ბათუმურ ბატალიებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს სამგზის ჩემპიონმა გააკეთა
ბათუმური ბატალიების ერთ-ერთი ფავორიტია საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის, ფიდეს გრანპრისა და ევროპის საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის გუნდური პირველობების პრიზიორი ნანა ძაგნიძე, რომელიც რეიტინგით მსოფლიოს ქალთა ტოპათეულში მეექვსეა. წლეულს თებერვალში ქართველმა დიდოსტატმა ქალებში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასი მოიპოვა.

ჩვენი საუბარი სწორედ იმ შეჯიბრების გახსენებით დაიწყო:

- თბილისში ძალიან ძლიერმა მოჭადრაკეებმა მოიყარეს თავი, - გვითხრა ნანამ. - ცუდი სტარტი ავიღე, მაგრამ თანდათან შევედი ფორმაში და ბოლო რვა ტურში 7,5 ქულას მოვუყარე თავი.

საბოლოოდ მე და შვედ პია კრამლინგს თანაბარი ქულები დაგვიგროვდა. უძლიერესის გამოსავლენად ტაიბრეიკები დაინიშნა. ორი 15-წუთიანი და ორიც 5-წუთიანი პარტიები ყაიმით დასრულდა. წარმატება არმაგედონმა მომიტანა. ეს ჩემს სპორტულ კარიერაში ერთ-ერთი საამაყო გამარჯვება იყო.

- ბათუმის ჩემპიონატებზე რას იტყვი?

- აჭარის დედაქალაქშიც სახელოვანმა დიდოსტატებმა მოიყარეს თავი. უნგრელი იუდით პოლგარის, ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანისა და ნადეჟდა კოსინცევას გარდა, ტოპათეულის ყველა წევრი აქ არის.

ახლა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს არ იკითხავთ?! დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, კომპანია "სოკარს", საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციას, რომლებმაც ასეთი ლამაზი ტურნირი გვაჩუქეს.

ჯერ კიდევ თებერვალში ვიცოდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები საქართველოში გაიმართებოდა, რადგან ამ იდეას ემილ სუტოვსკი უჭერდა მხარს. მას კი ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, მოსწონს ქართული სიმღერები.

"თბილისოს" თავადაც კარგად მღერის. აჭარის დედაქალაქშიც ქართველმა მოჭადრაკეებმა უნდა ვიყოჩაღოთ და მთავარი პრიზები სტუმრებს არ გავატანოთ. აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ ჩვენი ცდა წარმატებული იქნება.

ბათუმში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chrichina
ნანაია ცუდად ნუ გამიგებ და ეგ ტრაბახი ცუდად გაქვს დაცდილი--საქმე ლაპარაკის ნაცვლად
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა