"ქურდული სამყაროს წევრობისათვის" გასამართლებულ ფეხბურთელს საპატიმროში კიდევ 4 წლისა და 2 თვის გატარება მოუწევს
"არც მე და არც გულშემატკივრების დიდ ნაწილს არა გვაქვს ილუზია, რომ ფედერაცია გამოსათხოვარ მატჩზე სიტყვას დაძრავს. თანაც, არასწორად მიმაჩნია გამოსათხოვარი მატჩის გამართვა, ვიდრე ნაკრების ფორვარდი დემეტრაძე აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სახელოვანი ფეხბურთელი, აწ უკვე პოლიტიკოსი კახა კალაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფეხბურთიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ "დემეს" უკანონო პატიმრობა დაასახელა.

"ქურდული სამყაროს წევრობისათვის" გასამართლებულ პრიმერადივიზიონის პირველ ქართველ ლეგიონერსა და ახლო წარსულში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს, გიორგი დემეტრაძეს საპატიმროში კიდევ 4 წლისა და 2 თვის გატარება მოუწევს, თუ მანამდე პოლიტიკოსთა ნება უცვლელი დარჩა.

გთავაზობთ ინტერვიუს პატიმარ გიორგი დემეტრაძესთან:

- გიორგი, როგორ ხარ?

- გმადლობთ, ნორმალურად. ვვარჯიშობ, ვლოცულობ, ვსეირნობ. საკანში სამნი ვართ. განსაკუთრებული არაფერი ხდება, მოსაყოლად რომ ღირდეს.

- შენი მეგობარი კახა კალაძე პროფესიონალური ფეხბურთიდან მიდის. მართალია, მისი წვლილი უდავოა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, მაგრამ გამოსათხოვარ მატჩზე ლაპარაკიც არ არის. კახამ თქვა, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, ამაზე ვერც ვიოცნებებო. როგორ ფიქრობ, მის მიმართ სამართლიანია ფეხბურთის ფედერაცია?

- კახა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დიდ უსამართლობად მიმაჩნია. სამწუხაროდ, ბევრს ავიწყდება, რომ ფეხბურთი შორს არის პოლიტიკისაგან და კახა უნდა დაფასდეს იმ დამსახურებების მიხედვით, რაც მას ფეხხბურთში ლამის 20 წლის განმავლობაში ჰქონდა.

საუბედუროდ, დღეს სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთში ურევენ. სპორტი და პოლიტიკა უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს. სპორტის მომავალი პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ.

ადამიანმა განიზრახა წასვლა პოლიტიკაში და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვინც ამბობს, კალაძე პოლიტიკაში ისეთივე წარმატებული ვერ იქნება, როგორც ფეხბურთშიო, მათ ვურჩევ, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ! დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ყველგან მიაღწევს წარმატებას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია და დღემდე მხარში მიდგას. მე მისი მჯერა.

- გიორგი, სასჯელის მოხდის შემდეგ სად და როგორ წარმოგიდგენია შენი საქმიანობა, შენც პოლიტიკაში ხომ არ ჩაერთვები?

- ბუნებრივია, ჩემი ადგილი ფეხბურთში აღარ არის, მაგრამ რას გავაკეთებ, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ჩემი ერთადერთი საფიქრალია, როგორმე თავი დავაღწიო უკანონო პატიმრობას.

- მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამოში" დიდი ინვესტიცია ჩაიდო და რეფორმაც განხორციელდა, შედეგი მაინც არ ჩანს - ასეთი ცუდი პერიოდი მას ჯერ არ ჰქონია. შენი აზრით, რა არის ამისი მიზეზი?

- უკვე ორი წელია, რაც, ფაქტობრივად, ამ სიტუაციას ჩამოშორებული ვარ, ვერ ვუყურებ ტელევიზორს, ვერ ვუსმენ რადიოს და პრესაც არ მოგვეწოდება. შესაბამისად, რაიმე დასკვნის ან პროგნოზის გაკეთება ჩემთვის ძნელია.

ერთის თქმა შემიძლია - "დინამოს" მწვრთნელი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ შეძლებს თუ არა გუნდის ფეხზე დაყენებას, ამისი თქმა გამიჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი მწვრთნელზე არ არის დამოკიდებული.

ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, მართალია, ბევრი წარმატებული და ახალგაზრდა ფეხბურთელი მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი, უნდა გარიცხონ ფეხბურთელთა რიგებიდან.

ამ ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა განაგრძონ თამაში ეროვნულ ნაკრებში და სხვებსაც მისცენ მაგალითი.

- შენმა ადვოკატებმა სტრასბურგში სარჩელი გაგზავნეს. თუ იცი, დაიწყო მისი განხილვა?

- სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო ჩვენი საჩივარი, საქმეს ნომერი მიანიჭეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ჩემმა ადვოკატებმა განაცხადი სამი მუხლის დარღვევისთვის შეიტანეს. ესენია: ევროკონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობა) და მე-8 (პირადი ცხოვრება) მუხლები.

მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და რამდენ ხანს გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ლოდინის და მოთმინების გარდა, სხვა გზა არ მაქვს. ისევ ამ გზით თუ მივაღწევ სამართალს.

- დიდი ალბათობით, შენი გათავისუფლება-არგათავისუფლება ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული. კოალიციის ლიდერის რწმუნებით, მათი უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, ყველა "საეჭვო" საქმე და უკანონო განაჩენი ხელახლა გადაიხედება...

- რა გითხრათ, ამაზე მკითხაობას ვერ დავიწყებ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: შეწყალებას არ მოვითხოვ, ვინაიდან თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ! არც იმედის დაკარგვის უფლება მაქვს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ

გიორგი დემეტრაძის განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა

დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება

კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე - კვლავ ერთად რეიტინგებში

namdvili
ესეე რამ გააბოროტა ეს ხალხი რა ქურდული სამყაროს წევრობა კაცი ფეხბურთელია და სვისტოკის ხმაზე დარბის იცით მაინც რაა ქურდული სამყაროს წევრობა დემე მაგარი კაცია ვისაც მასთან შეხება ქონია ყველა დამიდასტურებს ტიპი ტყუილა ზის ვაფშე და არ აღიარებს როცა შეუძლია აღიაროს და გამოუშვან ეს კაცობა და ვაშკაცობაა ზოგიერთი ....... გასაგონად ვიძახი. კალაძეს რაც შეეხება აგერ leto მ რაც თქვა 100% ვეთანხმები
gurami
malxazi შე არაკაცო შენ ენა ჩაიგდე რომელს ააქვს ერთი კალაძის ნაირი დამსახურება ფეხბურთში და ჩვენი ქვეყნის წინაშე ამ ადამიანმა გვასახელა და მადლობის მაგიერიაა!!! შე უსაქმურო დამჯდარხარ და წერ, 2 ავტოგოლს უხსენებ მარტო! basketi - შე ლაცირაკო შენ ძამა კი არა ბიჭო ეხლა კარგად მომისმინე შე არაკაცო !!კაცი უდანაშაულოა და ციხეში ამოაყუდეს 6 წელი ერთ-ერთი ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელი რომელიც თურმე ქურდული სამყაროს წევრია და შე უსაქმურო შენ აქ ზიხარ და წერ ღირსია და იმიტომ უნდა იჯდესო ბურთები დაერიგებინა ან სტადიონი აეშენებინა და არ იჯდებოდაო შენ ვაფშე კაცმა რა უნდა გითხრას შე დემაგოგო სასაცილო ხარ))))))))))))
rosto
basketi , შე არაკაცო , კაცი ციხეში რო არის და ეგ როგორ გახარებს ...... ხარ. ტელეფონით და ინტერნეტით არ მჩვევია ესეთი სიტყვის კადრება , მაგრამ შენ იმსახურებ.
maka-99
ხომ ჩაგაგდებინეს ხმა მალხაზი ხარ თუ ვიღაც ტოროლა და შენც "ბასკეტი" იქნებ საერთოდ გაჩუმდე რაა მაგ სისულელეების ლაპარაკს. რატომ უნდა გაეკეთებინა დემეს სტადიონი? ძალიან გაუნათლებელი და "ტლუ" ადამიანი ხარ.
Levan
basketi შენ ბიძია ხო არ გაჟუილებს რეებს წერ გეტყობა მაგარი გაუნათლებელი ხარ სად ერეკლე სად შტეფცელი. ეხხ კიდე კაი დღეში ვართ ამისთანა მტლუები რო დაიარებიან
marina
ახალკაცმა მილიონები ჩაიჯიბა, სხვებსაც(მთავრობიდან რასაკვირველია) მილიონები აშოვნინა და დემეტრაძეს უნდა აეგო სტადიონები და ბურთები ეყიდა ფეხბურთელებისთვის? შენ მალხაზ რა კანონებით მსჯელობ გაგვაგებინე ერთი. კალაძეძე უკეთესი და ტიტულოვანი ვინ გყავთ ერთი დამისახელეთ.
ტუზი55
გთხოვთ გამახსენეთ საქართველოს ნაკრების 1 მაგარი თამაში
david67
malxazi შენ ჯერ წერა ისწავლე და მერე ილაპარაკე იმ ორ გოლზე.ეგებ წერას რომ ისწავლი მერე გაიგო ან წაიკითხო რა დამსახურება აქვს კალაძეს ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე.basketi შენ კიდევ ძამა შენივე გურული კილოთი მოგმართავ. პრაკტიკა აჩვენებს იმას რომ როდესაც ადამიანები ხარობენ სხვისი უბედურობით განსაკუთრებით ციხეში მყოფი ადამიანებზე. გამოთქვამენ ასე: ახია მასზე, ღირსია, უფრო მეტი უნდა მიეცათ და ა.შ. შემდეგ თვითონ ხვდებიან საპატიმროებში. მერე კი ნანობენ ამას როცა გაათვითცნობიერებენ. არ ვიცი რატომ ხდება ასე მაგრამ ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები. ალბათ ღმერთი სჯის.(ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო) ასე რომ ფრთილად იყავი!! იმან ვინც მართლა ჩაიდინა დანაშაული იმასაც კი არ უნდა უსურვო ეს. მითუმეტეს დემეს. მე ამ ქვეყნის მოქალაქე გორის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალს რატომ უნდა შევეკითხო ვის უნდა დაველაპარაკო და ვის არა.
WARNING!
basketi ასეთი გონივრული აზრები საიდან მოგდის? წადი მაშინ შენი საამაყო რეზო არველაძეც დაიჭირე და მთლიანად საფეხბურთო სამყარო ვისაც სტადიონი არ მოუწყვია და ბურთი არ უჩუქებია ბავშვისთვის! ეგ ცირკაჩას კომპეტენციაა ბურთები დაურიგოს ბავსVებს და სტადიონები მოაწყოს და არა დემეტრაძის და სხვა მრავალის! ასეთი დეგენერატული აზრები სადან მოგაქვთ?
dato
ოპოზიციონერია თუ პოზიციონერი მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთლად ნათელაშვილის პარტიაშიც რომ იყოს გამოსათხოვარი მატჩი ეკუთვნის .... და შენ მალხაზ მაგ 2 ბურთის გამო არაფერი გახსოვს, თუ არ გინდა რომ გაიხსენო?!
leto
malxazi : კაცმა ჩემპიონთა ლიგის თასი 2 ჯელ მოიგო 2005/2006 წელს მილანის საუკეტესო ფეხბურთელად დასახელეს 2011 წელს სერია ა -ს საუკეთესო მცველად დასახელეს და დგეს თუ რამე იციან საქართველოს შესახებ მილანში კალაძის დამსახურება... მასე არც არველაძისთვის უნდა გაეკეთებინათ. კალაძე დიდი ფეხბურთელი იყო და დგეს არავინ მეგულება ქართველი ფეხბურთEლი ვინც კალაძის ნაირ შედეგს გაიმეორებს.
giorgi
ბატონებო, რა გახდა ის 2 ავტოგოლი, ლამის სისხლის აღებად რომ დაუსვით კახას? მოუვიდა შეცდომა.. თორემ ისინი რომ არა, ტურნირში სლიპინით გავიდოდით.. დემეტრაძეს კი რა უნდა გაეკეთებინა ფეხბურთში თამაშის მეტი? გაუგებარია, რატომ უნდა მიეცა მომავალი ფეხბურთელებისთვის ბურთები ან რატომ უნდა მოეწყო სტადიონები? ამისთვის შესაბამისი სამსახურებია და ბიუჯეტიდან თანხაცაა გამოყოფილი. და თუ ეს საქმე არ კეთდებოდა, მას მოჰკითხეთ, ვინც ამ ფულს იჯიბავდა. რომც ეკეთებინა ეს დღეს, გარეთ როგორ იქნებოდა? მას წაყენებული აქვს უმძიმესი ბრალდება, ან უნდა გაამართლოს სტრასბურგმა, ან ბოლომდე მოიხადოს სასჯელი. შეწყალებაზე კი არ მიდის, როგორც ხედავთ. ასე რომ, წარმოდგენილი არგუმენტები გაუგებარია.
basketi
შენ ძამა შენებურად რო ლაპარაკობ ტავის დაფასებისატვის ეგრე არაა. შენ უნდა დაგეფასებინა თავის დროზე ქარტულ ფეხბურთში გაგეკეთებინა ელემენტარულად რაიმე ისეტი სტადიონი ან მომავალ ფეხბურტელებს ბურტებს მისცემდი და ამას ხალხი რო დაგინახავს შენ დღეს უკვე გართ იქნებოდი. ახლა ძამა ღირსი ხარ და იმიტომ მოხვდი ციხეში...
malxazi
გადაუხადეთ კახას გამოსამშვიდებელი მატცი იმისთვის რომ 2 ბურთი ცვენს კარში დაიმიტომ რომ ოპოზიციონერია
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა