გუშინ იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ჩეზარე პრანდელის პრეზენტაცია შედგა. როგორც ვწერდით, "პარმასა" და "ფიორენტინას" ყოფილმა თავკაცმა წინა დღეს "ფედერკალჩოსთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუშინ გაირკვა ისიც, რომ...

გუშინ იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ჩეზარე პრანდელის პრეზენტაცია შედგა. როგორც ვწერდით, "პარმასა" და "ფიორენტინას" ყოფილმა თავკაცმა წინა დღეს "ფედერკალჩოსთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუშინ გაირკვა ისიც, რომ პრანდელის დებიუტი 10 აგვისტოს ელოდება - ლონდონის "ფულჰემის" არენა "ქრივენ ქოთიჯზე" "სკუადრა აძურა" კოტ დ'ივუარის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ასე რომ, ტიფოზების უმრავლესობა პრანდელის გუნდის პრემიერას ვერ ნახავს...

დავუბრუნდეთ პრეზენტაციას, რომლის ყველაზე საინტერესო ნაწილად პრესკონფერენცია იქცა. სინიორ ჩეზარემ ნაკრების ახალი ლიდერიც კი დაასახელა - "რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი.

"დე როსის აქვს ყველა საჭირო თვისება საიმისოდ, რათა ნაკრების ლიდერის როლი იტვირთოს. მას უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა და შეიძლება, ყველასთვის სამაგალითო იყოს, ისევე, როგორც ანდრეა პირლო. ხალხი პატივს სცემს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იმაზე მეტად იხარჯებიან, ვიდრე ქომაგები ითხოვენ. მაგრამ პირველ რიგში მთავარია, გავიგო - რომელი ფეხბურთელები არიან მზად ახალი გამოწვევის მისაღებად".

შემდეგ პრანდელის ანტონიო კასანოზე ჰკითხეს. მწვრთნელმა უპასუხა: "ის ახლა უფრო მშვიდი და დაბრძენებულია. იმედია, მეუღლე დადებითად შეცვლის მის ცხოვრებას".

ცნობილია, რომ პრანდელის წინამორბედი მარჩელო ლიპი ასაკოვან ფეხბურთელებს ეყრდნობოდა, თავად პრანდელიმ კი სახელი გაითქვა ახალგაზრდებთან ნაყოფიერი მუშაობით. ის დარწმუნებულია, რომ კალჩოს მომავალი ადგილობრივ საფეხბურთო აკადემიებში იჭედება და რომ კლუბებმა ინვესტიციები სწორედ ამ სფეროსკენ უნდა მიმართონ.

ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი - უცხოეთში დაბადებული, იტალიური პასპორტის მქონე (მაგალითად, მაურო კამორანეზი) ფეხბურთელები. რომელ მათგანს შეიძლება ჰქონდეს "აძურაში" მიწვევის პერსპექტივა?

პრანდელი: "თუ მათ აქვთ იტალიური პასპორტი და აკმაყოფილებენ ეროვნული გუნდის მოთხოვნებს, არ მესმის, რატომ არ უნდა ვუხმოთ მათ "სკუადრა აძურაში"?! და საერთოდ, ამ ქვეყანას ჰყავს საკმარისად კარგი ფეხბურთელები საიმისოდ, რათა იტალიის ნაკრები მსოფლიოს ოთხ წამყვან (არ დაუკონკრეტებია - რედ) გუნდს შორის იყოს".

ბოლოს დაისვა კითხვა ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვაზეც, გამომდინარე იმ სამსაჯო შეცდომებიდან, რასაც მუნდიალზე ჰქონდა ადგილი და შეიძლება, მომავალშიც ჰქონდეს:

"მე ვემხრობი ვიდეოტექნოლოგიების გამოყენებას. ჯერ ერთი, ეს მაქსიმალურად აგვაცილებს თავიდან გულშემატკივრებს შორის ძალადობას, რაც ასე გახშირებულია. და მეორეც - ფანტასტიკური იქნებოდა სპორტში მისი გამოყენებაც".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა