წარსულში ცნობილი მოკრივე, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჯონი ტაპია ალბუკერკში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს
წარსულში ცნობილი მოკრივე, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჯონი ტაპია ალბუკერკში (ნიუ-მექსიკოს შტატი) საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს. ის 45 წლის იყო. მას სხეულზე ამოსვირინგებული ჰქონდა წარწერა - Mi Vida Loca, რაც ყველაზე კარგად ასახავს მის განვლილ ცხოვრებას.

როგორც პოლიცია იტყობინება, მოკრივის ცხედარი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა აღმოაჩინა. "ის ხშირად იყო სიკვდილთან ერთ ნაბიჯში, - განაცხადა ყოფილმა სპორტულმა მიმომხილველმა და ტაპიას ძველმა მეგობარმა დენის ლატამ. - მახსოვს, ლას ვეგასში რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო.

არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ეს ყველაფერი რთული დასაჯერებელია. მეგონა, რომ მას ვერაფერი დაამარცხებდა".

ჯონი ტაპია 45 წლის იყო. ის ნიუ-მექსიკოში 1967 წელს დაიბადა. ხუთგზის ჩემპიონის ცხოვრებისეული გზა სავსე იყო ტრაგიკული მოვლენებით. მამა დაბადებამდე დაკარგა, რვა წლის ასაკში კი დედამისი მოიტაცეს.

ბოროტმოქმედებმა გაუპატიურებული და დაჭრილი ქალი გზაზე დააგდეს.

ვირჯინიამ 100 მეტრი ხოხვით გაიარა, სანამ პოლიციამ არ იპოვნა და საავადმყოფოში არ გადაიყვანა. ოთხი დღის შემდეგ ის გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ამან ტაპიას ცხოვრებას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. მოკრივე მთელი ცხოვრება დეპრესიის გამო იტანჯებოდა.

ჯონიმ კრივში ვარჯიში 9 წლის ასაკში დაიწყო. 1983 და 1988 წლებში მან უმჩატეს წონაში "ოქროს ხელთათმანის" ტურნირი მოიგო, 1990 წელს აშშ-ის ჩემპიონი გახდა, თუმცა მალე კოკაინის მიღებისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო.

კრივში დაბრუნების შემდეგ, 1994 წელს, კოკაინთან დაკავშირებულ მორიგ სკანდალში გაეხვა - მის ჩანთაში ნარკოტიკები აღმოაჩინეს.

ტაპიამ პირველი საჩემპიონო ქამარი 1995 წელს დაიმსახურა - ქულებით დაამარცხა მეორე უმჩატეს წონაში WBO-ს ჩემპიონი ხოსე რაფაელ სოსა. ის ამ ტიტულს 1998 წლამდე ინარჩუნებდა, სანამ წონის შეცვლა არ გადაწყვიტა.

1997 წლის ივლისში ჯონიმ ქულებით მოუგო მეორე უმჩატეს წონაში IBF-ის ჩემპიონს დენი რომეროს, 1998 წლის დეკემბერში კი უმჩატეს წონაში WBA-ს ჩემპიონი ნან კონადი დაამარცხა. მაგრამ უკვე 1999 წელს დაკარგა WBA-ს ქამარი, როცა პროფესიულ რინგზე კარიერაში პირველი მარცხი იწვნია. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალმა "რინგმა" პაულ აიალასთან შეხვედრა "წლის ბრძოლად" მონათლა.

ამ მარცხიდან ცოტა ხნის შემდეგ ტაპიამ თავის მოკვლა სცადა - ნარკოტიკების ზედმეტი დოზა მიიღო, მაგრამ ექიმებმა მალე დააყენეს ფეხზე და 2000 წელს WBO-ს ტიტული მოიპოვა.

2007 წლის 17 იანვარს ტაპიამ განაცხადა, რომ 23 თებერვალს ბოლო ბრძოლას ჩაატარებდა კარიერაში, მისი მეტოქე კი ილიდო ჰული იქნებოდა. ჯონიმ დანაპირები აასრულა და მოიგო, მაგრამ კრივიდან არ წასულა.

იმავე წლის 12 მარტს, ნარკოტიკების მორიგი ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ, საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. მომდევნო დღეს კი ავტოავარიაში დაიღუპნენ მოკრივის სიძე და ახლო ნათესავი, რის გამოც ტაპიას მდგომარეობა გაუარესდა.

ორი წლის შემდეგ ჯონი ციხეში აღმოჩნდა იმის გამო, რომ პირობითი განთავისუფლების წესები დაარღვია. 2011 წლის ივნისში ტაპიამ კარიერაში ბოლო ბრძოლა ჩაატარა კოლუმბიელი მაურისიო პასტრანას წინააღმდეგ. მან მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მას სხეულზე უამრავი სვირინგი ჰქონდა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა - Mi Vida Loca ("ჩემი არანორმალური ცხოვრება").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა