ბუნდესლიგის ისტორიას ასეთი სასჯელი არ ახსოვს...
30 მაისს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისია დიუსელდორფის სკანდალურ მატჩს ("ფორტუნა"-"ჰერტა" 2:2) კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და ამჯერად იმ ფეხბურთელების სიტუაცია განიხილა, რომლებსაც ხსენებული მატჩის დროს და მის შემდეგ არასპორტულ ქმედებებში ედებათ ბრალი.

როგორც იცით, ბერლინელთა ქართველი კაპიტანი ლევან კობიაშვილი მოვლენების ეპიცენტრშია: მას მატჩის მთავარი მსაჯის, ვოლფგანგ შტარკის ფიზიკური შეურაცხყოფა დაბრალდა - შტარკმა ოფიციალურად განაცხადა, კობიაშვილმა კისერში მუშტი მითავაზა და რომ არა მოაჯირი, ექვსმეტრიან კიბეზე დავგორდებოდიო.

შტარკის თქმით, კობის დარტყმის შემდეგ მას სისხლჩაქცევა გაუჩნდა...

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიის წევრებმა 34 წლის ქართველი ფეხბურთელის ერთი წლით დისკვალიფიკაცია (2012 წლის 16 მაისიდან 2013 წლის 16 მაისამდე) მოითხოვეს.

კობის თანაგუნდელებს, კრისტიან ლელს, ანდრე მიატოვიჩს და თომას კრაფტს, რომლებმაც შტარკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, 2-იდან 6 მატჩამდე დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ.

"ჰერტასთვის" კომისიის გადაწყვეტილება მიუღებელია და ბერლინური კლუბი პროტესტს აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კობიაშვილის ბედი ახლა გუნდის ადვოკატზე, კრისტოფ შიკჰარდტზეა დამოკიდებული, რომელიც ეცდება, ბერლინელ ფეხბურთელებს სასჯელები შეუმსუბუქოს.

იმედია, გადათამაშების მოთხოვნისას ორგზის ხელმოცარული ადვოკატი ახლა მაინც მოახერხებს რამეს, რადგან ძალიან არ გვინდა, რომ ლევანმა შესანიშნავი კარიერა ასე დაასრულოს.

სეზონი, რომელიც ბუნდესლიგის რეკორდის (336 მატჩი) გამო პირადად მისთვის ტრიუმფალური უნდა ყოფილიყო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს და (მიუხედავად მომხდარისა, თამამად ვიტყვით) მართლაც სამაგალითო პროფესიონალს, ლევან კობიაშვილს, კარიერის კოშმარად ექცა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ლევან კობიაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს!

shalva
კარგით რა ხალხო, ეს მშვენიერი შანისა კობისთვის მაჟორულ ნოტაზე დაასრულოს კარიერა, კობიც დაიღალა, მეტი რა უნდათ უერთგულა ბოლომდე გუნდს და ეს რომ მატჩის შედეგიც უკვე დაფიქსირებული იყო, თან ამ ორომტრიალში კინაღამ გადათამაშებას გამოკრეს ხელი, იმიტომაც იცავს ჰერტა.
odala
იმდენი იძახეს მსოფლიო სპორტის ......... ჟურნალისტებმა, რეკორდს ამყარებს კობიაშვილიო, რომ მართლა დაამყარებინეს რეკორდი.
odala
ეს რამ აკისრებინა ამ კაცს?!ვერ ამიხსნია.
torgva10
ხოდა წამოვიდეს აქეთ და ითამაშოს...
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო