მშვილდოსანთა ევროპის პირველობის სალიცენზიო ტურნირის სამეულში ქართველები ვერ მოხვდნენ
25 მაისს ამსტერდამში, მშვილდოსანთა ევროპის პირველობაზე სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, რომელმაც ლონდონში წამსვლელი კიდევ 3-3 ვაჟი და ქალი გამოავლინა, თუმცა ამ სამეულში ქართველები ვერ მოხვდნენ.

ჩვენებურთაგან პლეი ოფის პირველ წრეში მხოლოდ თორნიკე რიჟამაძე ისროდა და ბელარუს ალექსეი მიკალაუსთან 0:6 დამარცხდა.

ამ დროს სხვები ისვენებდნენ, თუმცა ამან ვერაფერი არგოთ - ლაშა ფხაკაძე ბელგიელ მიხაელ დეკერსთან 2:6 წააგო, ირაკლი ქვლივიძეს კი პირველ წრეში სერბი ლუკა გროზდანოვიჩი არ გამოუცხადდა, მეორეში კი გერმანელ სებასტიან როჰრბერგთან 0:6 დათმო.

ამ სალიცენზიო შეჯიბრებაში ქართველი ქალები არ გამოდიოდნენ, რადგან მათ ერთი საგზური მოპოვებული აქვთ მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე. ამიტომ ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი საბოლოოდ დასრულდა, თუმცა ტურნირის მთავარი შეხვედრები - ფინალები ქალებისა თუ ვაჟების უკლებლივ ყველა დისტანციაზე პირადსა და გუნდურში 26 მაისს გაიმართება.

ქართველი მშვილდოსნები თვის ბოლოს თბილისში საქართველოს ჩემპიონატში გამოვლენ, თუმცა ვერ გეტყვით, ისვრიან თუ არა იქ ნაკრების წევრები - ისინი 18-24 ივნისს ამერიკულ ოგდენში გასამართი მსოფლიოს თასის მესამე ეტაპისთვის ემზადებიან, რომელიც სალიცენზიო დატვირთვასაც ატარებს - უსაგზუროდ დარჩენილთათვის ცალკე ჩატარდება გუნდური პირველობა, ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას სამეულში მოხვედრილები მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოტი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ