გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა უნივერსიადის პროგრამით ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში იასპარეზა და ორივეგან ოქროს მედლები ირგუნა
გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ძიუდოისტმა პაატა მერებაშვილმა, მიმდინარე საქართველოს უნივერსიადის პროგრამით, ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში ცოტა ხნის წინ იასპარეზა და ორივეგან ოქროს მედლები ირგუნა.

პაატამ ძიუდოს ქომაგს პირველად სამი წლის წინ (2009 წ) ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონობით წარუდგინა თავი. მაშინ კონტინენტის საუკეთესოს ტიტული ჯერ ახალგაზრდებში მოიპოვა, შემდეგ 23-წლამდელთა შორის.

იქიდან მოყოლებული მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო მაშინდელ შედეგებს სათანადო გაგრძელება ვერ მოეძებნა. საქართველოს უნივერსიადაზე გორელი ფალავანი შარშანაც გამოვიდა, ოღონდ ძიუდოში მხოლოდ და მაშინაც არავის დაუთმო პირველობა.

"წლეულს, შარშანდელთან შედარებით, უნივერსიადაზე ძიუდოს ტურნირი უფრო წარმომადგენლობითიც იყო და დაძაბულიც. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდი გაჭირვებით მივაღწიე გამარჯვებას.

ფინალში ვანო თოთლაძეს მოვუგე. ვანიკომ მომდევნო შეჯიბრებაზე ქართულში უკვე 70 კგ-ში იჭიდავა და ყველას აჯობა, მე კი ძველებურად 65 კილოში დავრჩი და აქაც გავიმარჯვე" - იხსენებს უნივერსიადის პერიპეტიებს მერებაშვილი.

პაატას უნივერსიადაზე ძიუდოსა და ქართულის შემდეგ შეეძლო სამბოს ტურნირზეც გამოსულიყო, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის პირველ სარეიტინგო შეჯიბრებაზე ამჯობინა მონაწილეობა.

"სამწუხაროდ, ამ ასპარეზზე იგი კვარცხლბეკს მიღმა დარჩა, რის მიზეზადაც მის ზედა წონაში ანაცვლებას მივიჩნევ.

მოგეხსენებათ, ბოლო ხანს გადავწყვიტეთ, პაატა 60 კგ-დან 66-ში გადავიყვანოთ (უნივერსიადაზე ქართულ ჭიდაობაშიც ამიტომ გამოვიდა 65 კგ-ში), რადგან დაკლება უჭირს და იქ უფრო უკეთ იგრძნობს თავს, თუმცა ადაპტაციის პრობლემამ თავისი გაიტანა და ჩემმა შეგირდმა ძიუდოში ჯერ სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენა.

მართალია, ეროვნულ ნაკრებში, ამირან ტოტიკაშვილის მწვრთნელობის დროს, მცირე ხანს ამ წონაში უკვე სცადა ბედი, თუმცა ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ ნამდვილად ადრე იყო გადასვლა. იმედი მაქვს, მალე უკეთ გამოიჩენს თავს ახალ წონაში" - გვითხრა მერებაშვილის პირადმა მწვრთნელმა ქართლოს პავლიაშვილმა.

არადა, მერებაშვილი 500 ქულით ძიუდოს ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი ეროვნული რეიტინგის პირველ საფეხურზეა ძველ წონაში, ანუ 60 კგ-ში. საერთაშორისო ტურნირებზე პაატამ წლეულს სამჯერ იჭიდავა თბილისის, ბაქოს და ობერვარტის (ავსტრია) გრანპრიზებზე და სამივეჯერ მეხუთე ადგილი დაიკავა.

"ორმაგად ძნელი იყო, როცა სულ ასე მცირედი მაკლდებოდა კვარცხლბეკამდე. მარცხის მიზეზს არაფერს და არავის ვაბრალებ, საკუთარი თავის გარდა.

სამომავლოდ მეტი პასუხისმგებლობით მინდა მოვეკიდო, როგორც სავარჯიშო პროცესს, ისე უშუალოდ შეჯიბრებებს. ახალგაზრდებს შორის მოპოვებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტიტულები აშკარად აღარ მაკმაყოფილებს. დიდებშიც მინდა სერიოზული შედეგები ვაჩვენო" - თქვა ჩვენთან საუბრის ბოლოს პაატა მერებაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა