იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ექსტრემალურ ვითარებაში განაგრძობს
იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ექსტრემალურ ვითარებაში განაგრძობს.

ასეთ დროს, გუნდები მშვიდ ადგილებში ბანაკდებიან, რათა მოახლოებულ ტურნირზე სრული კონცენტრაცია მოახდინონ, მაგრამ აპენინელებს ეს ნაკლებად ეხებათ. თუ სხვა ნაკრებები, ძირითადად, ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს გაურბიან, იტალიელებს სამართალდამცავი ორგანოების ეშინიათ, რომლებმაც ამ დღეებში ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს ფეხბურთელებზე. კარაბინიერებმა დომენიკო კრიშიტო საწვრთნელი პროცესის დროს დააკავეს და ერთი ხანობა იგივე ემუქრებოდა ლეონარდო ბონუჩისაც.

თუმცა დაზღვეული დღესაც არავინაა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რა დროს ვისი გვარი ამოტივტივდება, ერთი ღმერთმა უწყის.

საქმე იქამდე მივიდა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ ქვეყანაში ფეხბურთის 2-3 წლით აკრძალვა მოისურვა და იქვე დასძინა, იმედია, ჩემი აზრი ფედერკალჩოს მესვეურებსაც მოეწონებათო.

იტალიაში მაღალი თანამდებობის პირებს როდის ერიდებოდნენ და მონტის სულ იდიოტი უძახეს... მაგალითად, "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ სულაც თავზე ხელი აიღო და ქვეყნის პირველი პირი უშვერი სიტყვებით გალანძღა. შედარებით კორექტული იყო ფედერკალჩოს პრეზიდენტი და მისი კომენტარი გუშინდელ ნომერშიც გაგაცანით. მოკლედ, მონტის სრულიად საფეხბურთო იტალია აგინებს და დღეს რომ არჩევნები იყოს, მოქმედ პრემიერს ნამდვილად არანაირი შანსი არ ექნებოდა.

პადრეც მონტის დღეშია

საფეხბურთო კორუფციას რომ მიწისძვრაც დაემატა და ამან იტალია-ლუქსემბურგის მატჩი იმსხვერპლა, გუშინდელ ნომერში გამცნეთ... თუმცა თამაშს ვინ ჩივის და, იყო შანსი, მართლა ტრაგედია დატრიალებულიყო, რადგან "სკუადრა აძურას" მთელი შემადგენლობა მიწისძვრის დროს მოვლენების ეპიცენტრთან ძალიან ახლოს იყო - ბუნებრივია, იქიდან სასწრაფო წესით დააბრუნეს ფლორენციაში, "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე.

მოკლედ, იტალიის ნაკრები გადარჩენილია და ეს კიდევ ერთი სტრესია, რომელიც ფეხბურთელებმა კორუფციული სკანდალის აგორების შემდეგ გადაიტანეს. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და თითქოს იტალიის ნაკრები და მთლიანად, კალჩო ვიღაცამ დაწყევლა... იტალიაში ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ვიღაცა არც მეტი, არც ნაკლები, პადრე მასიმილიანოა.

დიახ, პადრე მასიმილიანო, რომელიც იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნებაა. საქმე იმაშია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ პადრე "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და იტალიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისკენ, უკაცრავად, ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა დაულოცა.

ძაღლის თავი კი იმაშია დამარხული, რომ სწორედ ამის შემდეგ დაატყდა თავს კალჩოს ყველანაირი უბედურება, დაწყებული მოთამაშეების დაპატიმრებიდან, დამთავრებული ძლიერი მიწისძვრით და ამხანაგური მატჩის გადადებით.

შეიძლება ვინმეს ეს ხუმრობა ეგონოს, მაგრამ იტალიაში ბევრი სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ პადრე მასიმილიანოს ეროვნული ნაკრები არ უნდა დაელოცა და ყველაფერი სწორედ მისი ბრალია.

მაგალითად, ტურინის "იუვენტუსის" ულტრასებმა საჯარო განცხადება გააკეთეს და მოითხოვეს, რომ პადრე მასიმილიანო "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზას ახლოს აღარ გაეკაროს. "იუვეს" ქომაგთა აქტიურობა შემთხვევითი არ გახლავთ და თუ რატომ, ამას აქვე აგიხსნით...

საქმე იმაშია, რომ პადრე მასიმილიანო ფლორენციელია, "ფიორენტინას" თავგადაკლული გულშემატკივარია და შესაბამისად, "იუვენტუსის" მიმართ დიდი სიმპათიით არ გახლავთ განწყობილი. ამ ორი გუნდის ისტორიული მტრობის შესახებ ყველას ყველაფერი მოგვეხსენება და გამომდინარე აქედან, "ფიორეს" ქომაგი პადრე არც ტურინელ ქომაგებს ეხატებათ გულზე.

თანაც, თურმე პადრე მასიმილიანო "ფიორენტინას" ყოველ ზაფხულს ლოცავს, მაგრამ ამით ფლორენციელთა მრავალწლიან კრიზისს ვერაფერი დააკლო. ამიტომ პადრეს სახელი აქვს გატეხილი და ეს სკანდალებიც რომ არ მომხდარიყო, მისი "კოვერჩიანოზე" გამოჩენა ისედაც არ გახარებია ბევრს.

არადა, პადრე მასიმილიანო ჩეზარე პრანდელის ახლო მეგობარია და თუ საიდან იღებს ეს მეგობრობა სათავეს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

სად არის პესოტო?

იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს 2006 წლის ამბებს - გარიგებული მატჩები, დაპატიმრებები, გაჩხრეკვები, საეჭვო სატელეფონო საუბრები და ა.შ. მოკლედ, აპენინებზე ნამდვილი "დეჟავიუ" აქვთ და სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის მოგებით დაგვირგვინდება; გახსოვთ ალბათ, 2006 წელს "სკუადრა აძურამ" მუნდიალი მოიგო და ყველას დაანახა, რომ იტალიაში არამარტო თამაშების ჩაწყობა, თვითონ თამაშიც ეხერხებათ და თანაც, ძალიან მაღალ დონეზე.

თუმცა სანამ აპენინელები ევროპის ჩემპიონატს მოიგებენ, იქამდე ჯანლუკა პესოტოს უნდა მოუფრთხილდნენ, რომელმაც გერმანიის მუნდიალის წინ სიცოცხლე ლამის თვითმკვლელობით დაასრულა...

გახსოვთ, ალბათ, "აძურასა" და "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი "ბიანკონერის" ოფისის სახურავიდან გადმოხტა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

მიმდინარე პროცესები იმდენად ჰგავს ექვსი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, რომ აპენინელმა ჟურნალისტებმა პესოტოზე ძებნა გამოაცხადეს, თავს რაიმე უბედურება არ მოიწიოსო... ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ჯანლუკას ორი დღეა ეძებენ და მის კვალს ვერაფრით მიაგნეს. ძებნა გრძელდება და იმედი დავიტოვოთ, რომ პესოტინო სრულიად ჯანმრთელია და უბრალოდ, ტელეფონი აქვს გამორთული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა