ჩეხეთის ნაკრებმა ისრაელის დამარცხება მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლით შეძლო
ჩეხეთი-ისრაელი 2:1

ჩეხეთი (4-4-1-1): დრობნი - რაიტორალი (46. გებრე), ჰუბნიკი, სივოკი (46. სუხი), პუდილი (78. ლიმბერსკი) - პეტრჟელა (65. დარიდა), ჰიუბშმანი, კოლარი, პილარი - ირჟაჩეკი (65. ლაფატა) - ბაროში (46. ნეციდი).

გოლები: 1:0 ბაროში (17-პენ), 1:1 შეხტერი (45), 2:1 ლაფატა (90)

ჩეხეთის ნაკრებმა ისრაელის დამარცხება მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლით შეძლო, რომელიც დავიდ ლაფატას ანგარიშზეა.

მანამდე მიხალ ბილეკის გუნდი მილან ბაროშმა მე-17 წუთზე პენალტით დააწინაურა, რასაც ისრაელის ნაკრებმა პირველი ტაიმის მიწურულს ითაი შეხტერის გოლით უპასუხა.

თამამად უნდა ითქვას, რომ ჩეხებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ბილეკის კმაყოფილი დარჩა.

მატჩის შემდეგ ამ უკანასკნელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩეხეთის ნაკრებში 2014 წლამდე იმუშავებს.

ბილეკს ახალი კონტრაქტი უკვე გაუფორმეს, რითაც ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის შეფი მიროსლავ პელტა ძალიან კმაყოფილია: "ევროპის ჩემპიონატის წინ მწვრთნელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მას ასპროცენტიან ნდობას ვუცხადებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მიხალ ბილეკი ზუსტად ის სპეციალისტია, რომელიც ახლა ჩვენს გუნდს სჭირდება," - განაცხადა პელტამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა