აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩის ფავორიტი აშკარა იყო
აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩის ფავორიტი აშკარა იყო. ნაკლებად სჯეროდათ, რომ ორ დღეში "ბოსტონი" მოასწრებდა ფლორიდაში ღირსეული სტუმრობისთვის მომზადებას.

ვარაუდი პირველივე წუთებიდან გამართლდა. ლებრონ ჯეიმსმა და თანაგუნდელებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და საწყისი მეოთხედის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ორნიშნა უპირატესობას მიაღწიეს.

ამასთან, 12 წუთში 11 ქულა ლებრონმა დააგროვა. თავის მხრივ, რაჟონ რონდოს ამავე დროში ოთხი შეცდომა ჰქონდა. თუმცა შემდეგ "ბოსტონის" გამთამაშებელმა გამოასწორა თამაში და შეცდომა აღარ დაუშვია.

ცუდი ნიშანი იყო "ბოსტონის" სრული უუნარობა მეტოქის მოედანზე, რისი ერთ-ერთი მიზეზი "მაიამის" დაცვაში შესანიშნავი თამაში გახლდათ. ერთ მეოთხედში 11 ქულის მოგროვება "სელტიქსის" დონის გუნდისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

სტუმრებმა ამ ნაკლის გამოსწორება მეორე მეოთხედში დაიწყეს. ამ 12-წუთეულში რამდენიმე საგულისხმო ამბავი მოხდა.

მაგალითად, ტექნიკური ჯარიმები მიიღეს "ბოსტონის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა და ამ გუნდის ორმა მოთამაშემ.

გარდა ამისა, სწორედ ამ მეოთხედში ჩააგდო ერთადერთი ბურთი რეი ალენმა. ვეტერანმა მორიგი არადამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და თამაშიდან შვიდჯერ ნასროლი მხოლოდ ერთხელ მოათავსა კალათში. ასევე არასტაბილური იყო პოლ პირსი.

თავისი ორი სამქულიანი "კელტების" ლიდერმა მეორე მეოთხედში ჩააგდო. მისი მეორე შორეული ტყორცნით ანგარიში გათანაბრდა. 46:46 - გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ და დაძაბული მატჩის იმედი დაუტოვეს მაყურებელს.

"ბოსტონმა" მეორე მეოთხედში 35 ქულა დააგროვა, რაც კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი იყო, რადგან აქამდე ერიკ სპოელსტრას გუნდს არცერთი მეტოქისთვის არ მიუცია მეოთხედში 30 ქულის დაგროვების საშუალება.

მაგრამ მეორე 12-წუთეულში სტუმრების აქტიურობა დროებითი გამონათება აღმოჩნდა - მცირეხნიანი და ნაკლებად ეფექტური. თანაბარი ანგარიში მხოლოდ მესამე მეოთხედის დასაწყისში შენარჩუნდა - 50:50.

ამის შემდეგ "ჰიტი" მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას, როგორც ყოველთვის, დუეინ უეიდისა და ჯეიმსის დუეტის წყალობით.

"ფლეშმა" ბევრი რთული ბურთი მოათავსა კალათში და რამდენიმე ლამაზი გარღვევაც დაუმატა. თავის მხრივ, ლებრონმა მეტოქის ფარზე აქტიურობისა (ის პლეი ოფში დაგროვილი ქულების რაოდენობით 22-ე ადგილზე გადავიდა) და მორიგი ორმაგი დუბლის გარდა, დაცვაში თამაშით გამოიჩინა თავი.

მასთან პაექრობაში პირსმა 18-იდან მხოლოდ ხუთი ბურთი მოახვედრა მიზანში, მაგრამ ყველაზე კარგად ამ დაპირისპირებას ახასიათებს ერთი სტატისტიკური მონაცემი - პირსი ერთხელაც არ დამდგარა საჯარიმოების ხაზზე, არადა, წინა სამ მატჩში პოლმა 25 თავისუფალი ტყორცნა შეასრულა.

ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სამი წუთით ადრე "მაიამი" 17 ქულით იგებდა და, პრაქტიკულად, მოხსნა დღის წესრიგიდან გამარჯვებულის საკითხი. ამასთან, დაცვაც ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო, რაზეც ჯამში შესრულებული 11 დაფარება ლაპარაკობს. ეს საკლუბო რეკორდი გახლავთ მიმდინარე პლეი ოფში.

გარდა ამისა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ სამწამიან ზონაში. მოხსნების შეფარდება იყო - 48:33. ასეთი ტემპებით "მაიამიში" კრის ბოშის არსებობაც მალე დაავიწყდებათ.

სხვათა შორის, ეს უკანასკნელი უკვე ვარჯიშობს, მაგრამ მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა სპოელსტრამ განაცხადა, რომ კმაყოფილია თავისი შეგირდის აღდგენის ტემპებით.

რაც შეეხება "ბოსტონს", ამ გუნდში სასწრაფოდ უნდა "გამოიღვიძონ" ლიდერებმა. იმ თამაშით, რომელიც პირსმა და ალენმა აჩვენეს, კონფერენციის ფინალში მათ არაფერი ესაქმებათ. წამყვანი კალათბურთელების ამდენი შეცდომის გათვალისწინებით, გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ "სელტიქსი" მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა წინ.

მაიამი-ბოსტონი 93:79

21:11, 25:35, 26:15, 21:18

მ: ჯეიმსი (32+13 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), უეიდი (22+7 პასი+2 დაფარება), ბატიე (10+10 მოხსნა+2 დაფარება), ჩელმერსი (9+5 მოხსნა+4 პასი), მილერი (8), ტურიაფი (4+5 მოხსნა), ენტონი (3+6 მოხსნა+2 დაფარება), ჯონსი (3), ჰოვარდი (2).

ბ: გარნეტი (23+10 მოხსნა), რონდო (16+9 მოხსნა+7 პასი), პირსი (12+3 პასი), ბასი (8), ალენი (6+5 მოხსნა), სტიმსმა (6), დულინგი (3), დენიელსი (2), ჰოლინზი (2), პიეტრუსი (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/39.5), სამქულიანები (20/28.6), საჯარიმოები (69.6/52.4).

სერია: 1-0.

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება