"დღემდე დონეცკის "შახტარს" ვეკუთვნი და პრობლემა სწორედ ამ გუნდის პოზიციაა"
თორნიკე ოქრიაშვილმა თურქეთის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, ახლა კი თბილისშია და ახალგაზრდულ გუნდში ბელარუსსა და ესტონეთთან მომავალი შეხვედრებისთვის ემზადება.

მარიუპოლის "ილიჩივეცის" შემტევი ნახევარმცველისთვის დასრულებული სეზონი წარუმატებელი გამოდგა: სულ 9 შეხვედრა ითამაშა, აქედან ძირითად შემადგენლობაში - მხოლოდ 2-ჯერ. აქედანაც ჩანს, რომ მარიუპოლელთა მთავარი მწვრთნელი იგორ ლეონოვი 19 წლის ქართველ ახალგაზრდას არ ენდობოდა.

"ეს მხოლოდ მწვრთნელის მიზეზით არ მომხდარა. ეტყობა, რაღაც ჩემი ბრალიც იყო. თუმცა ახლა მწვრთნელი იცვლება და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მახარებს.

იმედია, მის შემცვლელთან თავს გამოვიჩენ და მომავალ სეზონში ბევრად მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ "გაგრაში" თამაშის პერიოდში უკეთეს ფორმაში ვიყავი, ვიდრე "ილიჩივეცში", რადგან ბოლო სეზონში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა.

არადა, თავიდან ყველაფერი კარგად იწყებოდა. გუნდში რომ ჩავირიცხე, 16-დან 14 შეხვედრა ვითამაშე და მეგონა, უფრო და უფრო მოვუმატებდი.

სამწუხაროდ, იგორ ლეონოვთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და არ მათამაშებდა. მხოლოდ ვარჯიშით კი ფორმის შენარჩუნება შეუძლებელია", - ამბობს ოქრიაშვილი.

სეზონის დასრულებისთანავე გავრცელდა ხმები, თითქოს ოქრიაშვილი კარიერის ბელგიაში გაგრძელებას აპირებდა, მისით "პრო ლიგის" "ლოკერენი" და "ვარეგემი" დაინტერესდნენ და კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდნენ:

"ამ საკითხზე მარიუპოლელთა სპორტული დირექტორი მელაპარაკა, მაგრამ ჯერ არ შემიძლია გითხრათ, დავრჩები თუ მართლა ბელგიაში ვითამაშებ.

საქმე ისაა, რომ დღემდე დონეცკის "შახტარს" ვეკუთვნი და პრობლემა სწორედ ამ გუნდის პოზიციაა - დონეცკელები ფეხბურთელებს უკრაინაში უფრო ადვილად აკვირდებიან, ვიდრე ევროპაშიო.

ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ უახლოეს დღეებში ყველაფერი მეცოდინება".

ოქრიაშვილი ბელგიაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
შვილო, თუ გინდა ფეხბურთის თამაში, სასწრაფოდ მოშორდი როგორმე უკრაინას. თუ უკვე გვიანი არაა...
daTo
ეე თქვენ დიდი შეცოდმა გააკეთეტ რო შახტიოარსჰი გადახვედით ხო ხედავთ რო გხუპავთ უკრაინა და შახტარი.. ნუ ალბათ ეგ სიხარბის გამო მოხდა !
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა