ფიჯის ეროვნული გუნდი მომავალ კვირაში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ერთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება
საქართველოს ნაკრების მეტოქე ნოემბრის ტესტებზე ფიჯის ეროვნული გუნდი მომავალ კვირაში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ერთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

კუნძულელთა პირველი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც ნოემბერში ასევე გვეწვევა თბილისში.

ფიჯელების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ინოკი მალემ გუნდში 31 მორაგბე იხმო. აქედან ლეგიონერი მხოლოდ შვიდია. კაპიტანი ედინბურგელი ნეტანი ტალეი იქნება.

დიკონ მანუმ, რომელიც ფიჯის ნაკრებს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მიუძღოდა, ახლახან კონტრაქტი გააფორმა უელსურ "ჰლანეჰლისთან" და ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"მოთამაშეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ნაკრებში დებიუტი ექნება. ისინი ყველანი ფიჯიზე თამაშობენ, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე კარგად ზრუნავენ. ადგილობრივ მორაგბეებთან სერიოზულად ვმუშაობთ, რათა ისინი მზად იყვნენ საერთაშორისო არენაზე საასპარეზოდ" - თქვა ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინოკი მალემ.

ფიჯის ნაკრები

კელემედი ბოლა, ალოისიო ბუტონიდუალევუ, გრემ დევისი, ვერენიკი გონევა, აისაკე კატონიბაუ, კელევი კეტედრომო, სიმელი კონიფერედი, ბენედიტო კოროი, სეტარეკი კოროილაგილაგი, ნიკოლა მატავალუ, აპისაი ნაიკატინი, ვაისეა დავეტა, ლეონე ნაკარავა, სერემაია ნაურეურე, ნემია კენატალე, ილიესა რატუვა, მალა რავულო, სტეფანო სომოსა, ნეტანი ტალეი, ვილიამ ვეიკოსო, სამუ ბოლა, ვატისონი ვოტუ, ვაისეა ნაიაკალევუ, ჯერი იანუიანუტავა.

რონსერო და კონტეპომი ისევ პუმებში

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა ივნისის ტესტებისთვის ეროვნულ გუნდში ბოლოჯერ უხმო შერკინების ბურჯ როდრიგო რონსეროს, რომელმაც წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლა გადაწყვიტა.

"ბარბაროსების" შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ "პუმებს" შეუერთდება ვეტერანი მგეზავი ფელიპე კონტეპომიც. სულ კი ფელანმა ევროპაში მოთამაშე მხოლოდ ცხრა მორაგბე მიიწვია. გუნდის შემადგენლობაში არ არის არცერთი არგენტინელი, რომელიც საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის პლეი ოფში მოთამაშე გუნდებში ასპარეზობს.

დანარჩენი 16 მოთამაშე არგენტინის "პამპასების" წევრია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში "ვადაკომის თასის" გათამაშებაში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 9 ივნისს შინ იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 16 და 23 ივნისს კი ორჯერ ეთამაშება საფრანგეთის ნაკრებს.

არგენტინის ნაკრები

ბელისარიო აგულა, ანდრეს ბორდოი, ფელიპე კონტეპომი, როდრიგო რონსერო, ფრანსისკო ტეტას ჩაპარო, ეუსებიო გინასუ, ფრანსისკო გომეს კოდელა, პაბლო ჰენი, იგნასიო მიერესი, ხოაკინ ტუკულეტი, ბენიამინ ურდაპილეტა, გაბრიელ ასკარტე, როდრიგო ბაესი, ფაკუნდო ბარეა, ჯენარო ფესია, როდრიგო ბრუნო, ტომას კუბეჯი, ტომას დე ლა ვეგა, ხულიო ფარიას კაბელო, სანტიაგო გუსმანი, ბენიამინ მაკომე, ავგუსტინ გოსიო, მარტინ ლანდახო, ტომას ლეონარდი, რომან მირალეს, მანუელ მონტერო, მატიას ორლანდო, ბრუნო პოსტილიონი, ლეონარდო სენატორე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა