ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი სენსაცია სერენა უილიამსისგან

დიდი სენსაცია სერენა უილიამსისგან

როლან გაროსი. III დღე

როლან გაროსზე პირველი სენსაცია მოხდა. აქამდე ამერიკელ სერენა უილიამსს "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველ წრეში არასოდეს წაეგო შეხვედრა.

ეს სერია ზედიზედ 46 (!) ტურნირს ითვლიდა და გუშინ ამერიკელმა იმისგან მიიღო დარტყმა, ვისგანაც ამას არავითარ შემთხვევაში არ ელოდა. სენსაციის ავტორი ფრანგი ვირჟინ რაზანო გახდა, ვისზეც დიდი ხანი არაფერი გვსმენია. ის ამ ტურნირს 111-ე ჩოგანის რანგში შეხვდა.

ეს იყო უაღრესად დაძაბული და დრამატული მატჩი. "დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონი, რომელსაც წელს გრუნტზე 17-იდან 17 მატჩი ჰქონდა მოგებული, ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. პირველ სეტში მან 3:4-ზე ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 6:4 მოიგო.

მეორეში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ სერენა 5:1 დაწინაურდა. სწორედ აქ მოახდინა რაზანომ პირველი სასწაული, როცა ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და მე-13 გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

სწორედ ტაი-ბრეიკზე 1:5-იდან მოიშალა უილიამსის თამაში. აქედან მოყოლებული, სერენამ მომდევნო 24 გათამაშებიდან 22 წააგო და მესამე სეტში 1:5 ჩამორჩა. ამერიკელმა თამაშის გადარჩენა სცადა, ზედიზედ ორი გეიმი აიღო და აქ დადგა კულმინაციური მომენტი. 5:3-ზე მეცხრე გეიმი 23 (!) წუთი გაგრძელდა, 13-ჯერ დაფიქსირდა "თანაბარი", რაზანომ შვიდი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ბოლოს, მერვე ცდაზე მიაღწია საწადელს - 6:4, 6:7(5), 6:3.

შარაპოვა მთავარი ფავორიტია

როლან გაროსის სტარტზე ბევრ ფავორიტს შეექმნა პრობლემა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ 6:7, 0:4-იდან გადაარჩინა ალბერტა ბრიანტისთან შეხვედრა. სერენა უილიამსი საერთოდ გამოეთიშა ტურნირს.

შესაბამისად, 29 მაისს ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ამ ეტაპზე საფრანგეთის ღია პირველობის მთავარ ფავორიტად შეიძლება რუსი მარია შარაპოვა მივიჩნიოთ.

მსოფლიოს მეორე ჩოგანს მხოლოდ 48 წუთი დასჭირდა ახალგაზრდა რუმინელის, კლასიფიკაციის 78-ე ნომრის, ალექსანდრა კადანტუს დასამარცხებლად. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია - 6:0, 6:0.

საინტერესო იყო ამ მატჩის სტატისტიკა: შარაპოვას პირველი მოწოდების გამოყენების 83 პროცენტი ჰქონდა, კადანტუს - 32, მეორე მოწოდებაზე ანალოგიური მაჩვენებლები: 50%-9%, მარიას 18 "ვინერსი" ჰქონდა, რუმინელს არცერთი (!) ქულა აუღია საკუთარი დარტყმებით... ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთი თამაშით კადანტუმ მაინც მოახერხა სამი ბრეიკ-პოინტის მოპოვება, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა. შარაპოვას ანგარიშზე კი ექვსი ბრეიკი მოდის.

რუსისთვის ეს არის კარიერაში მეოთხე "მშრალი" ანგარიშით მოგებული მატჩი. ის აქამდე მხოლოდ ამერიკელ ჩოგბურთელებს ანადგურებდა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2005 წელს ინდიან უელსში ცნობილი ლინდსი დავენპორტის წინააღმდეგ 6:0, 6:0 მოგებული შეხვედრა იყო.

შარაპოვამ თავისი კარგი ფორმა 10 დღის წინ რომის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მოგებით დაამტკიცა, ახლა კი დამაჯერებელი სტარტი აიღო როლან გაროსზე. სხვათა შორის, ეს ერთადერთი ტურნირია, რომელიც მარიას არასოდეს მოუგია (არც ფინალში ყოფილა). ვნახოთ, წელს შეძლებს თუ არა ის კარიერული სლემის მოგებას.

კვიტოვამ კარგად დაიწყო

ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა ფორმაში შეხვდა როლან გაროსს კიდევ ერთი ფავორიტი, ჩეხი პეტრა კვიტოვა. შარშანდელი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ კვიტოვას წელს ჯერ ტურნირი არ მოუგია. ეს ჩოგბურთელი უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონია და საინტერესოა, რომ გუშინ ის ხვდებოდა ასევე უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონს, ოღონდ იუნიორთა შორის.

ეს გახლავთ 16 წლის ეშლი ბარტი, რომელიც ვერ გამოდგებოდა ჩეხის სათამაშო ფორმის შესაფასებლად.

პირველ სეტი ბარტიმ გახსნა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო. მეორე სეტში კი მან ბრეიკიც გააკეთა, მაგრამ ამჯერადაც განადგურდა - 1:6, 2:6.

ერთით მეტი გეიმის ჩატარება დასჭირდა ბოლო ორი როლან გაროსის ფინალისტს (და შარშანწინდელ ჩემპიონს) ფრანჩესკა სკიავონეს, რომელიც ქალთა ტურის ყველაზე ასაკოვან წევრს, 41 წლის კიმიკო დატეს ხვდებოდა. იაპონელს საფრანგეთის ღია პირველობაზე დებიუტი 1989 წელს ჰქონდა და 1995 წელს ნახევარფინალში გააღწია. გუშინ კი დატეს შანსი არ ჰქონდა - 3:6, 1:6.

I წრე

ქალები

ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 14)-კიმიკო დატე (იაპ) 6:3, 6:1; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 3:6, 6:0, 6:3; ურსულა რადვანსკა (პოლ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:4, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ეშლი ბარტი (ავსტრა) 6:1, 6:2; ვირჟინ რაზანო (საფ)-სერენა უილიამსი (აშშ, 5) 4:6, 7:6(5), 6:3; არანჩა რუსი (ჰოლ)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:4, 6:3; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:2, 6:4; იულია გორგესი (გერ, 25)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 7:6(1), 6:4; კაია კანეპი (ესტ, 23)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 6:3, 6:3; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-არავან რეზაი (საფ) 7:5, 5:7, 6:2; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა)-მაგდელენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:3, 4:1 უარი; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:0, 6:1; მარია კირილენკო (რუს, 16)-ვიქტორია ლარიერი (საფ) 6:1, 6:2; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:2, 6:1; მელინა ჩინკი (უნგ)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 6:1, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 22)-გრეტა არნი (უნგ) 6:4, 6:4; შუაი პენგი (ჩინ, 28)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:4, 6:3; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 7:5, 7:5; აიუმი მორიტა (იაპ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 3:6, 6:4, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ალექსანდრა კადანტუ (რუმ) 6:0, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა