კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - საბერძნეთის რალი გაიმართა
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - საბერძნეთის რალი გაიმართა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა მისთვის ჩვეულ პირველ ადგილზე დაასრულა ეს სტარტი.

ლეგენდარული ფრანგის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია. ბოლო დღის წინ მხოლოდ პეტერ სოლბერგს ჰქონდა ლოებთან ბრძოლის შანსი, მაგრამ ნორვეგიელმა ძალიან მოინდომა და ავარიაში მოხვდა, რამაც ბრძოლის შეწყვეტა აიძულა.

ამის შემდეგ ტოპ-ათეულში დროში სხვაობები იმდენად დიდი იყო, რომ პილოტებს შორის პაექრობას აზრი არ ჰქონდა.

ერთ-ერთმა სპეცმონაკვეთმა ლოებს შეუქმნა პრობლემები: სებასტიანის მანქანაზე ერთი საბურავი გამოვიდა მწყობრიდან და თითქმის ორი წუთი დაიკარგა. თუმცა ფრანგის ლიდერობაზე ამას არ უმოქმედია: მიკო ჰირვონენთან უპირატესობა ორი წუთიდან 40 წამამდე შემცირდა, ეს იყო და ეს.

ამასობაში იარი-მატი ლატვალამ ორი სპეცმონაკვეთი მოიგო და საბოლოოდ დამკვიდრდა მესამე ადგილზე.

ლოებმა ქულათა მაქსიმუმი (28) მოიპოვა და კარიერაში 71-ე ეტაპი მოიგო, საბერძნეთში კი მესამედ მივიდა პირველი ფინიშთან. ამით ფრანგი გაუტოლდა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან მიკი ბიაზონი, ვალტერ რიორლი და კარლოს საინსი.

ექვსი ეტაპის შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციას დამაჯერებლად ლიდერობენ "სიტროენის" საქარხნო გუნდის წევრები - ლოები 30 ქულით უსწრებს ჰირვონენს, "ფორდიდან" უახლოესი მდევარი კი ფრანგს 39 ქულით ჩამორჩება; თანაც, ეს არა სოლბერგი ან ლატვალა, არამედ კერძო გუნდის წარმომადგენელი ოსტბერგი გახლავთ. რაც შეეხებათ სოლბერგსა და ლატვალას, ისინი მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან. ამასთან, იარი-მატის ლიდერზე თითქმის სამჯერ ნაკლები ქულა აქვს.

VI ეტაპი. საბერძნეთის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:42.03,3; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +40,0; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +3.04,8; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +6.16,4; 5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +7.46,5; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, "სიტროენი") - +9.41,4; 7. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - +12.59,9; 8. იაზიდ ალ-რაჯი (ს. აფრიკა, "ფორდი") - +20.12,2...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 119 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 89; 3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 80; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 73; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 45; 6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 43; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 36; 8. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - 23; 9. ტიერი ნოივილი (ბელგია, "სიტროენი") - 22; 10. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - 22.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად