ბილეკმა განაცხადი შეცვალა და პუდილი თამაშგარეში დატოვა
ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხალ ბილეკს, რომელმაც გასული კვირის ბოლოს ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა, ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო სია გამოქვეყნებული ჰქონდა, მაგრამ 28 მაისს ერთი ფეხბურთელი შეცვალა: 23-კაციანი სიიდან მან დანიელ პუდილი ამოაგდო და მის ნაცვლად პოლონეთსა და უკრაინაში ვლადიმირ დარიდა მიჰყავს.

ეს უკანასკნელი, რომელიც პლზენის "ვიქტორიას" ღირსებას იცავს, ნაკრებთან ერთად მხოლოდ იმიტომ იყო, რომ თუ ტომაშ როსიცკი ევროპის ჩემპიონატამდე ვერ გამოჯანმრთელდებოდა, გამოცდილი გამთამაშებელი სწორედ დარიდას უნდა ჩაენაცვლებინა.

მაგრამ 21 წლის ნახევარმცველმა ბილეკს თავი იმდენად მოაწონა, რომ ჩეხეთის ნაკრების თავკაცმა მის სასარგებლოდ სიიდან პუდილი ამოაგდო. ბილეკმა ეს გადაწყვეტილება ისრაელთან ამხანაგური მატჩის შემდეგ მიიღო, რომელიც ჩეხებმა 2:1 მოიგეს და რომელშიც დარიდამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"მივხვდი, რომ ეს ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე მჭირდება. პუდილის გამო კი გული ძალიან მწყდება," - განაცხადა ბილეკმა.

აღსანიშნავია, რომ პუდილს ხელის ტრავმა აწუხებს და ევრო 2012-ზე მისი ასპარეზობა ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დამდგარი. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩეხები ამხანაგურ მატჩებს რუსეთთან და უნგრეთთან გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა