ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შავი ზღვის დაბრუნება

შავი ზღვის დაბრუნება

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ქართული სუმოს პიონერმა კოკაიმ ძველი დრო გაიხსენა და კვლავაც მოწინავე სუმოისტთა მარაქაში გაერია.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ქართული სუმოს პიონერმა კოკაიმ ძველი დრო გაიხსენა და კვლავაც მოწინავე სუმოისტთა მარაქაში გაერია. გუშინ შემოდგომის ბაშოზე "შავ ზღვად" წოდებულმა ლევან ცაგურიამ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. კოკაის საქმე მეტოქის ტრავმამ გაუიოლა - წინა დღეს "თეთრ ცხენად" წოდებული მონღოლი ჰაკუბა ბრძოლისას დაშავდა და ქართველის წინააღმდეგ შეხვეული მუხლით გამოვიდა. ლევანმა იოლად დააბზრიალა მსუბუქი (124 კგ) "თეთრი ცხენი" და მაყურებელთა დარბაზში მოისროლა. 29 წლის კოკაიმ კარიერაში 391-ე გამარჯვება მოიპოვა. კოკაის 7-2 ბალანსი აქვს, ერთი მოგებაც და, კაჩი კოშის (დადებითი ბალანსი) გაინაღდებს. აღსანიშნავია, რომ, რაც უმაღლესის საგზური მოიპოვა (2003 წლის ნოემბერში), ერთხელაც არ გავარდნილა ელიტიდან. ამით კი ბევრი სუმოისტი ვერ დაიკვეხნის...

დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ბაშოზე მეოთხედ წააგო, დაჯახების შემდეგ მან ჰიდარი იუცოს დგომში იჭიდავა, რაც ცაცია ტოჩინოშინს ხელს არ აძლევდა, ამიტომაც მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუმ იოლად განდევნა იორიკირის ილეთით. ლევანის ბალანსი 5-4-ია. ასეთივე სატურნირო მდგომარეობა აქვს ელიტის უმძიმეს რიკიში გაგამარუსაც (თეიმურაზ ჯუღელი), მან დოჰიოდან დარბაზში კორეელი კასუგაო გადააგდო. ეს გაგამარუსთვის კარიერის მე-10 გამარჯვება იყო უმაღლეს დივიზიონში.

დიდი მონღოლი ჰაკუჰო ბაშოზე სასწაულებს სჩადის. რაც სუმოდან მისი თანამემამულე ასაშორიუ წავიდა, ჰაკუჰოს კონკურენტი აღარ ჰყავს, იანვრის მერე მას არ წაუგია - ულანბატორელმა ფალავანმა ზედიზედ 56 ორთაბრძოლა მოიგო. ბოლოს "თეთრმა ფასკუნჯმა" ტოკუსეგავა შებოჭა და შეეცადა, სუმოს ყველაზე ლამაზი ილეთი - იობიმოდოში - შეესრულებინა, მაგრამ ტოკუსეგავამ თავი დაიცვა და ჰაკუჰო "მხოლოდ" უვატენაგეთი დაკმაყოფილდა. იობიმოდოშის მხოლოდ მაშინ ასრულებენ, როცა მეტოქესთან დიდი უპირატესობა აქვთ, ჰაკუჰოს ამ ილეთით სურდა პატივი მიეგო სუმოს ისტორიაში 45-ე იოკოძუნა ვაკანოჰანასთვის, რომელიც წინა დღეს 83 წლისა გარდაიცვალა. იობიმოდოში უფროსი ვაკანოჰანას (იყო სხვა ვაკანოჰანაც) საყვარელი ილეთი იყო...

ჰაკუჰო ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რადგან ბულგარელმა ოძეკი კოტოოშუმ წააგო. მას "მატადორი" ამინიშიკი მოერია. არადა, წინა დღეს სწორედ ამინიშიკის აჯობა კოკაიმ.

ეს ამინიშიკია (6-3) ტოჩინოშინის მომავალი მეტოქე. ქართველისა და იაპონელის ურთიერთშეხვედრებში 3:3-ია. კოკაის მოწინააღმდეგე მონღოლი ასასეკირიუ (5-4) იქნება. კოკაიმ 5-ჯერ აჯობა მას, მაგრამ 7-ჯერ დამარცხდა კიდეც. გაგამარუს მეტოქე კი ძურიოს დივიზიონის სუმოისტი ვაკატენრო (4-5) იქნება, რომელიც ერთი დღით მაკუუჩიში იჭიდავებს. გაგამარუ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბაშოზე შეხვდა ვაკატენროს და ოშიდაშით მოუგო.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

IX დღე: ჰაკუჰო-ტოკუსეგავა (უვატენაგე), ტოჩიოძანი-ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), ამინიშიკი-კოტოოშუ (უვატენაგე), კაიო-ბარუტო (ოკურიდაში), არანი-ვაკანოსატო (ოშიდაში), კისენოსატო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ჰომაშო-კაკურიუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), მოკონამი-კიოკუტენჰო (იორიკირი), კოკაი-ჰაკუბა (ოკურიტაოში), ასასეკირიუ-კიმურაიამა (იორიკირი), კიტატაიკი-იოშიკაძე (ოშიდაში), ტოსაიუტაკა-კორიუ (ოშიდაში), ჰოკუტორიკი-სოკოკურაი (ოშიდაში), ტოჩინონადა-შიმოტორი (იორიკირი), კოტოკასუგა-კიოკუნანაკაი (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-კაკიძოე (ჰატაკიკომი), გაგამარუ-კასუგაო (ოშიტაოში), ტამავაში-მიაბიამა (ჰიკიოტოში), ტოიოძაკურა-ტოსანოუმი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)

8-1: კოტოოშუ (ოძეკი)

7-2: ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), კოკაი (მაეგაშირა 8), იოშიკაძე (მ 11), ტაკეკაძე (მ 12).

6-3: კოტოშოგიკუ (მ 3), ამინიშიკი (მ 4), კიმურაიამა (მ 9), ტოჩინონადა (მ 14), ტამავაში (მ 14)... 5-4: ტოჩინოშინი (მ 2), გაგამარუ (მ 15).

X დღე: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, კაიო-კოტოოშუ, ბარუტო-კიოკუტენჰო, ჰარუმაფუჯი-ტოკუსეგავა, არანი-ჰომაშო, კაკურიუ-კისენოსატო, ტოკიტენკუ-ვაკანოსატო, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ტაკამისაკარი, ჰაკუბა-ტოსაიუტაკა, კოკაი-ასასეკირიუ, მოკონამი-კიმურაიამა, კიტატაიკი-ტაკეკაძე, ბუშუიამა-კორიუ, შიმოტორი-ტოსანოუმი, ჰოკუტორიკი-კასუგაო, იოშიკაძე-ტოჩინონადა, კოტოკასუგა-სოკოკურაი, ტამავაში-კაკიძოე, გაგამარუ-ვაკატენრო, კიოკუნანკაი-ტოიოძაკურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს