შეხვედრის მიზანი იქნება ეროვნული ჩემპიონატის სრულყოფა, როგორც ორგანიზაციული, ისე სისტემური კუთხით
28 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის პრეზიდენტს ერთიანი წერილით მიმართა. გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

"ბატონებო,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელი დღე, მისი სრულყოფა, როგორც ორგანიზაციული, ისე სისტემური კუთხით.

სწორედ ამიტომ, სფფ-ის ინიციატივით, 2012 წლის 3 ივნისს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ღია დისკუსია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელების მონაწილეობით.

აღნიშნულ შეხვედრაზე ვიწვევთ უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს, ადამიანებს, რომლებიც პირადად განსაზღვრავენ მათი კლუბის შიდა პოლიტიკას და დაინტერესებულნი არიან ეროვნული ჩემპიონატის განვითარების საქმეში.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ ინიციატივით, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას, ჩაერთოთ დისკუსიაში და საზოგადოებას გააცნოთ თქვენი პოზიცია, თუ როგორ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელ დღეს, როგორი უნდა იყოს სათამაშო სისტემა, რა ცვლილებებია საჭირო დებულებაში და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების პირველი პირების აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით".

სფფ-ის პრესსამსახური

daviti
zid-ანი დილეტანტიზმია ის როგორაც ესენი ფეხბურთს მართავენ,ხოლო ის მარაზმი რასაც პირდაპირ ეთერში აპირებენ, პასუხისმგებლობის,სულ მცირე სხვაზე გადანაწილების უსუსური მცდელობაა.
zid-ანი
გეთანხმები დავით, ფედერაციის მხრიდან რაღაცნაირი მცდელობაა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების. არ შეიძლება ასე, ეზოს ბავშვებივით ხდებოდეს მნიშვნელოვანი საკითხები სგადაწყვეტა. სოფლის ორღობე ხომ არ არის? დილეტანტიზმის ბრალია და სხვა არაფერი.
zid-ანი
ყელში ამოვიდა ამდენი სიმახინჯე ქართულ ფეხბურთში. ამდენი საშჳნელი მატჩი, ამდენი უფლებების დარღვევა,. ამდენი უსამართლობა და თვითნებობა სად ხდება სხვაგან? მოვიდნენ რა საქმის სათავეში პროფესიონალები, ძალიან ძნელია?
daviti
ასეთ შეხვედრებს ფედერაციაში უნდა ატარებდეთ სისტემატიურად,აღმასკომში უნდა იყვნენ კლუბების წარმომადგენლები,იქ უნდა არჩევდეთ ასეთ საკითხებს და უნდა ღებულობდეთ გადაწყვეტილებებს,პირდაპირ ეთერში რა გადაწყვეტილების მიღებას ელოდებით?მაგალითად მაინტერესებს რა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ 3 ივნისს,პირდაპირ ეთერში სხვებს რომ თავი დავანებოთ,ზესთაფონის და რუსთავის პირველმა პირებმა?ან ამ თასის პინალის შემდეგ გორის და ზესთაფონის ხელმძღვანელებმა?ეს ხომ იმაზეა გათვლილი ან არ მოვიდეს გუნდის უფროსები ან დაჭამონ და შეურაწყოფა მიაყენონ ერთმანეთს,მერე კი,თქვენ თავი იმართლოთ და კლუბებს შეაწმინდოთ ხელი.
fexburti
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება დომენტის გადადგომა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა