30 ოქტომბერს ფეხბურთის არგენტინელ გენიოს დიეგო მარადონას 50 წელი უსრულდება. არგენტინის ნაკრების ექსთავკაცს ამ ღირსშესანიშნავი თარიღის ნეაპოლში აღნიშვნა სურს, სადაც საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. დიეგოს ძველი თანაკლუბელების შეკრება და საქველმოქმედო მატჩის მოწყობა აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ...

30 ოქტომბერს ფეხბურთის არგენტინელ გენიოს დიეგო მარადონას 50 წელი უსრულდება. არგენტინის ნაკრების ექსთავკაცს ამ ღირსშესანიშნავი თარიღის ნეაპოლში აღნიშვნა სურს, სადაც საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. დიეგოს ძველი თანაკლუბელების შეკრება და საქველმოქმედო მატჩის მოწყობა აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ საქმე ის არის, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს იტალიის საზღვრის გადაკვეთა შეიძლება დაპატიმრებად დაუჯდეს – დონ დიეგოს აგერ უკვე 20 წელია, აპენინური პროკურატურა გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მარადონას იტალიის ბიუჯეტისა მრავალი მილიონი დოლარი მართებს. ასე რომ, ნეაპოლში მარადონას იუბილე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღინიშნება, თუკი "ალბისელესტეს" ყოფილი კაპიტანი იტალიური "საგადასახადოს" მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

...და რას ფიქრობს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი? "მარადონა? თუკი მას იტალიის მიწაზე ფეხის დადგმა სურს, ფული უნდა გადაიხადოს. ვალი ვალია და კანონის წინაშე დიეგო ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა", - თქვა ევროპული ფეხბურთის ამჟამინდელმა მმართველმა. მოკლედ, სხვა გზა არ არის – ან მარადონა ძველ დავალიანებას დაფარავს და საყვარელ ნეაპოლელებს კიდევ ერთ დღესასწაულს აჩუქებს, თან თავადაც დატკბება იქაურების სიყვარულით, ან იტალიაზე ფიქრს მოეშვება და თავის იუბილეს კუბაში ან ვენესუელაში აღნიშნავს, სადაც მას ხელგაშლილი პრეზიდენტების ნებისმიერ მომენტში დახვედრის გარანტია აქვს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა