რიგით მეშვიდე ტიტულისკენ პირველი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა რაფაელ ნადალმა
მამაკაცებს შორის ყველაფერი კანონზომიერად მიმდინარეობს - აქ ჯერჯერობით სენსაციები არ ხდება და ფავორიტებიც უდანაკარგოდ მიიწევენ წინ.

საფრანგეთის ღიაზე რიგით მეშვიდე ტიტულისკენ პირველი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა რაფაელ ნადალმა. მან ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა მსოფლიოს 111-ე ჩოგანის, იტალიელი სიმონე ბოლელის წინააღმდეგ.

ესპანელმა მხოლოდ 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ჯამში ხუთი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის - 6:2, 6:2, 6:1. ნადალმა როლან გაროსზე 46-ე მატჩი მოიგო, წაგება კი კვლავინდებურად ერთი აქვს - 2009 წელს ისტორიული მატჩი რობინ სიოდერლინგმა მოიგო.

ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა როლან გაროსის წინ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის, ბრიტანელი ენდი მიურეის სათამაშო ფორმა. მან აშკარად ჩააგდო წლევანდელი გრუნტის სეზონი, ტრავმებმაც შეაწუხეს და ტურნირის წინ ლეგენდარულმა გერმანელმა ბორის ბეკერმა ენდის პარიზში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.

ამიტომაც გუშინ ბევრს აინტერესებდა მიურეის მატჩი როლან გაროსის დებიუტანტთან, იაპონელ ტაცუმა იტოსთან. ბრიტანელს, რომელმაც შარშან აქ ნახევარფინალამდე მიაღწია, მოწოდების მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა.

საათსა და 35 წუთში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:1, 7:5, 6:0. შემდეგ წრეში ენდი ფინელ იარკო ნიემინენს შეხვდება.

I წრე

კაცები

დავიდ ფერერი (ესპ, 6)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 6:4, 6:1; ბენუა პერი (საფ)-ალბერტ რამოსი (ესპ) 7:6(3), 6:4, 6:7(5), 6:3; რობინ ჰაასე (ჰოლ)-ივან დოდიგი (ხორ) 6:2, 6:2, 6:1; მიხაილ იუჟნი (რუს, 27)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:2, 6:1, 6:2; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 16) 6:7(4), 6:4, 7:6(4), 3:6, 6:3; ტომი ჰაასი (გერ)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:3, 0:6, 6:4, 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-დონალდ იანგი (აშშ) 7:6(3), 6:1, 6:1; რიშარ გასკე (საფ, 17)-იურგენ ზოპი (ესტ) 6:3, 6:4, 7:6(4); იარკო ნიემინენი (ფინ)-იგორ ანდრეევი (რუს) 3:6, 6:2, 2:1 უარი; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ტაცუმა იტო (იაპ) 6:1, 7:5, 6:0; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-სემ კუერი (აშშ) 2:6, 6:4, 7:6(3), 6:3; ჟერემი შარდი (საფ)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:4, 6:1, 6:7(3), 3:6, 11:9; დმიტრი ტურსუნოვი (რუს)-გო სოედა (იაპ) 6:1, 6:4, 6:4; ჟულიან ბენეტო (საფ, 29)-მიშა ზვერევი (გერ) 6:2, 6:7(3), 6:4, 6:4; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 6:3, 6:3, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:3, 7:5, 6:4; ხუან მონაკო (არგ, 13)-გიიომ რუფენი (საფ) 6:2, 2:6, 6:2, 7:6(3); ლუკას როსოლი (ჩეხ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 7:5, 6:7(6), 6:2; ფლორიან მაიერი (გერ, 32)-დანიელ ხიმენო-ტრავერო (ესპ) 6:4, 6:2, 6:3; ედუარდო შვანკი (არგ)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:4, 6:0, 6:3; დენის ისტომინი (უზბ)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:2, 6:1, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:2, 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა