გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელთან შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანული პრესის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს და ძალიან გაიზარდა იმის შანსი, რომ ბოსნიელმა მომავალი სეზონიდან რეკორდმაისტერში ითამაშოს.

ეს ინფორმაცია გუშინ ექსკლუზიურად "შპორტ აინსმა" გაავრცელა და თემა მერე მთელმა გერმანიამ აიტაცა. ინფორმაციის სიზუსტეზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გუშინ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი მთელი დღის განმავლობაში არ გაკეთებულა.

ჯეკოს "სიტისთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ინგლისის ჩემპიონი თანახმაა, 26 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი 20 მილიონ ევროდ გაყიდოს.

"სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინი ედინს გასულ სეზონში ძალიან იშვიათად ათამაშებდა, რის გამოც ჯეკო მანჩესტერში ბედნიერი არ არის და კლუბის გამოცვლა უნდა.

მარტინესშიც 20 მილიონი?

გერმანული პრესა კვლავ აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მიუნხენური გრანდისთვის სასურველი ფეხბურთელების სიაში ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავის, ხავი მარტინესის გვარიც მოწინავე პოზიციაზე წერია და რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბილბაოელი უკანახაზელი გადაიბირონ.

აღსანიშნავია, რომ ხავი მარტინესის ფასიც დაახლოებით 20 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ მარტინესი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა.

"ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი გასულ პარასკევს მადრიდში იმყოფებოდა, სადაც 23 წლის უკანახაზელის მრჩეველს შეხვდა და მასთან პირველი მოლაპარაკებები გამართა.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" მომდევნო სეზონისთვის უკვე ოთხი ფეხბურთელი გაიფორმა - მცველი დანტე (გლადბახიდან), თავდამსხმელი კლაუდიო პისარო (ვერდერიდან), ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი (ბაზელიდან) და მეკარე ტომ შტარკე (ჰოფენჰაიმიდან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა