საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ფიფას ოფიციალური წერილით მიმართა
წარმოგიდგენთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ოფიციალური წერილის თარგმანს, ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის მიმართ, რომელიც აფხაზეთის საკითხს შეეხება:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ფიფას თხოვნით მიმართა, რათა ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიიღოს.

ამის შესახებ რუსულ გამოცემებს განუცხადა არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯამალ გუბაზმა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები, რომლის ერთიანობაში შემოდის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აღიარებულია მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ამჟამად აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციის გამო, საქართველო ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას.

გამომდინარე აქედან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას აღიარებული ერთადერთი ფეხბურთის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ ახორციელებს ფეხბურთთან დაკავშირებული პროცესების მართვას.

ფიფას და უეფას წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, ცნობილია, ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ყველა სამართლებრივ ნორმებს, რომლის ჩარჩოებში მოქმედებს ფიფა. გამომდინარე აქედან, ჩვენ იმედი გვაქვს, არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ფიფაში გაწევრიანების მოთხოვნის ან ამხანაგური მატჩების გამართვის უფლების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, დაიცავთ თქვენი წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინტერესებს და უარს ეტყვით არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის არალეგიტიმურ მოთხოვნას.

საქართვველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი საფეხბურთო სუბიექტი, სურვილის შემთხვევაში, გახდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი, რაც თავისთავად განაპირობებს მათ, ფიფას და უეფას ერთიან სამართლებრივ სივრცეში შემოსვლას".

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ

"აფხაზეთის ნაკრები" ფიფასგან ამხანაგური მატჩების ნებართვას ითხოვს

ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა