ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

გუნდი და გულშემატკივარი თუ განზე გაექცევა მწვრთნელს, იმ ნდობასაც დაკარგავს, რაც ახლა აქვს
რა ზნე სჭირს საქართველოს ნაკრებს? კითხვაზე პასუხი არსებობს, ოღონდაც ორი სიტყვით შეუძლებელია ამის სისრულეში მოყვანა.

როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია? ამის რეცეპტიც არსებობს, მაგრამ ეს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა, რასაც თავი ჯერ ვერავინ მოაბა.

ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა - მწვრთნელის ურთიერთობა ფეხბურთელებთან. ამ ურთიერთობის უნარი მწვრთნელის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ატრიბუტია, ამის გარეშე არაფერი გამოვა. რაც უნდა შემოქმედებითი ნიჭი ჰქონდეს მწვრთნელს, თუ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, ნაჯაფარი წყალში გადაიყრება - ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ბევრი ამაზე თვალს ხუჭავს.

თემურ ქეცბაიას საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა საზოგადოების მოთხოვნა იყოო, ამას ხშირად გაიგებდით და მართლაც, ფამაგუსტას "ანართოსისში" მიღწეული შედეგებით ქეცბაია სამშობლოშიც პოპულარული მწვრთნელი შეიქნა.

მაგრამ არის კი პოპულარობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა რომ განაპირობოს? პოპულარობის გარდა, არგუმენტი სხვაც იყო - ქეცბაია ქართველია, უცხოელზე უკეთ იცნობს ჩვენს მენტალიტეტს, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ხალხს უყვარს, ნაკრებში ყოველთვის თავდადებით თამაშობდა და, ალბათ, საუკეთესოც იყო ეროვნულ გუნდში.

არავინ აქცევდა ყურადღებას იმას, თუ რატომ მოუწია ქეცბაიას წამოსვლა პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან", რა მოხდა ისეთი, რომ ქეცბაია იქ ვერ გაჩერდა და მალე დატოვა იქაურობა. ამ ამბავზე ბევრია მითქმა-მოთქმა. სიმართლე თვითმხილველმა უნდა თქვას, მაგრამ ეს ყველაფერი საბერძნეთში ხდებოდა და ყოფილი ოლიმპიაკოსელებიდან აქ ქეცბაიას გარდა არავინაა.

"ოლიმპიაკოსს", ფეხბურთელების გარდა, კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრებიც ჰყავს. მნიშვნელოვანია მასმედიის განწყობაც. როცა მწვრთნელს მოკავშირედ ერთი ფლანგი მაინც ჰყავს, მას ადვილად ვერ გაუშვებენ, ქეცბაიას კი მალევე მოუწია საბერძნეთთან განშორება.

ადამიანებთან ურთიერთობა არ არის ადვილი, თუ ამის ნიჭი არ გაქვს. გამოცდილებით, დიდი ნებისყოფითა და მოთმინებით ამ ურთიერთობის დახვეწა შეუძლებელი არ უნდა იყოს, ოღონდაც ამას, ალბათ, შინაგანი ინტელექტიც სჭირდება.

საქართველოს ნაკრებ,ი ზოგადად, რთული თემაა და ცხადია, ადამიანებთან ურთიერთობა თუ ზედმიწევნით კარგად არ შეუძლია მწვრთნელს, მას იქ დიდი დღე არ უწერია. მე თუ მკითხავთ, ვლადიმერ გუცაევი ქეცბაიაზე ბევრად უფრო დიპლომატია, მაგრამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რომ გახდა, გაუჭირდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, ახლა საორგანიზაციო საკითხები საქართველოს ნაკრებში უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე წლების წინ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არანაირი დოტაცია არ ჰქონდა სახელმწიფოსგან. მაშინ დაძაბულობა მეტი იყო ფედერაციის, მწვრთნელების და ფეხბურთელების ურთიერთობებში. ფული საქმეს აადვილებს, მათ შორის, ადამიანებთან ურთიერთობასაც კი, მაგრამ ფაქტია, ურთიერთობის საკითხი მარტივი არ გამოდგა...

კახა კალაძე ნაკრებიდან ისე წავიდა, რომ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ უცნობებია ფეხბურთის ფედერაციისთვის. ეს თავისებური პროტესტი იყო. კალაძეს ქეცბაიაზე აუგი არ დასცდენია, მაგრამ კარგი ურთიერთობის დროს ეტიკეტი ყოველთვის დაცულია.

დავით მუჯირმა პრესაში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ქეცბაიაზე. როგორ გგონიათ, მანამდე ყველაფერი რიგზე იყო საქართველოს ნაკრებში? მანამდე არავის ჰქონდა განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე? მანამდე არცერთ ფეხბურთელს არ უჩნდებოდა ნაკრების მწვრთნელის ღიად გაკრიტიკების სურვილი?

ნაკრებში აღარ იძახებენ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს. ნუთუ ეს ფეხბურთელები იმის ღირსნი არ იყვნენ, რომ ეს მათთვის პირდაპირ ეთქვა მწვრთნელს? კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში სულაც 100 მატჩი ითამაშა. ეს უკვე მნიშვნელოვანი დამსახურებაა ქვეყნის წინაშე და ვფიქრობ, მწვრთნელი ვალდებული იყო, დალაპარაკებოდა მას. ასეთი ხისტი ურთიერთობა კარგის მომტანი ვერ იქნება ვერცერთი მწვრთნელისთვის.

ახლა კიდევ ლევან ყენიას ამბავი. ქეცბაიამ აქაც ხისტი გზა აირჩია. მწვრთნელს ყოველთვის ეყოლება გუნდში განაწყენებული ფეხბურთელები, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, რომ ფეხბურთელი ღიად, უკვე პრესის საშუალებითაც გამოხატავს გულისწყრომას. ყენიას განცხადებები კი გულისწყრომაზე მეტია, იმ ფონის გამოძახილს ჰგავს, რაც მანამდეც იყო ნაკრებში.

არის საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელთა ისეთი ჯგუფი, ქეცბაიას ძლიერ მოკავშირეს რომ წარმოადგენდეს? ასეთი ჯერ არ ჩანს, თუმცა ვინ იცის, იქნებ ქეცბაიამ მოახერხოს და ძლიერი დასაყრდენი შეიქმნას. ფედერაცია და სახელმწიფო - კი ბატონო, ასეთი ძლიერი ზურგი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს თავისი რესურსი აქვს. გუნდი და გულშემატკივარი თუ განზე გაექცევა მწვრთნელს, იმ ნდობასაც დაკარგავს, რაც ახლა აქვს.

ქეცბაიასთან ინტერვიუ გვსურდა, მაგრამ არ გამოვიდა. ეროვნული ნაკრების თავკაცი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლა.

ვფიქრობ, მედიასთან დიალოგი უკეთესი, უფრო ფლექსიბელური ვარიანტი იქნებოდა...

მწვრთნელს ქულები და ცხრილში დაკავებული ადგილი ეთვლება. სამწუხაროდ, ქეცბაია ამით ჯერ ვერ არის წარმატებული ნაკრებში. მომდევნო შესარჩევის ციკლის დაწყებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ძალიან გვაინტერესებს, კონკრეტულად რა შედეგი უნდა მოვთხოვოთ ქეცბაიას?..

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!

დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

ვინ არის ქეცბაიას მოკავშირე? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

ავტორ სულ არ გვაინტერესებს შენი გურული სტატიები......მაგი მიუძღვენი მუჯირს ფოსტაზე....ფეხბურთელები არ გვყავს რას მედიდგულები აქ აი სამეგრელოდან წამოსულ ადამიანებს ვერ იტანთ ეგაა თქვენი პრობლემა...თუმცა სულ არ გვადარდებს შენი და ისულვაშიანი ჟურნალისტი და ინტრიგანი როა მაგის კომენტარები....ყველაძე გრძელი მოკითხვები

• Lado

ფეხბურთის მცოდნე ადამიანი იტყოდა ,რომ ლატვიასთან საუკეთესო თამაში ვითამაშეთო? ვუერთდები სრულიად ტურას და ჯიგაროს. ....... ქეცბაია!

• Jigaro

საღოლ ტურა!...ქეცბაიას ხელში ნაკრებს არცერთი თამაში არ ჩაუტარებია,რომ გუნდს მწვრთნელის ხელი დატყობოდა...ნამეტანი მოვითხოვე მგონი,მწვრთმნელის ხელი კი არა და საერთოდ რას ათამაშებს გუნდს თვითონაც არ იცის...მოგებულ თამაშებშიც კი ისეთი უსუსური შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს არავინ არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა.ჭადი კაცურად ქეცბა, იქნებ იქ ივარგო უფრო, კვიპროსის აკადემიაში და გაზარდო დიდი ფეხბურთელები, კვიპროსელები დაგიფასებე, ქართველებისაგან კი ის დაგამახსოვრდება, რომ მწვრთნელობისას გითხრეს .........ისე მართლაც ღირსი ხარ,საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებ და არავისი არ გესმის, კრიტიკის მჯიმართ კი სასიკვდილო ალერგია გაქვს... წადი რა კაცურად, უკვე ნაშოვნი გაქვს ორიოდ მილიონი იმ ქვეყანაში სადაც ბევრი შიმშილობს...ნამუსი იქონიე!

• tura

ქეცბაიას მწვრთნელისათვის დამახასიათებელი არცერთი თვისება არა აქვს... არც ტაქტიკა სტრატეგია, არც თამაშის სტილი და არც ადამიანური ურთიერთობა ფეხბურთელებთან...ჩვენი ქვეშაფსია ვაიჟურნალისტები კი ვაზელინით იპოხავენ ზოგიერთ ადგილებს და წინასწარ ვარჯიშობენ როგორ წაიკუზონ რომ არ აწყენინონ კუროს!...სანამ გულიანი,ჯიგარი და თავდადებული ყოფილი ფეხბურთელი ქეცბაია არ აახვევს თავის კიპროსულ აკადემიაში მანამდე ოთხი წელი უნდა ვიწამოთ? ქეცბაია, ნამუსი იქონიე და .......!!!!!...სახელი მაინც დაგრჩება უგინებელი სანამ ყველა ერთად არ გაგინებს სტადიონსა თუ ქუჩაში...

• შალვა

არ მამწონს სტატიის ავტორის ააზროვნება რას ეძებს, რა უნდა, ასეთები უშლიან ხელს ფეხბურთის განვითარებას საქართველოში

• gia

ყენიას ტრანსფერში არ გაარეინეს ხელი და ამიტომ არ ათამაშა თურქეთთან. ვინც ცოტა მაინც ჩახედულია ტრანსფერებში, მათთვის ყველაფერი ნათელია

• nika

ამ კაცის ვერ გამიგია, ვითომ ამას უნდა გაეგო ყველაზე კარგად ფეხბურთელებისთვის და პირიქით გამოვიდა უცხოელებმა უფრო გაუგეს. მე დღემდე ბოსკამპი მიმაჩნია საუკეთესოდ ვინც გვყავდა.(შუშაკს არ დასცალდა თავი წარმოეჩინა ბოლომდა)

• goga

ავტორის "შეცდომებში" გამოჭერის ნაცვლად იქნებ სჯობდეს იმაზე დავფიქრდეთ რაც სიმართლე სწერია ამ სტატიაში. ჩემი აზრით ქეცბაია უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო საქართველოს სანაკრებო ისტორიაში. მაგრამ არ შეუძლია ამ კაცს ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და... ფეხბურთელები კი არა ჟურნალისტები ვერ უბედავენ ნორმალურად კითხვის დასმას... როგორც ჩანს მიშას დაავადება სჭირს " ვინც არ მეთანხმება ჩემი მტერია"

• ramo

ეს უაზრო მითითება ოლიმპიაკოსში რა მოხდაო რას ნიშნავს? ჭორაობთ? ამიტომ ვისაც უნდა კარიერის აწყობა ნაკრებში დრო უნდა მივცეთ? ისედაც 2-3 ამხანაგური თამაში გვაქვს წელიწადში. ჯერ ერთი ყენია მართალი არ არის. მეორე მუჯირი საუკეთესო წლებშიც ვერ ქაჩავდა ნაკრებში და მესამე თუ გუნდს ქმნი რომელიც 96 წლის ევროპის შესარჩევისთვის იბრძოლებს იძულებული ხარ ახლები მოიყვანო. ოფიციალურზე ესპანეთთან კობიაშვილს ალბათ დაუძახებს, მაგრამ 2-3 ამხანაგური როცა გაქვს სათამაშო იძულებული ხარ ახლები გამოცადო.

• datolomtadze

წერილს რაც შეეხება თითქოს დიპლომატიური იყო მაგრამ მაინც ლანძგვა...ერთი კარგიც დაგეყოლებინა...რასაკვირველია პრობლემები არის და ეს კაცი არასდროს არ გაქცევია ამას მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მე მაინც ის მგონია რომ თუ ვინმე რამეს წარმოადგენს დგეს ქართულ პეხბურთში ისინი უნდა დაუდგნენ გვერდით და თვითონ პეხბურთელები, თუ გვინდა გვეშველოს რამე,, უკან ვიხევთ ამდენი ქიშპობით.... ბოლოსდაბოლოს მიშას ვაცალეთ 10 ცელი.......

• odala

AS ან 'მოქნილი' რა შუაში იქნებოდა მაგ კონტექსტში?.. ავტორს უბრალოდ 'ფლექსიბელის' გამოყენება უნდოდა და გამოიყენა. ეტყობა ახალი ნასწავლი აქვს ეგ სიტყვა..

• aluda

მომიტევეთ მაგრამ ძალიან მიკერძოებული, არაკომპეტენტური, მეტიც - "გურჯული" წერილია! მუჯირზე ჰკითხეთ მათ ვინც ნაკრების საქმეებში კარგად იყო იმ დროს ცახედული და მეტი ინფორმაცია აქვს. ყენიას საქციელი ცალსახად დასაგმობია - ნაკრები პირადი კარიერის კეთების ასპარეზი არ არის. იქნებ დაგავიწყდათ რა პრობლემები ჰქონდათ ყიფიანს, ბოსკამპს, კუპერს, ტოპმიოლერს, ყველას... ძირითადად ერთი და იგივე ფეხბურთელებთან.... ერთადერთი გამონაკლისი კობიაშვილი მგონია მაინც... მოკლედ ასეთი წერილები პრობლემის გადაჭრას კი არა, გაღრმავებას უწყობს ხელს და საერთოდ დაანგრევს ნაკრებს. ისე აქამდეც რომ არ დაიწერა ამგვარი კი გამიკვირდა. ეჰ...

• guga

მგონია, რომ ავტორი ცალმხრივია ამ სტატიის დაწერისას, პრობლემები მართლაც არსებობს. თუმცა ქეცბაიას არასდროს უთქვამს რომ კობი და იაშკა ნაკრებში აღარ ითამაშებენ, ჩემი აზრით გოგუასთან ყველაფერი გასაგებია. რაც შეეხება ყენიას, გასაგებია მისი პოზიციაც, ის ითხოვდა მცირე სათამაშო დროს, რათა კლუბების წარმომადგენლებს მისი თამაში ენახათ. თავისთავად თუ ყენია კარგ კლუბში გადავა ეს ნაკრებისთვისაც კარიგ იქნება, თუმცა ნაკრებში თამაში მაინც არ შეიძლება განვიხილოთ საცჩვენელ ადგილად. კონკრეტულ მომენტში მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ ითამაშებს. ვიმეორებ გასაგებია ყენიას განწყობაც. თუმცა სიტუაციის რადიკალიზება საჭირო არ არის, არ შეიძლება ქეცბაიასგან რაღაც მონსტრის შექმნას ვცდილობდეთ, ქართულ მედიაში კი ბოლო პერიოდში ნამდვილად არის ამის ტენდენცოა

• Shoda

არადა მაშინ ოთერთმეტი პელე, რომ ვერ გვშველიდა, ტორპედოს მოსკოვში აქვს თამაშები მოგებული დინამოსთვის, ცსკა-სთვის და სპარტაკისთვის!!!! მაშინ ქართველმა ჟურნალისტებმა ტორპედოს არსენა შეარქვეს: "მდიდარს ართმევს და ღარიბ აძლევსო"-ეს იმიტომ, რომ ლიდერსებს უგებდა (თანაც მოსკოვში), ხოლო აუტსაიდერებთან აგებდა. აბა ახლა გაბედე და მოუგე ცსკა-ს თუ ბიჭი ხარ? ახლა რომ თქვა სპარტაკს და ცსკა-ს ვუგებდითო არც დაგიჯერებენ!! იმ გუნდში მაში გივი და ლევან ნოდიები თამაშობდნენ!!!!

• as

ვფიქრობ, მედიასთან დიალოგი უკეთესი, უფრო ფლექსიბელური ვარიანტი იქნებოდა... ფლექსიბელურის მაგივრად მოქნილი დაგეწერათ არ შეიძლებოდა?

• Shoda

თემურ ქეცბიაია შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. ის როგორც მწვრთნელი შეიძლება მეც არ მომწონს, მაგრამ როგორ შეიძლება მხოლოდ მას გადაბრალდეს ჩვენი გუნდის ყველა წარუმატებლობა!! სულმნათი აკაკი ჩემზე ბრძენიც იყო და თქვენზეც, ბატონო ავტორო. ჰოდა ის ამბობს: "განა მარტო წვრთნა რას უზამსო". მახსენდება ქუთაისში ჩემს ბავშვობაში (60-იანი წლების შუაში) ტორპედო რომ წააგებდა, რომელიმე უფროსი ადამიანი იტყოდა ხოლმე: ერთი-ორი პელე რომ მოვცა, ხომ ვუტირებდით დედას და მოვიგებდითო! მეორე ქუთაისელი (ჭიშიკია) მიუგებდა ხოლმე: ამათ ბიჭო თერთმეტი პელე ვერ უშველისო!! ჰოდა ეგრეა, ბატონო ჩემო, ზოგჯერ 11 პელეც ვერ გვიშველის.

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა