მექსიკურმა ტელეკომპანია "ტელევისამ" "ბარსელონას" ყოფილ თავკაცს ევრო 2012-ის მატჩების კომენტირება შესთავაზა
მექსიკურმა ტელეკომპანია "ტელევისამ" კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას და მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ევრო 2012-ის მატჩების კომენტირება შესთავაზა. გვარდიოლამ ამ წინადადებაზე უკვე თქვა უარი, მოურინიო კი, ალბათ, დათანხმდება.

გვარდიოლამ ეს უარი იმით ახსნა, რომ ფეხბურთისგან დასვენება სჭირდება. "ბარსელონას" სათავეში ყოფნის ოთხი წლის მანძილზე მწვრთნელს, მისი თქმით, თითქმის ყოველ წუთს გასულ და მომავალ თამაშებზე უწევდა ფიქრი, რისგანაც, უბრალოდ, დაიღალა.

"ბარსელონადან" წასვლის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზის აღებას გეგმავს. მასმედიის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის მიმართ აქტიურ ინტერესს ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი იჩენს.

ჟოზე მოურინიო "ტელევისას" წინადადებას, ალბათ, დათანხმდება. თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი მთელ დროს ვერ იმუშავებს, რადგან "რეალის" პოტენციურ ახალ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას აპირებს. თუმცა მზადაა, ევროპის ჩემპიონატის ზოგიერთ მატჩზე იმუშაოს.

ევროპის ჩემპიონატი პოლონეთსა და უკრაინაში 8 ივნისიდან 1 ივლისამდე გასტანს. ფინალური შეხვედრა 1 ივლისს კიევში გაიმართება.

მომზადებულია El Confidencial-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა