"სამფეროვნების" თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს რთული ჯგუფი ბრძოლის ჟინს უათმაგებს
საფრანგეთის ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა ინგლისის, შვედეთისა და უკრაინის გუნდებთან ერთად.

"სამფეროვნების" თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ეს ბრძოლის ჟინს უათმაგებს.

აი, რას აცხადებს 26 წლის ფეხბურთელი: "ჩემი მიზანია, საფრანგეთის ნაკრებს რაღაც ჩემებური შევმატო ჩემპიონატის მატჩებისას. მე არატიპური თავდამსხმელი ვარ და ვეცდები, ჩემს სტილში ვითამაშო. სეზონის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ჩემი მიზანი იყო, ნაკრებში მოვხვედრილიყავი და საერთაშორისო დონეზე მქონოდა დებიუტი.

მშვენიერი სეზონი ჩავატარე, ყოველი ნაბიჯის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ვხდებოდი და სულ უფრო მეტად მჯეროდა, რომ ნაკრებში მოხვედრას დავიმსახურებდი.

ტურნირის მოახლოებასთან ერთად ზეწოლა ჩვენზე სულ უფრო გაიზრდება. მართალია, ეს მოვლენა ზოგადად ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ მსგავსი რამ ნამდვილად არ განმიცდია. ამაყი ვარ, რადგან ნაკრების ფორმა მაცვია და სულაც არ ვარ სანაკრებო ტვირთის ტარების წინააღმდეგი.

პირიქით, ეს მშვენიერია. ჩვენ მზად ვართ დიდ საქმეებთან შესაჭიდებლად, რაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდებთან გამარჯვებებით დავამტკიცეთ. ისლანდიასთან ფეხი დაგვიცდა, მაგრამ იქაც შევძელით იმის დამტკიცება, რომ ძლიერი ხასიათის გუნდი ვართ.

გუნდში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. აუცილებელია სწორი ბალანსის მონახვა და მაქსიმალურად მშვიდი თამაში დაცვაში. ყველანი მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატის დაწყებასა და ინგლისთან სადებიუტო მატჩს. ძალიან გვინდა, ჩვენი ძალები გამოვცადოთ მათ ფონზე და გავიგოთ, ნამდვილად შეგვიძლია თუ არა ჯგუფიდან გასვლა".

Goal.com "მამლების" მთავარი მწვრთნელის, ლორან ბლანის კომენტარს ავრცელებს, სადაც ის გუნდის პრობლემებზე მსჯელობს.

აი, რას ამბობს 46 წლის სპეციალისტი: "გუნდის პოტენციალი, უპირველესად, ტაბლოზე უნდა აისახოს. ნამდვილად გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც დაცვაში ხშირად ცდებიან. ამიტომ აუცილებელია გუნდის შეთამაშებაზე მეტი აქცენტის გაკეთება, რათა ის უფრო დაბალანსებული გახდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა