კლუბის პრეზიდენტმა გუნდის განვლილ სეზონსა და სამტრედიის საფეხბურთო გუნდის დაფინანსების სამომავლო ფორმებზე ისაუბრა
ბუნებრივია, საინტერესოა განვლილი ბრინჯაოს სეზონის, ს/კ "ტორპედო ქუთაისის" პრეზიდენტის, ლევან ფხაკაძისეული შეფასება. მასთან სხვა არანაკლებ საინტერესო საკითხებზეც გვქონდა საუბარი - მათ შორის, სამტრედიის საფეხბურთო გუნდის დაფინანსების სამომავლო ფორმებზეც.

- ბატონო ლევან, საინტერესოა "ტორპედოს" მიერ განვლილი სეზონის თქვენეული შეფასება...

- ჩვენ "ტორპედოში" მოვედით წარმატებისთვის. დღიდან ჩვენი მოსვლისა, აშკარაა კლუბის პროგრესი. იცით, რომ გუნდი მხოლოდ და მხოლოდ იმ წელს დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, როცა ჩვენ შევიძინეთ. გასულ წელს მე-4 ადგილი და სამწუხარო მარცხი თასის ფინალში, ვფიქრობ, რომ იყო იმ პროგრესის დადასტურება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბუნებრივია, ახალი მწვრთნელისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მუშაობამ თავის შედეგი გამოიღო და გუნდი აბსოლუტურად სხვა ფეხბურთს თამაშობს.

თუნდაც ის, რომ 2 ტურით ადრე ჩვენ მე-3 ადგილზე გავედით და მთელი 8 ქულით გავუსწარით თბილისის "დინამოს", ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, უფრო დიდი მიზნები გვაქვს - ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩემპიონები.

ჩვენ მიზნად გვაქვს, ისე ავაშენოთ გუნდი, როგორც ეს თავიდან მიგვაჩნდა საჭიროდ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში თავისი წვლილი მიუძღვის გია გეგუჩაძეს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. გუნდის შენება - ეს მუდმივი პროცესი გახლავთ და ამ დროს ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით.

- მთავარ მწვრთნელთან კორპორაციაში, ბუნებრივია, ახალი ფეხბურთელების დამატების პერსპექტივაც არსებობს...

- ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ დაგეგმილი გვაქვს კლუბის ეტაპობრივი განვითარება. "ტორპედოში" მოსვლიდანვე ვთქვით, რომ გვექნება რამდენიმე პრიორიტეტი, რომელთაგან ერთ-ერთი იქნება ინფრასტრუქტურა.

დღეს ხედავთ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს და ხედავთ, რაოდენ მოწესრიგებულია იგი. მიმდინარეობს ბაზის მშენებლობა, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. ანუ ის პროექტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რეალურია და ყველა ხედავს, რომ ჩვენ ამ გეზს აღარ გადავუხვევთ.

ჩვენი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, არ გვინდა, რომ სახელგანთქმული ფეხბურთელები მხოლოდ ერთი დღისთვის მოვიზიდოთ გუნდში. გვსურს, გაგვაჩნდეს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სიმბიოზი.

სეზონის ბოლო თამაშში, რომელიც გორის "დილას" საკმაოდ გამოცდილ გუნდს მოვუგეთ, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ დაამტკიცა, რომ ისინი იმსახურებენ ძირითად გუნდში თამაშს.

გუნდს ახალი სეზონიდან რამდენიმე ახალი სახე ნამდვილად ეყოლება, რადგან ვიცით ის სისუსტეები, სადაც აშკარა გაძლიერება გვესაჭიროება. მთავარი მწვრთნელი თავის გუნდთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ვმუშაობთ ჩვენც და ის, რაც აუცილებელია "ტორპედოს" წინსვლისთვის, ჩვენ არასოდეს დავიხევთ უკან.

მოკლედ, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ გუნდმა იმ 7-წლიანი პაუზის შემდეგ ღირსეულად იასპარეზოს ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე.

- თქვენმა სახელმა არაერთხელ გაიჟღერა სამტრედიის საფეხბურთო კლუბთან მიმართებაში. რამდენად სერიოზულია თქვენი დაინტერესება ამ გუნდისადმი და რას ითვალისწინებს ეს დაინტერესება?

- იცით, რომ "ვისოლი-ჯგუფი" ძალიან აქტიურია სპორტის მიმართულებით. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოვკიდეთ ხელი მიხეილ მესხის სახელობის ბავშვთა სკოლა "ავაზას", რომელიც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შექმნა წარმატებული სკოლა; ასევე, პირველად 50-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში პირველი ველოდრომი ავაშენეთ.

ამას გარდა, გვაქვს 2 საწვრთნელი ბაზა თბილისში, აქტიურად ვართ ჩართულები რაგბის განვითარებაში და ისეთი საფეხბურთო ტრადიციის ქალაქში, როგორიც სამტრედიაა, კვლავ აღორძინდეს ქართული ფეხბურთი.

ჩვენ დღეს ვიღებთ მონაწილეობას მხოლოდ სამტრედიის ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებაში. ეს გულისხმობს სტადიონის განახლებას, მოედნის გამოჯანსაღებას, სარწყავი სისტემის შექმნას, ტრიბუნების გამოცვლას.

ჩვენ ვისაუბრეთ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობასთან და მათ აქვთ იმის სურვილი, რომ გუნდმა ჯერ პირველში, მერე კი უმაღლეს ლიგაში დაიკავოს საპატიო ადგილი.

- რაც შეეხება სამტრედიული კლუბის წევრთა მატერიალურ დაფინანსებას, ამ საქმეს ისევ გამგეობა მიხედავს?

- ჩვენი მხრიდან რასაც ვაპირებთ, ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების მხრივ, ეს კლუბზე დახმარებაა. მომავალში კლუბთან არც სხვა ტიპის თანამშრომლობას გამოვრიცხავ, თუმცა, დღეს ჩვენ ამას არ განვიხილავთ.

fctorpedo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა