ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში ჩვენები სლავებთან დამარცხდნენ და ფინალს მიღმა აღმოჩნდნენ
სამიოდე კვირის წინათ საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა (შუბლაძე, კაპანაძე, ქარჩილაძე, ჯახაია, ცანკაშვილი, რცხილაძე, ქართველიშვილი, კაკულია, ურუშაძე, ყაზახიშვილი, ჩიქვინიძე, გელაშვილი, სულაძე) პოლონური გორჟოვის საერთაშორისო ტურნირზე ბელარუს თანატოლებს დაძაბულ პაექრობაში 9:8 მოუგო.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა დინებაში მეორედ შესვლა ვეღარ მოახერხეს - ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში სლავებთან დამარცხდნენ და ფინალს მიღმა აღმოჩნდნენ.

A ჯგუფის წარმომადგენლებს სტამბულმა უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები სტარტზევე დამარცხდა თურქეთთან - 6:10.

მეორე ტურში მოლდოვას მოუგო 11:7, მომდევნო პრინციპული პაექრობა კი ბელარუსებთან 4:7 დათმო. მართალია, ჩვენმა ბიჭებმა ბოლო ტურში კვიპროსს დიდი ანგარიშით - 15:2 აჯობეს, მაგრამ სატურნირო ცხრილზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია, რადგან ბელარუსებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს მასპინძლებთან 6:17 და 9 ქულით, თურქებთან ერთად, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს: თურქეთი - 12 (62:18), ბელარუსი - 9 (49:36), საქართველო - 6 (36:36), მოლდოვა - 3 (36:40), კვიპროსი - 0 ქულა (10:73).

გასულ უქმეებზე კიდევ სამ შესარჩევ ჯგუფში დამთავრდა შეჯიბრებები, საიდანაც 2-2 საუკეთესო ფინალში გავიდა:

B ჯგუფი: ჰოლანდია - 12 (56:15), გერმანია - 9 (41:21), პოლონეთი - 6 (33:44), დიდი ბრიტანეთი - 3 (33:52), შვეიცარია - 0 (23:54).

C ჯგუფი: სლოვაკეთი - 9 (29:18), რუმინეთი - 4 (34:25), სლოვენია - 2 (25:30), პორტუგალია (1 (30:37).

D ჯგუფი: რუსეთი - 12 (73:17), უკრაინა - 7 (40:36), ბულგარეთი - 6 (37:40), ისრაელი 4 (39:49), მაკედონია - 0 (16:63).

მედლებისთვის გადამწყვეტი პაექრობები 2-9 სექტემბერს საფრანგეთში გაიმართება.

ქართველები ფინალს მიღმა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა