ოთარ კორღალიძის შეგირდები ელიტრაუნდის მეორე მატჩს 27 მაისს, თბილისის დროით 18:30 სთ-ზე გამართავენ
27 მაისს, თბილისის დროით 18:30 სთ-ზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის VI ჯგუფის II ტურში მასპინძელი ხორვატიის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, 25 მაისს ოთარ კორღალიძის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში ბოსნია-ჰერცოგოვინელ თანატოლებს 4:2 სძლიეს. პარალელური შეხვედრა კი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა: ხორვატია ავსტრიასთან ფრეს 2:2 დასჯერდა და შედეგად, ქართველი 19-წლამდელები ჯგუფში გალიდერდნენ.

საქართველო-ხორვატიის მატჩი ზაგრების სტადიონ "სიგეტზე" გაიმართება და მას კვლავაც დანიელი არბიტრი მიკაელ ტიუკგორი განსჯის, რომელიც ბოსნიელებთან შეხვედრაში ჩვენთვის არცთუ მისაღებ გადაწყვეტილებებს იღებდა.

ხორვატიის ნაკრებთან წარმატების შემთხვევაში, ქართველი 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ, სადაც ჯგუფების პირველადგილოსნები მოხვდებიან. ფინალური სტადია ესტონეთში 3-15 ივლისს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 1 1 0 0 4:2 3

2.ხორვატია 1 0 1 0 2:2 1

3.ავსტრია 1 0 1 0 2:2 1

4.ბოსნია 1 0 0 1 2:4 0

27 მაისი, 18:30

საქართველო-ხორვატია

ბოსნია-ჰერცეგოვინა-ავსტრია

30 მაისი, 18:30

ავსტრია-საქართველო

ხორვატია-ბოსნია-ჰერცეგოვინა

ასევე იხილეთ

ოთარ კორღალიძე: ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და აუცილებლად მოუმატებს

საქართველო-ბოსნია 4:2 - "პატარა ჯვაროსნებმა" ბოსნიელები დაიბრიყვეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა