თემურ ქეცბაიასა და მისი ნაკრებისგან განდეგილ ფეხბურთელს ახალგაზრდულში იწვევენ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩები უწევს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში შეიკრიბება და 1 ივნისს, ადგილობრივ ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ამის შემდეგ, ჩივაძის გუნდი ესტონეთში გაემგზავრება, სადაც 5 ივნისს, უკვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ითამაშებს ესტონელ 21-წლამდელებთან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გაფართოებულ სიაში შემდეგი მოთამაშეები შეიყვანა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), დავით ლეგაშვილი ("სასკო"), გიორგი ბეგაშვილი ("გაგრა")

მცველები: ლაშა კალანდაძე, გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), არჩილ ტვილდიანი ("დინამო" თბილისი), სოლომონ კვირკველია, ავთანდილ ბრაჭული ("რუბინი", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი"), ნიკა აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯამბულ ჯიღაური ("დინამო" თბილისი), მიხეილ სარდალიშვილი ("გაგრა"), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), მერაბ გიგაური, ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), ლაშა გვალია ("კოლხეთი", ფოთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), თეიმურაზ შარაშენიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ლევან ყენია ("შალკე 04", გერმანია)

თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე ("სპარტაკი", ცხინვალი),ნიკოლოზ საბანაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), ლაშა კუკავა ("ბაია", ზუგდიდი)

თავად ჩივაძე, ხორვატიაში იმყოფება საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად და ელიტრაუნდის თამაშებს ესწრება. საქართველოში მყოფი მოთამაშეები კი, ზაურ სვანაძის, გელა ინალიშვილისა და დავით გვარამაძის ხელმძღვანელობით ემზადებიან.

რაც შეეხება ნაკრების ნახევარმცველის - ლევან ყენიასთან დაკავშირებულ თემას, ალექსანდრე ჩივაძის განცხადებით, ის სანაკრებო სიაშია და თუ სანაკრებო შეკრებაზე ჩავა, თამაშის საშუალება აუცილებლად მიეცემა.

"ყენიასთან დაკავშირება ვთხოვე ნაკრები გუნდის მენეჯერს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას: თუ ლევანი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იქნება, ის აუცილებლად ითამაშებს როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ თამაშს.

როგორც შევიტყვე, მას ამ დრომდე გამორთული აქვს ტელეფონი და ჩვენი მენეჯერი დაკავშირებას ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, ის სანაკრებო სიაში რჩება და ჩვენი საიტის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებ - თუ ჩამოვა, აუცილებლად ითამაშებს", - განაცხადა ჩივაძემ.

ასევე იხილეთ

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა