ჩვენები საკმაოდ ძლიერ, B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეობას ინგლისის, ესპანეთის, შოტლანდიის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები გაუწევენ
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები 2 ივნისიდან ევროპის გრანპრის სერიაში ჩაერთვება.

ჩვენი მეშვიდკაცეები პირველ ეტაპზე საფრანგეთის ქალაქ ლიონში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები აქ საკმაოდ ძლიერ, B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას ინგლისის, ესპანეთის, შოტლანდიის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები გაუწევენ.

მანამდე კი ჩვენმა გუნდმა ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, თუმცა აქ გარკვეული მიზეზების გამო მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ მთლიანად ახალგაზრდული შემადგენლობა იახლა.

ესენია: ივანე დავითაშვილი, დიმიტრი კალანდაძე, შალვა მახარაშვილი, ნიკოლოზ ბერძული, დიმიტრი გოგოლაძე, დავით მაკაროვი, გიორგი შარმაზანაშვილი, ლექსო მელიქიშვილი, იოსებ ცისკარიშვილი, გიორგი ფრუიძე და გიორგი აფციაური.

ლიონში "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" გაცილებით სოლიდური შემადგენლობით ითამაშებენ. წლეულს პირველად მოირგებენ შვიდკაცა რაგბის ნაკრების კვართს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ალექსანდრე თოდუა და მერაბ კვირიკაშვილი.

მათთან ერთად ითამაშებენ გამოცდილი მეშვიდკაცეები: გიორგი კალმახელიძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი გეგენავა და ბიძინა სამხარაძე.

საქართველოს ნაკრები

გიორგი ფრუიძე, შალვა მახარაშვილი, დავით მაკაროვი, ბიძინა სამხარაძე, ალექსანდრე თოდუა, გიორგი კალმახელიძე, დიმიტრი გოგოლაძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ირაკლი გეგენავა, ბექა ბიწაძე, მერაბ კვირიკაშვილი.

A ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, უელსი, გერმანია.

B ჯგუფი: საქართველო, ინგლისი, ესპანეთი, შოტლანდია, უკრაინა, ჰოლანდია.

გრან-პრის სერია ლიონში იწყება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს