ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვიტესის მთავარი მწვრთნელი: კაშიათი აღტაცებული ვარ!

ვიტესის მთავარი მწვრთნელი: კაშიათი აღტაცებული ვარ!

2010 წლის 18 სექტემბერი გურამ კაშიას მთელი ცხოვრება ემახსოვრება. თბილისის "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა ჰოლანდიის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა "ბრედასთან" ჩაატარა - მატჩი ფრედ (0:0) დასრულდა...

2010 წლის 18 სექტემბერი გურამ კაშიას მთელი ცხოვრება ემახსოვრება. თბილისის "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა ჰოლანდიის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა "ბრედასთან" ჩაატარა - მატჩი ფრედ (0:0) დასრულდა. ქართველმა მცველმა შეხვედრა სრულად და ძალიან კარგად ჩაატარა. ამას ადასტურებს ჰოლანდიური მედია, კლუბის ვებგვერდი და ის ქართველებიც, რომლებმაც "ვიტესი"-"ბრედას" მატჩი ინტერნეტით იხილეს.

მოულოდნელად, მთავარმა მწვრთნელმა თეო ბოსმა კაშია "ვიტესის" დაცვის მარჯვენა ფლანგზე დააყენა. როგორც შემდგომ გაირკვა, 23 წლის კაშიას დაყენება ძირითად შემადგენლობაში მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ სხვა გზა რა დარჩენოდა. თუმცა, მიზეზებზე მოგვიანებით შეიტყობთ.

გურამს მარჯვენა მცველად თამაშის გამოცდილებაც ჰოლანდიამდეც ჰქონდა - თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში პირველი ნაბიჯებს რომ დგამდა, მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ცენტრალურ მცველად გამოცდილი ნედ ზელიჩის და მილოშ კრშკოსა წყვილს აყენებდა, გურამს კი ადაპტირებისთვის ან რომელიმე ლეგიონერის შემცვლელად ათამაშებდა, ანდაც ფლანგზე ამწესებდა. თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა და ცხადია, გურამისთვის მარჯვენა მცველად თამაში მაინცდამაინც ჩვეული და მისაღები არ არის. ამის მიუხედავად, გურამმა "ბრედასთან" მატჩი კარგად ჩაატარა და ქების სიტყვებიც დაიმსახურა. ეს კომენტარები თამაშის შემდეგ ჰოლანდიურ პრესაში გავრცელდა:

კაშიამ თავის ახალ კლუბ "ვიტესში" პირველი შეხვედრა გამართა. ეს კლუბის ქართველი მეპატრონის მერაბ ჟორდანიას მონდომების შედეგია, მაგრამ კაშია ამბობს, რომ კლუბის მფლობელს ჩარიცხვამე კარგად არც იცნობდა. რაც შეეხება "ვიტესს", მასზე წარმოდგენა კი ჰქონდა:

"რა თქმა უნდა, "ვიტესზე" წარმოდგენა მქონდა. ესაა ჰოლანდიის მეორე უძველესი კლუბი, რომელიც 1892 წელს დაარსდა, არა? დიახ, ასეც ვიცოდი. 20 წლის წინ კი თქვენი ქვეყნის თასის ფინალში "ეინდჰოვენთან" დამარცხდა".

23 წლის მცველს აქამდე "ვიტესის" თამაში ნანახი არ ჰქონდა: "დიახ, კლუბზე წარმოდგენა ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციით შემექმენა, მაგრამ ჩემს სამშობლოში ჰოლანდიის ჩემპიონატის შეხვედრებს არ აჩვენებდნენ და ცხადია, "ვიტესის" თამაში ნანახი არ მქონდა. თუმცა მშვენივრად ვიცი, რომ ჰოლანდიის ლიგა სრულყოფილი სკოლაა და ჩემთვის ყველაზე სასურველი აქ თამაში იყო. არ მსურდა რუსეთის პრემიერლიგის კლუბში გადასვლა, ისევე, როგორც ბევრ ქართველს. ჩემი აზრით, ჰოლანდიის ლიგა ახალგაზრდის პროგრესისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე რუსული პრემიერლიგა".

კაშია იმედოვნებს, რომ არნემის კლუბში ადგილს დაიმკვიდრებს და ეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუდმივი ადგილის მოპოვებაში დაეხმარება: "როცა ასეთი ქვეყნის ლიგაში თამაშობს და ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობს, ფეხბურთელი აუცილებლად ვითარდება. მეც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს აქედან დავეხმარები. ახლა დანამდვილებით ვიცი, "ვიტესში" გამოსვლით საქართველოს ნაკრებში ადგილის დამკვიდრების შანსი მეზრდება. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გუნდის წევრებსა და კანდიდატებს მოგვიწოდებს, საზღვარგარეთ ვითამაშოთ".

კაშია ძირითადში შემადგენლობის ფრანკ ვან დერ სტრუიკის ტრავმის გამო მოხვდა. ფეხბურთელმა საზარდული თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო, როცა მოედანზე მოთელვისთვის გავიდა. ქართველმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში არ დამალა, რომ მოულოდნელმა სიხარულმა საკმაოდ აანერვიულა.

"მწვრთნელმა მითხრა, რომ ტრავმირებული ვან დერ სტრუიკი უნდა შეცვალოო და ძალზე ავნერვიულდი. თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა, შეხვედრა კარგად ჩავატარე".

დებიუტანტის თამაშით კმაყოფილი დარჩა "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი თეო ბოსიც: "იძულებული გავხდი, ტრავმის გამო ვან დერ სტრუიკი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემეცვალა. დასაწყისში კაშიას ნერვიულობა ეტყობოდა, დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში მშვენივრად ათამაშდა, დიდი სამუშაო შეასრულა და შემიძლია გითხრათ, მისით აღტაცებული დავრჩი. კაშიას "დინამოში" ცენტრალურ მცველად ათამაშებდნენ, მაგრამ მას მარჯვენა ფლანგზე ეხერხება თამაში და ვფიქრობ, კლუბს ორივე პოზიციაზე დიდ სარგებლობას მოუტანს".

ქართველი მცველის კარგი დებიუტით კმაყოფილებას "ვიტესის" ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტიც არ მალავს: "კაშია მეტოქეს არაფერს უთმობდა - არც ორთაბრძოლებში და არც სისწრაფეში. ასეთი კარგი დებიუტი იშვიათი გასახსენებელია".

თავად კაშია ამაზე ამბობს: "ეს არის ჩემი სამუშაო. მართალია, ჩემი საყვარელი პოზიცია ცენტრალური მცველის პოზიციაა, მაგრამ სადაც მწვრთნელი დამავალებს, ვალდებული ვარ, იქ ვითამაშო".

გუშინ გურამ კაშიას ჰოლანდიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:

- გურამ, უპირველეს ყოვლისა წარმატებულ დებიუტს გილოცავთ...

- დიდი მადლობა, ძალიან გახარებული ვარ, ჰოლანდიაში პირველი შეხვედრა ჩავატარე და გუნდში ყველა კმაყოფილი დარჩა, ხელმძღვანელობაც და მწვრთნელიც. ტრაბახში არ ჩამომართვათ და, მეც ვფიქრობ, რომ ცუდად ნამდვილად არ მითამაშია. თუმცა მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში ჩემთვის მაინც უცხოა.

- "დინამოში" ამ პოზიციაზე დუშან უჰრინი გათამაშებდათ...

- ... მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში დამაყენა, ერთხელაც - რაინერ ცობელმა, ეს იყო და ეს. მაინც სხვა პოზიციაა, მე ცენტრში თამაშს ვარ მიჩვეული, მაგრამ ჰოლანდიაში პირველ მატჩს მოუთმენლად ველოდი და ესეც ძალიან გამიხარდა.

- ჰოლანდიელები წერენ, თავიდან ნერვიულობდაო...

- ნერვიულობის რა მოგახსენოთ... თამაშის დაწყებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი და უცებ გაირკვა, რომ ტრავმირებული მარჯვენა მცველი უნდა შემეცვალა. მწვრთნელმა მანიშნა - მოემზადე, ითამაშებო და... მოკლედ, ძალიან გამიხარდა.

- ჰოლანდიის ჩემპიონატი საქართველოსაზე ბევრად მაღალი დონისაა. დებიუტანტისთვის კი მაღალ დონეზე პირველი შეხვედრის ჩატარება იოლი არ არის. ყველაზე რთული რა იყო?

- სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იყო, ვალდებული ვიყავი, კარგად მეთამაშა - მშვენიერი მოედანი, გულშემატკივართა საოცარი მხარდაჭერა... შეუძლებელია, ფეხბურთი ვერ ითამაშო. ასეთი გარემო თავისთავად ხელს გიწყობს და საქმეს გიადვილებს.

- ფეხბურთელებსა და გარემოს თუ გაუშინაურდით?

- შეიძლება ითქვას, "ვიტესს" უკვე მოვერგე. და ეს მიუხედავად იმისა, საქართველოში ზოგიერთებს ჩემი არ სჯეროდათ... ხვალ (ანუ დღეს - ავტ), ჰოლანდიის თასზე დაბალი დივიზიონის გუნდთან ვთამაშობთ და როგორც ვიცი, მწვრთნელი ამ შეხვედრაშიც ძირითადში მაყენებს.

- გიორგი ჭანტურიას საქმე როგორ არის?

- გიორგის ჰოლანდიელებმა "ჯორჯიან ტალანტ" შეარქვეს. მისი თამაშები ნანახი არ მქონდა და გაოცებული დავრჩი: ვარჯიშებზე ყველას აგიჟებს, გოლი გოლზე გააქვს და ერთი სული აქვს, თამაშის უფლებას როდის მისცემენ. "ვიტესშიც" ამ დღეს ელიან და დარწმუნებულები არიან, ჭანტურიას გამოჩენით, თავდასხმის პრობლემას მოაგვარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის