დევისის თასზე ნახევარფინალების გარდა, მსოფლიოს ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი ოფის რვა შეხვედრაც გაიმართა. ელიტაში ბოლო ადგილები ამერიკელებმა და ბელგიელებმა მოიპოვეს. აშშ-მ სტუმრად კოლუმბია დაამარცხა, ბელგიამ კი უმაღლეს დივიზიონში ავსტრალია არ შეუშვა.

დევისის თასზე ნახევარფინალების გარდა, მსოფლიოს ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი ოფის რვა შეხვედრაც გაიმართა. ელიტაში ბოლო ადგილები ამერიკელებმა და ბელგიელებმა მოიპოვეს. აშშ-მ სტუმრად კოლუმბია დაამარცხა, ბელგიამ კი უმაღლეს დივიზიონში ავსტრალია არ შეუშვა.

ამერიკას დევისის თასზე ბოლოჯერ გაუძღვა კაპიტანი პატრიკ მაკინროი. ჩოგბურთელებმაც არ გააწბილეს მწვრთნელი - მარდი ფიშის, სემ კუერისა და ჯონ ისნერის მონდომებით აშშ-მ კოლუმბიამ 3:1 მოუგო.

ავსტრალია და ბელგია თავიანთ შეხვედრას ორშაბათს ასრულებდნენ. ამ მატჩში მოვლენები დრამატულად განვითარდა. წყვილთა მატჩის შემდეგ ავსტრალიელები 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ უდროო დროს მიიღო ტრავმა ლეიონ ჰიუიტმა. მასპინძელთა ლიდერმა ვეღარ შეძლო კორტზე გასვლა და ბელგიამ ინიციატივა მოიპოვა. გადამწყვეტი ქულა ევროპელებს სტივ დარცისმა მოუტანა. მსოფლიოს 150-ე ნომერმა კარსტენ ბოლმა ვერ შეძლო ჰიუიტის ღირსეულად შეცვლა და ყველა კომპონენტში წააგო დარცისთან. ამ მატჩამდე სტუმარმა ოლივიე როხუსმა პეტერ ლუჩაკი დაამარცხა.

რაც შეეხება ჰიუიტს, ექიმების წინასწარი ვარაუდით უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი სამი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

პლეი ოფის მატჩების შედეგები ასეთია:

ისრაელი-ავსტრია 2:3

კოლუმბია-აშშ 1:3

გერმანია-ს. აფრიკა 5:0

შვედეთი-იტალია 3:2

ინდოეთი-ბრაზილია 3:2

ავსტრალია-ბელგია 2:3

ყაზახეთი-შვეიცარია 5:0

რუმინეთი-ეკვადორი 5:0

მაშ ასე, 2011 წელს მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს ავსტრიამ, აშშ-მ, გერმანიამ, შვედეთმა, ინდოეთმა, ბელგიამ, ყაზახეთმა და რუმინეთმა. მათ ელიტურ დივიზიონში დაემატებიან წლევანდელი გათამაშების მეოთხედფინალისტები - ესპანეთი, საფრანგეთი, არგენტინა, ხორვატია, სერბეთი, ჩილე, ჩეხეთი და რუსეთი.

გუშინ გამოქვეყნდა დევისის თასის ახალი რეიტინგი, რომლის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება (ფრჩხილებში მითითებულია წინა კლასიფიკაციის ნომერი): 1(1). ესპანეთი - 34056,26 ქულა; 2(2). ჩეხეთი - 19094,06; 3(3). არგენტინა - 15800; 4(6). სერბეთი - 15134,38; 5(7). საფრანგეთი - 14952,5; 6(5). აშშ - 13572,5; 7(4). რუსეთი - 12000; 8(9). ხორვატია - 6367,5; 9(8). ისრაელი - 6042,81; 10(10). გერმანია - 5288,13...

მომავალი წლის გათამაშების წილისყრა 22 სექტემბერს გაიმართება. სხვათა შორის, განთესვის ნომრები რეიტინგში ნაკრებთა პოზიციებს არ ემთხვევა. პირველ და მეორე ნომრებად 2010 წლის ფინალისტები - სერბეთი და საფრანგეთი არიან განთესილები. შემდეგ მოდიან - ესპანეთი (3), ჩეხეთი (4), არგენტინა (5), აშშ (6), რუსეთი (7) და ხორვატია (8). განუთესავები არიან: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ინდოეთი, ყაზახეთი, რუმინეთი, ჩილე და შვედეთი.

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ალბერტ კოსტა მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს თავის გუნდს დევისის თასზე.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ესპანელები მოქმედი ჩემპიონის რანგში უკვე მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ბრძოლას, ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციამ როლან გაროსის ყოფილ ჩემპიონთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

"საფრანგეთის ნაკრებთან მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, ჩვენი გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. ხვალ მომავალ გათამაშებაში პირველი მეტოქის ვინაობას შევიტყობთ და დარწმუნებული ვარ, ისევ შევძლებთ ტიტულისთვის ბრძოლას", - განაცხადა კოსტამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა