ზვენიგოროდში დასრულდა ძიუდოისტთა "დიდი მუზარადის" მორიგი ტურნირი, სადაც ჩვენებურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მოსკოვის ახლოს, ქალაქ ზვენიგოროდში დასრულდა ძიუდოისტთა "დიდი მუზარადის" მორიგი ტურნირი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ სამი ათლეტი გამოდიოდა.

ვინაიდან ეს ტურნირი არ შედიოდა ჩვენი ფედერაციის კალენდარში, იქ სამივე საკუთარი ხარჯით წავიდა. მათი მონაგარი ბრინჯაოს ერთი მედალია, რომელსაც მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველი დაეუფლა. ალექსანდრე მსხალაძე (100) და ზურაბ გუჩმაზოვი (73) კი უმედლოდ დარჩნენ.

მეტრეველს პირველ წრეში ძლიერი მეტოქე ერგო - ეგვიპტელი მსოფლიოს მედალოსანი ისლამ ელ შეჰაბი, თუმცა ვაზარ-გაფრთხილებებით მოუგო.

ვინაიდან ჩვენებური შეჯიბრებაში მესამე წრიდან ჩაერთო, ამ მოგებით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც მომავალ ვერცხლისმედალოსანთან, მასპინძელ სოსლან ბოსტანოვთან წააგო და მესამეზე დარჩა. ამით 1500-დოლარიანი პრემიაც მიიღო, ანუ მოსკოვი მისთვის ფეხბედნიერი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ის ერთი კვირის წინ მოსკოვშივე სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა, იქვე დარჩა და ძიუდოს ტურნირში ჩაება. ამ ჯილდოსთან ერთად, მეტრეველი სამბოს ჩემპიონობისთვისაც მიიღებს პრემიას.

გუჩმაზოვი პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა უზბეკ ნავრუზ ჯურაკობილოვთან და გავარდა, მსხალაძემ კი ერთი შეხვედრა მოიგო - მეორე უზბეკი, უტკურ ყურბანოვი იუკოთი დაჯაბნა.

სამწუხაროდ, მეორე ორთაბრძოლა ეგვიპტელთა კიდევ ერთ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან რამადან დარვიშთან დათმო და მეხუთეზე დარჩა. ეს ერთი შეხვედრაც რომ მოეგო, მინიმუმ, ბრინჯაო მასაც განაღდებული ექნებოდა.

მეტრეველის მოსკოვური სათვალავი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა