კიკნაველიძე
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, ტვილდიანი, სანდოხაძე, კვერნაძე.
ბოსნია
58. ბილაჩი -ხოჯიჩი
79. მალეტიჩი - ხაჯიჩი
90. სარვანი - ხაჯანოვიჩი
სათადარიგოები: დურაკოვიჩი, ხრელია, პეტროვიჩი.
გაფრთხილება: ზარნაძე (3), პაპავა (87).
არბიტრი: მ. ტიუკგორი (დანია)
მომდევნო მატჩები
27 მაისი
საქართველო-ხორვატია
ავსტრია- ბოსნია
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 1 1 0 0 4:2 3
2.ხორვატია 1 0 1 0 2:2 1
3.ავსტრია 1 0 1 0 2:2 1
4.ბოსნია 1 0 0 1 2:4 0
შესანიშნავი დასაწყისი: პატარა ჯვაროსნებმა ბოსნიელები დაამარცხეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ოთარ კორღალიძე: ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და აუცილებლად მოუმატებს
romani
გაიხარეთ! თქვენ მაინც გაგვახარეთ,რომ ქართული ფეხბურთი კიდევ არსებობს. ისე რა გახდა ფედერაცია ათას სისულელეს ,რომ აკეთებს ან ეს ჩვენი ტურფა მთავრობა. ხომ შეიძლება აჩვენონ ეს მატჩები ტელევიზიით.
tony
გაიხარეთ ბიჭებო!!!
messi001
ამის ..... ..... რა გახდა ამ ფეხბურთის ჩვენება, მარაზმი არ არის დამპალი სერიალების და ნანუკას ტატუკას და ჟუჟუნას შოუებით ტვინი ............ გვაყურებინეთ ფეხბურთს და მოაშორეთ მარაზმი ტვ დან მადლობა ბიჭებს 17 იანებს არ ეწყინოთ მაგრამ ეს ნაკრები ბევრად ძლიერი და კრიატიულია და ბევრად მეტი შანსი აქვს წარმატების
jemo
თუ შეიძლება,დადეთ ვიდეო
giorgi
მადლობა ბიჭებს მოგებისთვის. ტელევიზიისთვის სათხოვარი მაქვს თუ შეიძლება ტელევიზიითაც რომ გადასცენ პირდაპირი ტრანსლაცია .
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა