ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იუვეს დომინაცია: სერია A-ს სიმბოლური ნაკრები

იუვეს დომინაცია: სერია A-ს სიმბოლური ნაკრები

"გაძეტა დელო სპორტმა" იტალიის სერია A-ს III ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელზეც ქვენოთ ვისაუბრებთ. ჯერჯერობით, მოვლენები უცნაურად ვითარდება - ძალიან უჭირს "რომას", სამაგიეროდ, "ლაციომ" მოიგო სამიდან ორი თამაში და ცხრილის ზედა ნაწილშია.

"გაძეტა დელო სპორტმა" იტალიის სერია A-ს III ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელზეც ქვენოთ ვისაუბრებთ. ჯერჯერობით, მოვლენები უცნაურად ვითარდება - ძალიან უჭირს "რომას", სამაგიეროდ, "ლაციომ" მოიგო სამიდან ორი თამაში და ცხრილის ზედა ნაწილშია. არადა, რომაული გუნდებიდან გაცილებით უფრო ძლიერი "ჯალოროსი" მოსჩანს და ასეთ სტარტს ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მძიმე დროება უდგას "ფიორენტინას", "მილანი" კი ჩვეულ სტიქიაშია და ქულებს აქეთ-იქით ანიავებს. ლიდერი "ჩეზენაა", რაც უკვე მეტისმეტად საინტერესოა. გასულ ტურში კი "იუვენტუსმა" გაიბრწყინა და რა გასაკვირია, რომ სიმბოლურ გუნდში არაერთი ტურინელი მოხვდა.

მეკარე: მარკო სტორარი (იუვენტუსი)

ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდი ჯაფა დაადგა, მაგრამ როდეესაც საჭირო იყო, თანაგუნდელები იხსნა გაშვებული გოლისგან და მთლიანობაში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნაში, "იუვეს" საიმედო კარის დარაჯი ჰყავს და ეს განვლილ სამ ტურში ნათლად გამოჩნდა. მართალია, "ბიანკონერიმ" ქულები დაკარგა, მაგრამ ამაში მარკოს ყველაზე ნაკლებად მიუძღვოდა ბრალი.

მარჯვენა მცველი: ალესანდრო პოტენცა (კატანია)

"კატანიამ" ძალიან კარგად იასპარეზა "სან სიროზე" და მრისხანე "მილანს" ქულა აწაპნა. სიცილიელები განსაკუთრებით დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩნენ. ალესანდრო პოტენცას რონალდინიოს წინააღმდეგ მოუწია თამაშმა და უნდა აღინიშნოს, რომ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. გაუჩომ რამდენიმე გამჭოლი გადაცემა კი გააკეთა, მთლიანობაში, შესაძლებლობების დემონსტრირება მეტად გაუჭირდა.

ცენტრალური მცველი: ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი)

სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, მაგრამ "იუვენტუსის" დაცვა უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს. თუმცა, ამჯერად ყველაფერი რიგზეა და ტურინელთა უკანახაზელებმა, ისევე როგორც მთლიანად გუნდმა, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. გარდა იმისა, რომ დაცვაში გაისარჯა უშეცდომოდ ბონუჩი, შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა და გოლის გატანაც მოახერხა. მეტი რაღა უნდა ექნა, რომ სიმბოლურ გუნდში მოხვედრილიყო?

ცენტრალური მცველი: სტივ ფონ ბერგენი (ჩეზენა)

ჩემპიონატის სამი ტური ისე მიილია, რომ "ჩეზენას" გოლი არ აქვს გაშვებული. ბრწყინვალედ ასპარეზობენ გუნდის უკანახაზელები, მათ შორის კი დღეს სტივ ფონ ბერგენი უნდა გამოვარჩიოთ. "ჩეზენამ" "ლეჩესთან" პაექრობაში დროის დიდი ნაწილი კაცნაკლულმა ითამაშა და ასეთ დროს, დაცვის საიმედო თამაშს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ვონ ბერგენი კლდესავით იდგა საჯარიმოში და ორთაბრძოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამარჯვებული გამოვიდა.

მარცხენა მცველი: ჩირო კაპუანო (კატანია)

კიდევ ერთი სიცილიელი და კვლავაც "კატანიიდან". ამ გუნდმა "მილანს" აართვა ქულა მისსავე მოედანზე და გასაკვირი არ არის, რომ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. თუ პოტენცამ რონალდინიო გაანეიტრალა, კაპუანომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შებოჭა. მართალია, შვედმა საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ დროის დარჩენილ ნაწილში მეტად პასიური იყო. და რაც მთავარია, ჩირომ კრისტიან აბიატის საოცარი გოლი გაუტანა.

მარჯვენა ნახევარმცველი: მილოშ კრასიჩი (იუვენტუსი)

მესამე თამაშია მილოშ კრასიჩი პრესისგან უმაღლეს შეფასებებს იღებს. სერბის გადაბირებას ტურინელები დიდ ხანს ცდილობდნენ და როგორც ჩანს, ტყუილად არ გარჯილან. მილოშ ძალიან სწრაფია, რეიდები ეხერხება და არც მოედნის ხედვა დაეწუნება. ბრწყინვალე იყო "უდინეზესთან" და მასპინძელთა გულშემატკივრებსაც კი არაერთხელ დასტყუა ტაში.

ცენტრალური ნახევარმცველი: სტეფანო მაური (ლაციო)

მეორე თამაშია, "გაძეტა დელო სპორტისგან" უმაღლეს შეფასებას იღებს. ის, რომ "ლაციომ" ორი თამაში მოიგო და ექვსი ქულით ცხრილში მაღალი ადგილი უკავია, ამაში მაურის როლი ძალიან დიდია. თუ ასე გააგრძელებს თამაშს, დიდია შანსი, იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაკარგული ადგილიც დაიბრუნოს - მართალია, "აძურას" ძურითადის უცვლელი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთი პერიოდი აქტიურად იძახებდნენ.

ცენტრალური ნახევარმცველი: დეიან სტანკოვიჩი (ინტერი)

ტრავმის შემდეგ, დეიან სტანკოვიჩი მოედანს დაუბრუნდა და "ინტერს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. მის არყოფნაში, სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობა მკდონალდ მარიგას უწევდა და პირდაპირ ვთქვათ, რომ ამით მილანურმა გრანდმა მხოლოდ წააგო. სტანკოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო "პალერმოსთან" შეხვედრაში და ის, რომ მილანელებმა ცენტრზე კონტროლი დააწესეს, დიოდწილად მისი დამსახურებაა.

მარცხენა ნახევარმცველი: კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი)

"იუვენტუსის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ასევე მოახერხა შედეგიანი დარტყმის განხორციელება. სხვათა შორის, მარკიზიოსთვის "უდინეზეს" კარში გატანილი გოლი სეზონში მეორე გახლდათ და თუ ასე გააგრძელა, შედეგიანობით ძალიან ბევრ ფორვარდს აჯობებს.

თავდამსხმელი: სამუელ ეტოო (ინტერი)

ზემოთ, "ინტერის" გამარჯვებაში სტანკოვიჩის წვლილზე ვისაუბრეთ და ისე როგორ იქნება, რომ სამუელ ეტოოს საგმირო საქმეზე არ გავამახვილოთ ყურადღება. კამერუნელმა ორი გოლი გაუტანა "პალერმოს" და "ინტერს" მეტად საჭირო სამი ქულა მოუტანა. მაშინ როდესაც დიეგო მილიტოს ჩავარდნა აქვს, ეტოოს ასეთი შედეგიანი თამაში ორმაგად მნიშვნელოვანია.

თავდამსხმელი: მარკო დი ვაიო (ბოლონია)

ვეტერანი ფორვარდი, რომელიც კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა და გოლები უხვად გააქვს. მაშინ, როდესაც "ბოლონია" "რომასთან" უიმედოდ მარცხდებოდა, დი ვაიომ გამოიდო თავი და მეტოქეს მისსავე მოედანზე ორი გოლი გაუტანა. "ბოლონიამ" ქულა გადაარჩინა და "ჯალოროსის" პირველი გამარჯვება არ დაანება. მარკომ კი თუ ასე გააგრძელა, შეიძლება ამ სეზონშიც ბომბარდირობისთვის იბრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა