45 წლის ჩეხ სპეციალისტს თბილისურ კლუბში მამა - "დინამოს" ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი უფროსი დაეხმარება
ჩეხური ვებგვერდი idnes.cz ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოს" დუშან უჰრინი უმცროსი გაწვრთნის. 45 წლის ჩეხ სპეციალისტს ამ თანამდებობაზე კონსულტანტობას მამა - თბილისურ კლუბში 2006-08 წლებში ნამუშევარი დუშან უჰრინი უფროსი გაუწევს.

მამა-შვილის თბილისის "დინამოს" მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შესახებ ცნობილი მანამდე გახდა. ახლა კი, როგორც ჩანს, საკითხი გადაწყვეტილია - ჩეხური საიტის ცნობით, უჰრინები თბილისურ კლუბს ერთი წლით დაუკავშირდებიან. ამასთან, უფროსი უჰრინი კლუბის აკადემიაშიც იმუშავებს.

"ახლახან დავბრუნდი საქართველოდან და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თბილისის "დინამოს" ერთი წლით შევუთანხმდი.

მართალია, ჩეხეთში მუშაობა უფრო მსურდა, თუმცა თბილისში ბრწყინვალე პირობებია. "დინამო" ძალიან კარგი კლუბია, სადაც სამუშაოდ ყველა პირობაა", - განაცხადა უმცროსმა დუშან უჰრინმა.

კონტრაქტის გაფორმების ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ თბილისის "დინამოში". კლუბის პიარ-მენეჯერის, ლაშა დვალიშვილის თქმით, დუშან უჰრინთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მიმდინარეობს მუშაობა დეტალებზე და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

69 წლის უჰრინი თბილისის "დინამოს" 2006-08 წლებში წვრთნიდა და ბოლოს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა გუნდმა ოქროს მედლები. რაც შეეხება მის ვაჟს, უმცროსი უჰრინი 45 წლის გახლავთ. მუშაობდა პრაღის "ბოჰემიანსში" (2002-04), ბოლესლავის "მლადაში" (2004-07, 2009-10), ტიმიშოარას "პოლიტეხნიკაში" (2007-08, 2010-11), "კლუჟში" (2008-09), ლიმასოლის აელ-ში (2010).

უმცროსი უჰრინის კარიერული წინსვლა ბოლესლავის "მლადაში" დაიწყო. გუნდი ჩაიბარა მაშინ, როცა ჩეხეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის პირას იმყოფებოდა. მეორე სეზონში კი "მლადა" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობამდე დააწინაურა, უეფას თასზე გაიყვანა და სახელი მარსელის "ოლიმპიკის" გამოგდებით შეიქმნა.

ამის შემდეგ რუმინულ "პოლიტეხნიკაში" მიიწვიეს. ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, 2008-09 წლების სეზონში ტიმიშოარულმა კლუბმა პირველად გააღწია უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. ამის მიუხედავად, "პოლიტეხნიკას" მეპატრონემ, მერიან იენკუმ კლუბიდან გაუშვა. როგორც "ვიკიპედიაში" წერია, იენკუს ასეთი გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებდა.

"პოლიტეხნიკაში" მისი დაბრუნებაც შთამბეჭდავი გამოდგა. 2010-11 წლებში გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ვალების გამო გუნდი II ლიგაში გადაისროლეს, 2011 წლის 27 ივნისს კი უჰრინმა კლუბი დატოვა და ერთი წელი ისვენებდა.

ასევე იხილეთ

ვინ გაწვრთნის თბილისის "დინამოს"? მამა-შვილი უჰრინები რომან ფიფიას შეხვდნენ

Gio
კარგით რა მოდით სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში დინამოს არც მწვრთნელი არ მოგწონთ, არც მფლობელი. 21 საუკუნეა დინამოს 30 წლის წინანდელი სახელი მორჩა მეტი არაფერი კაცმა გუნდი შეისყიდა, დიდი ხელფასები დაუნიშნა ფეხბურთელებს, გაარემონტა ბაზა, არემონტებს სტადიონს, აკეთებს ფეხბურთის აკადემიას. ცვლილებებს ახორციელებს მენეჯმენტში, აიღეთ ზესტაფონი რამდენი წელი დაჭირდათ სრულფასოვანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ერთ დღეში არაფერი არ კეთდება. 2013 დინამო 1-ზე გავა თუ 4-ზე მაგას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ვანგა-ობას ვერავინ ვერ დაიბრალებს!
lasha
ეხლა კარგად მომისმინე ნეგრედო,ეტკობა ფეხბურთთან ძალიან მწყრალი დამოკიდებულება გავქს,ასე რომ შენთან კამათს არ ვაპირებ,მე რასაც ვამბობ ისეა და დინამო იმაზე ქვედა საფეხურზე დაიწევს სადაც ეხლა არის!!!
negredo
გარსია 10 წელიც რომ ყოფილიყო დინამოს მწვრთნელი შედეგი არ ექნებოდა..ჩვენი მენტალიტეტი ვერ გაიგო მაგ კაცმა და ფეხბურთელებთან ელემენტარული კომუნიკაცია არ ჰქონია და შედეგს საიდან მიაღწევდა?
lasha
ეხლა კარგად მომისმინე, მე ძალიან კარგად ვიცი რომ გუნდი ერთ წელიწადში და ექვს თვეში არ ყალიბდება,იმიტომაც არის ყურებით დასაკიდებელი ეგ თქვენი ნაქები ფიფია,თავის გარემონტებული შენობით და საფარით, სად უშვებდა 6 თვეში გარსიას? ეგ უცოდინარი და პროვინციელი ! მე რა კომენტარსაც ვაკეთებ ყველაფერზე პასუხს ვაგებ !დინამო მე4 ადგილზე იქნება ისევ თუ მეხუთეზე არა 2013 წელს,ეს კომენტარი შეინახეთ თუ გინდათ!
negredo
ერთი დიდი ბოდიში მაგრამ ფიფია რომ წავიდეს მერე თქვენ დააფინანსებთ დინამოს?ვინც ესეთ უაზრო კომენტარებს ტოვებთ..ერთ წელიწადში გუნდი არ იქმნება და ამისი მაგალითია მანჩესტერ სიტი რომელშიც მილიარდი დოლარი ჩაიდო მაგრამ 3 წელი ვერაფერი მოიგო..ასერომ ვაცალოთ ამ კაცს
lasha
ტიპი რას იძახის მაგარი პირობებია და რატო არ დავთანხმდებოდიო ,იმაზე არაფერს არ ამბობს როგორ და რა უნდა გააკეთოს,ვაი თქვენს პატრონს,დინამოს გარანტირებული ადგილი შემდეგ წელს მე-4 ექნება ისევ,სანამ ფიფია არ წავა დინამოდან და ზედ არ მიყვება უცოდინრების კოლონა!
irakli
რა იყო რომან, მარტო შვილს ვერ ენდე და მამაც მოგყავს? კიდევ ვინმე მოგეძია მაგათ ნათესაობაში იქნებ გამოგადგეს ოჯახში...აღარ იცი ფული სად წაიღო შე უნამუსო და უცოდინარო კაცო!!!
giorgi
ფიფიას თუ ჰგონია, რომ ამათი დანიშვნით რამე გამოსწორდება ეჭვი მეპარება,ეს არის კაცი რომელიც არავის არ უსმენს და შეცდეომას შედომაზე უშვებს. დინამო კვლავ მე-4 ადგილს დაიკავებს 2013 წელს!!!
elik
ბოლესლავის "მლადაში" ,ასეთი გუნდი არ არსებობს :) , მლადა ბოლესლავ ქვია როგორც ქალაქს - მლადა ბოლესლავ . სხვათა შორის მლადა ბოლესლავში არი ქარხანა ŠKODA .
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა